წარმოგიდგენთ ყველაზე მასშტაბურ გზატკეცილებს მსოფლიოში.

დედამიწაზე არაერთი გზატკეცილი არსებობს. ბევრი მათგანი მასშტაბურობასთან ერთად, უპრეცედენტო სილამაზითაც გამოირჩევა, რაც უამრავ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოდან.

შეგიძლიათ თქვენთვის ყველაზე საინტერესო ამოირჩიოთ და გზას დაადგეთ.

Interstate 80 (აშშ)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
გზატკეცილი 11 შტატში გაედინება

I-80 ტრასის სიგრძე 4,668 კილომეტრია. ავტომაგისტრალი აშშ-ის 11 შტატში გაედინება და სან-ფრაცისკოს ნიუ-ჯერსის შტატთან აკავშირებს.

Interstate 90 (აშშ)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
I-90 ტრასის სიგრძე 4,987 კილომეტრია

ტრასის სიგრძე 4,987 კილომეტრია. I-90 სათავეს ვაშინგტონში, მეოთხე ავენიუზე იღებს და მასაჩუსეტსში ქ. ბოსტონში მთავრდება.

U.S. Route 6 (აშშ)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
გზატკეცილი ამერიკის 14 შტატში გაედინება

U.S. Route 6-ის სიგრძე 5,158 კილომეტრია. მასაჩუსეტსიდან დაწყებული, კალიფორნიამდე, ამერიკის 14 შტატს გასდევს.

National Route 40 (არგენტინა)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
Ruta 40 თითქმის მთელი არგენტინის ტერიტორიას კვეთს

Ruta 40-ის გზატკეცილი არგენტინის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთისკენ მიუყვება და გზად ათობით დაცულ ტერიტორიასა და ეროვნულ პარკს კვეთს. RN40 არგენტინის ყველაზე გრძელი ტრასაა, მისი სიგრძე 5,224 კილომეტრია.

U.S. Route 20 (აშშ)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
გზატკეცილის სიგრძე 5,400 კილომეტრია

U.S. Route-ის გზადკეცილი ბოსტონში იღებს სათავეს და ორეგონის შტატის მიმართულებით მიუყვება, ის გზად 12 შტატს გადის, ხოლო სიგრძე 5,400 კმ-ს აღემატება.

Golden Quadrilateral National Highway (ინდოეთი)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
ინდოეთის ყველაზე გრძელი გზატკეცილი

Golden Quadrilateral National Highway, “ოქროს ოთხკუთხედი” ინდოეთის ყველაზე მასშტაბური ავტომაგისტრალია, რომელიც ქვეყნის 4 დიდ ქალაქს ერთმანეთთან აკავშირებს: დელის, ჩენაის, კოლკატასა და მუმბაის. ტრასის სიგრძე 5,800 კილომეტრს აჭარბებს.

Trans-Canada Highway (კანადა)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
გზატკეცილი კანადის ათივე პროვინციაში გაედინება

Trans-Canada Highway კანადაში მდებარეობს. მისი სიგრძე 7,821 კილომეტრია. გზატკეცილი კანადას დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიუყვება.

Trans-Siberian Highway (რუსეთი)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
გზატკეცილის სიგრძე 10,900 კილომეტრია

Trans-Siberian Highway – რუსეთის მთლიან ტერიტორიაზეა გადაჭიმული. გზადკეცილი სათავეს ქ. სანქტ-პეტერბურგში იღებს და ქ. ვლადივასტოკში მთავრდება. რაც შეეხება მის სიგრძეს, ის 10,900 კილომეტრს აღემატება.

Highway 1 (ავსტრალია)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
გზატკეცილი ოკეანის სანაპიროებს რკალისებურად მიუყვება

Highway 1-ს ხშირად „დიდ წრესაც“ უწოდებენ. ის ავსტრალიის ოკეანის სანაპიროებს რკალისებურად მიუყვება. ტრასის სიგრძე 14,400 კილომეტრია. გზადკეცილი 1955 წელს აშენდა, ის ქვეყნის ყველა დიდ ქალაქზე გაედინება.

Pan-American Highway (აშშ-დან არგენტინამდე)

პლანეტის 10 ყველაზე გრძელი გზატკეცილი
პენ-ამერიკანას გზატკეცილი, პერუ

Pan-American Highway – მსოფლიოს ყველაზე გრძელი ტრასაა, მისი სიგრძე 30,500 კილომეტრს აღემატება. გზადკეცილი ალიასკაში იწყება, გზად 14 ქვეყანას გადის და არგენტინის უკიდურეს სამხრეთში მთავრდება.

ყველაზე გრძელი გზატკეცილი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაTesla Cybertruck-ის ფასი და ტექნიკური მახასიათებლები შეიცვლება
შემდეგი სტატიანიკო როსბერგმა თავისი Rimac Nevera ჩაიბარა, მისი არჩევანი ფენომენალურია
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში