ავტომობილის სანომრე ნიშნები, კომბინაციები და ფასები.
საქართველოში ავტომობილის ე.წ “ფასიანი ნომრების” ფასები განსხვავებულია, ნომრების ღირებულება დამოკიდებულია მათ წყობაზე. შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე დაყრდნობით, გთავაზობთ ყველა შესაძლო კომბინაციის ფასებს.
რა ღირს მანქანის ნომრები, თუ სერიის შემადგენელი ოთხივე ლათინური ასო ერთი და იგივეა
მაგალითი | ციფრების წყობა | ფასი |
AA-111-AA | 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 | 1000 ლარი |
BB-002-BB | 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 | 800 ლარი |
CC-300-CC | 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 | 600 ლარი |
მოცემულ სერიასთან, ყველა დანარჩენი შესაძლო ციფრების კომბინაციის ფასი – 450 ლარი.
რა ღირს მანქანის ნომრები, თუ სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან, სამი ერთი და იგივეა
მაგალითი | ციფრების წყობა | ფასი |
AB-444-AA | 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 | 800 ლარი |
AB-005-AA | 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 | 600 ლარი |
AA-600-BA | 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 | 400 ლარი |
მოცემულ სერიასთან, ყველა დანარჩენი შესაძლო ციფრების კომბინაციის ფასი – 350 ლარი.
რა ღირს მანქანის ნომრები, თუ სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასო, ორი, წყვილი, ერთი და იგივე კომბინაციისგან შედგება
მაგალითი | ციფრების წყობა | ფასი |
AB-777-AB | 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 | 800 ლარი |
AA-008-BB | 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 | 600 ლარი |
BA-900-AB | 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 | 400 ლარი |
მოცემულ სერიასთან, ყველა დანარჩენი შესაძლო ციფრების კომბინაციის ფასი – 350 ლარი.
რა ღირს მანქანის ნომრები, თუ სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან, ორი ერთი და იგივეა
მაგალითი | ციფრების წყობა | ფასი |
AA-111-BC | 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 | 700 ლარი |
AC-002-BC | 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 | 500 ლარი |
AC-300-BB | 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 | 300 ლარი |
რა ღირს მანქანის ნომრები, თუ სერიის შემადგენელი ოთხი ლათინური ასოდან ყველა განსხვავებულია
მაგალითი | ციფრების წყობა | ფასი |
AB-222-CD | 111, 222, 333, 444, 555, 666, 777, 888 ან 999 | 250 ლარი |
AB-005-CD | 001, 002, 003, 004, 005, 006, 007, 008 ან 009 | 200 ლარი |
AB-600-CD | 100, 200, 300, 400, 500, 600, 700, 800 ან 900 | 150 ლარი |
სახელმწიფო ნომერი, სასურველი ასოთა წყობით ან/და ციფრებით
მაგალითი | ციფრების წყობა | ფასი |
NATIA | ნებისმიერი | 10 000 ლარი |
რა ღირს მოტოციკლების ნომრები
მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი სახელმწოფო სანომრე ნიშნის გაცემა, რომლის ციფრების კომბინაციაა: 0001, 0002, 0003, 0004, 0005, 0006, 0007, 0008, 0009, 1000, 2000, 3000, 4000, 5000, 6000, 7000, 8000, 9000, 1111, 2222, 3333, 4444, 5555, 6666, 7777, 8888 ან 9999 – საფასური შეადგენს 300 ლარს.
მოტოციკლის, კვადროციკლის, ტრიციკლის, მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის ერთი სახელმწოფო სანომრე ნიშნის გაცემა, რომლის სერია და ნომერი შედგება დაინტერესებული პირის სურვილით შერჩეული ორი ლათინური ასოს და ოთხი ციფრის კომბინაციისაგან – საფასური შეადგენს 300 ლარს.
ფასიანი სახელმწიფო სანომრე ნიშანი რეგისტრაციიდან მოხსნის შემდეგ მომსახურების სააგენტოში ინახება 365 კალენდარული დღის განმავლობაში.
მანქანის სანომრე ნიშნების შემოწმება/დაჯავშნა, შესაძლებელია შსს-ს მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ.