„საავტომობილო ენთუზიასტი“, ჰაროლდ ბეგოტი, რომელიც 1920 წელს დაიბადა, 10 წლის ასაკიდან „მართავდა“ Ford Model-T-ს. (აღსანიშნავია, რომ მან მართვის მოწმობა 1936 წელს აიღო)

დეკადებს შორის მანქანით მოგზაურობაზე გსმენიათ რამე? მთელს საუკუნეს რომ ავტომობილით „ჩაიმგზავრებ“- ხან 1909 წლის ბროდვეიზე ხარ, ხან 1930-იანების უოლ-სტრიტზე.

როგორი ამაღელვებელია, როდესაც საავტომობილო ტექნოლოგიების საუკუნოვანი ევოლუციის მომსწრე და ამავე დროს ინდუსტრიის დიდი გულშემატკივარი ხარ!

1908 წლის 1 ოქტომბერს, დეტროიტში, ავტოინდუსტრიაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეზენტაცია გაიმართა, ფორდმა Ford Model-T წარუდგინა საზოგადოებას.

ეს ფაქტი ისტორიული გახდა იმით, რომ ავტომობილი, ფართო მასებისთვის ჩაუშვეს წარმოებაში.

მას,ზოგადად, პირველ ხელმისაწვდომ ავტომობილად მიიჩნევენ, მანქანად, რომელმაც „ამერიკა ბორბლებზე შესვა“.

„საავტომობილო ენთუზიასტი“, ჰაროლდ ბეგოტი, რომელიც 1920 წელს დაიბადა, 10 წლის ასაკიდან „მართავდა“ Ford Model T-ს. (აღსანიშნავია, რომ მან მართვის მოწმობა 1936 წელს აიღო)

საოჯახო ბიზნესის გამო, ისინი 20 ერთეულზე მეტ Ford-ს ფლობდნენ, სწორედ აქედან იწყება ჰაროლდის სიყვარული ავტომობილების მიმართ.

Ford Model-T -დან – Mustang Mach-E-მდე, ანუ 90-წლიანი „ვოიაჟი“ ავტოსამყაროში
ჰაროლდ ბეგოტი ოჯახთან ერთად

მართვის მოწმობის აღების შემდეგ, ჰაროლდმა მისი პირველი მანქანა Ford 8 Popular-ი შეიძინაა, 137 დოლარად. მომდევნო წელს იყოს Ford Anglia.

როგორც Hotcars-ის სტატიაში ვკითხულობთ, ბეგოტი, ბრიტანეთის საავტომობილო მუზეუმში, 1915 წლის Ford Model-T-ის განხილვაზე მიიწვიეს, მას სთხოვეს გაეზიარებინა თავისი პირველი მართვის გამოცდილება Model T-ზე.

ერთი საუნუკის შემდეგ, ჰაროლდის ცხოვრებაში Ford Model T, 2021 წლის Mustang Mach-E-მ ჩაანაცვლა. უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიოში სულ რამდენიმე ადამიანია, რომლებმაც ვინტაჟური მანქანებიდან სრულად ელექტრო ავტომობილებზე გადაინაცვლეს.

„10 წლის ასაკიდან იწყება  ჩემი მანქანებისადმი სიყვარული, ტადიციული ძრავების „ჩანაცვლების“ ტენდენციის შემდეგ  მე დაინტერესებული ვარ სრულად ელექტრომობილებით. მე ვიხილე მანქანების ევოლუცია Model T-დან სრულიად ახალ ელექტრო ავტომობილებამდე, ეს ძალიან ამაღელვებელია“.

-ჰაროლდ ბეგოტი

Ford Model-T -დან – Mustang Mach-E-მდე, ანუ 90-წლიანი „ვოიაჟი“ ავტოსამყაროში

101 წლის ჰაროლდ ბეგოტის ახალი Mustang Mach-E- ფორდის პირველი, სრულიად ელექტრო ჯიპია. ის აღჭურვილია 75,7 კვტ/სთ ბატარეის სტანდარტული დიაპაზონით და 98,8 კვტ/სთ ბატარეის გაფართოებული დიაპაზონით.

მას წარმოუდგენელი, 480 ცხენის ძალისა და 860 ნმ ბრუნვის გამომუშავება შეუძლია. აჩქარება კი ნულიდან 60 მილი/სთ -მდე, სულ რაღაც, 3.5 წამში შეუძლია. ბორბლები ზომა 18 დან 20 ინჩამდეა, რაც საკმაოდ დიდია.

ამ  ელექტრო „მხეცის“ ღირებულება კი 56,200 აშშ დოლარია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Ford Model-T

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]