ქვეყნების 65%-ში მარჯვენა საავტომობილო მოძრაობაა, დანარჩენ 35%-ში კი მარცხენა.

თუ რატომ არის ზოგ ქვეყანაში მარჯვენა და ზოგში მარცხენა საავტომობილო მოძრაობა, ამის შესახებ ბევრი ლეგენდა არსებობს. ამ სტატიაში შევეცდებით ყველაზე რეალური მიზეზები გაგაცნოთ.

მარცხენა მოძრაობა

ამ შემთხვევაში, ყველაფრის თავიდათავი ბრიტანეთის იმპერიაა, რომელსაც შუა საუკუნეებში ნახევარი მსოფლიო ჰყავდა დაპყრობილი.

მარცხნივ მოძრაობაც სათავეს შუა საუკუნეებიდან იღებს. ინგლისელი ცხენოსანი მეომრების უმეტესობა, ხმლის მოსაქნევად მარჯვენა ხელს ხმარობდა, ამ მიზეზით ისინი გზის მარცხენა მხარეს მოძრაობდნენ, რაც შემხვედრი მტრისთვის დარტყმის მისაყენებლად მოხერხებული პოზიცია იყო.

გარდა ამისა ცხენზე მარცხენა მხრიდან ასვლა-ჩამოსვლა, მათთვის გაცილებით ადვილი იყო. შესაბამისად, თუ ცხენზე შეჯდომა მარცხენა მხრიდან სურდათ, მათ გზის მარცხენა ნაწილში უნდა ევლოთ.

სწორედ ეს გახდა მიზეზი, თუ რატომ მოძრაობდნენ ინგლისელები გზის მარცხენა ნაწილში, რაც შემდეგ, მატარებლებს და ავტომობილებს მოარგეს.

ინგლისის გარდა, დღესდღეობით მარცხენა საავტომობილო მოძრაობა, ირლანდიაში, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და ინდოეთიშია. ეს ფაქტი მარტივად აიხსნება, რადგან თითოეული მათგანი ერთ დროს ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა.

რომელიმე ქვეყანა ხო არ გამოგვრჩა, სადაც ასევე მარცხენა მოძრაობაა? დიახ! და ეს ამომავალი მზის ქვეყანაა.

მარჯვენა და მარცხენა საავტომობილო მოძრაობა, რატომ განსხვავდება ის სხვადასხვა ქვეყანაში?
წითელი ფერი — ქვეყნები მარჯვენა მოძრაობით.
ლურჯი ფერი — ქვეყნები მარცხენა მოძრაობით.

რა თქმა უნდა, იაპონია არასოდეს ყოფილა ბრიტანეთის ნაწილი, თუმცა, ცნობილია, რომ სარკინიგზო ქსელის მშენებლობაში იაპონიას ინგლისი დაეხმარა და როგორც ჩანს გავლენაც იქონია.

მარჯვენა მოძრაობა

მე-17 საუკუნის ბოლოს, აშშ-ში ფერმერებს სოფლის მეურნეობის პროდუქტები დიდი ფურგონებით გადაჰონდათ, რომლებშიც ოთხი ცხენი იყო შებმული.

ფურგუნებში მძღოლის ადგილი არ იყო და მძღოლი უკანა მარცხენა ცხენზე იჯდა, ეს პოზიცია მას მათრახის გამოყენებას უადვილებდა. ბუნებრივია, რომ შემხვედრი ფურგუნებისთვის გვერდის ავლა, მისთვის მარცხნიდან უფრო მოსახერხებული იყო. აქედან გამომდინარე, ის გზის მარჯვენა მხარეს მოძრაობდა.

სტატია მომზადებულია 1TV.GE-ის მასალებზე დაყრდნობით.

[yop_poll id=”3″]

საავტომობილო მოძრაობა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაJeep Recon-ი უგზოობაზე ორიენტირებული Wrangler-ის ელექტრო ალტერნატივაა
შემდეგი სტატიაMercedes-ი და Rivian-ი ევროპაში ერთობლივ საწარმოს გახსნიან
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში