საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სულ 1,47 მილიონი ავტომობილია, აქედან 83% 10 წელზე მეტი ხნისაა.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ რეგიონებისგან განსხვავებით, თბილისში შედარებით ახალი მანქანები მოძრაობენ. დედაქალაქში სულ 509 ათასი ავტომობილია რეგისტრირებული, აქედან 10 წელზე მეტის 308,000 ავტომობილია, რაც 75%-ს შეადგენს.
ყველაზე ძველი ავტოპარკი რეგისტრირებულია გურიაში, სადაც 37,000 ავტომობილიდან, 92% (34,000) 10 წელზე მეტის არის.
მთლიანობაში 2022 წლისთვის საქართველოს ავტოპარკის ასაკი ასე გამოიყურება:
ხანდაზმულობა | რაოდენობა | პროცენტი |
2 წლამდე | 22,100 | 1,5% |
2-დან 5 წლამდე | 32,800 | 2,23% |
5-დან 10 წლამდე | 186,400 | 12,68% |
10 წელზე ძველი | 1,220,000 | 83% |
ავტომობილების ტიპები ასე ნაწილდება:
ავტომობილის ტიპი | რაოდენობა | პროცენტი |
მსუბუქი | 1,250,000 | 85% |
სატვირთო | 108,000 | 7,34% |
სამგზავრო | 54,700 | 3,72% |
სპეც. დანიშნულების | 59,800 | 4% |
გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოს ავტოპარკში 598,000 ბენზინზე მომუშავე ავტომობილია, 273,000 მუშაობს დიზელზე, 100,000 ჰიბრიდულია, 143 ათასი ავტომობილი თხევად გაზზეა გადაყვანილი, რაც შეეხება ელექტრომობილების რაოდენობას, ეს უკანასკნელი 2,400 ცალს შეადგენს. 2021 წელთან შედარებით ელექტრომობილების რაოდენობა საქართველოში 200-ით არის გაზრდილი.
არსებული ავტოპარკიდან 1,31 მილიონი მანქანა ფიზიკურ პირებს, 162,000 კომპანიების საკუთრებაშია.
წყარო: BM.GE