ეს 10 საიტი დაგეხმარებათ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვაში

მანქანის ყიდვა-გაყიდვა ადამიანებს ბევრჯერ გვიწევს, ამ პოსტში წარმოგიდგენთ 10 პლატფორმას, რომელიც თქვენი ოთხბორბლიანი მეგობრის შეძენასა და გაყიდვაში დაგეხმარებათ.

Auto

ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის კლასიკური პორტალი. საიტზე შეგიძლიათ როგორც ფასიანი, ისე უფასო განცხადების განთავსება.

  • საიტი: Auto.ge
  • ტიპი: ყიდვა/გაყიდვა

Myauto

ამჟამად ყველაზე დიდი საიტი საქართველოში. შეგიძლიათ როგორც ავტომობილის ყიდვის, ასევე გაყიდვის განცხადების განთავსება.

  • საიტი: Myauto.ge
  • ტიპი: ყიდვა/გაყიდვა

Autopapa

რუსთავის ავტობაზრობის პორტალი. საიტი გარდა მანქანების ყიდვა-გაყიდვისა, გთავაზობთ სხვადასხვა მომსახურებას, მაგალითად: მყიდველის გამყოლი – კვალიფიციური კონსულტანტი, მყიდველს მიჰყვება გასაყიდ მანქანასთან და ეხმარება ყველა იმ საკითხის (ტექნიკური, ფინანსური და იურიდიული) მოგვარებაში, რომელიც მანქანის შეძენასთან არის დაკავშირებული.

  • საიტი: Autopapa.ge
  • ტიპი: ყიდვა/გაყიდვა

Manqanebi

მეორადი ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის ახალი პორტალი. საშუალებას გაძლევთ როგორც ყიდვის ისე გაყიდვის.

  • საიტი: Manqanebi.ge
  • ტიპი: ყიდვა/გაყიდვა

Cars

საიტზე ნახავთ როგორც ახალ ისე მეორად ავტომობილებს, ასევე შეგიძლიათ თქვენი ავტომობილის გასაყიდად განთავსებაც.

  • საიტი: Cars.ge
  • ტიპი: ყიდვა/გაყიდვა

Ss Auto

განცხადებების საიტი, სადაც ავტომობილები ერთერთი კატეგორიაა. საიტს საკმაოდ ბევრი მომხმარებელი ჰყავს, შესაბამისად შეგიძლიათ ეფექტურად გამოიყენოთ ავტომობილის ყიდვა-გაყიდვაში.

  • საიტი: Ss.ge
  • ტიპი: ყიდვა/გაყიდვა

Cardeal

თუ მანქანის ჩამოყვანა გინდათ, ქარდილის დილერები დაგეხმარებიან გარკვეული საკომისიოს სანაცვლოდ. ისინი შეგარჩევინებენ საუკეთესო ვარიანტს, ასევე დაგეხმარებიან მანქანის საქართველომდე ტრანსპორტირებაში.

  • საიტი: Cardeal.ge
  • ტიპი: ყიდვა

Autohub

აუტოჰაბზე იყიდება ლომბარდიდან გასაყიდი მანქანები, ამ საიტზე ბევრ ავტომობილს აღმოაჩენთ კარგ ფასად. პორტალი ასევე გაძლევთ საშუალებას ისარგებლოთ ორ საათიანი ტესტ-დრაივით ავტოჰაბის შიდა ტერიტორიაზე.

  • საიტი: Autohub.ge
  • ტიპი: ყიდვა

Carusell

ქარუსელი არის სერვისი, რომელიც მანქანის ყიდვასა და გაყიდვაში დაგეხმარებათ. თქვენ უკვეთავთ მომსახურებას, დანარჩენს კი მათი აგენტები მიხედავენ (რა თქმა უნდა გარკვეული საკომისიოს სანაცვლოდ). ყიდვის შემთხვევაში: მანქანის შერჩევა, მფლობელთნ ვაჭრობა, შემოწმება და ა.შ. გაყიდვის შემთხვევაში: მანქანის მომზადება გასაყიდად, ფოტოების გადაღება, საიტებზე ატვირთვა, კლიენტებთან შეხვედრა და ა.შ.

  • საიტი: Carusell.ge
  • ტიპი: ყიდვა/გაყიდვა

Mycar

საიტზე შეგიძლიათ დაათვალიეროთ ავტომობილის განცხადებები, ასევე განათავსოთ ავტომობილის გაყიდვის განცხადება. პორტალი გთავაზობთ მანქანის იმპორტირებასაც.

  • საიტი: Mycar.ge
  • ტიპი: ყიდვა/გაყიდვა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ავტომობილების ყიდვა-გაყიდვა

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]