როგორც ჩანს „რკინის კაცს“ კარგი გემოვნება აქვს. 1974 წლის მოდიფიცირებული BMW 3.0 CS, სპეციალურად რობერტ დაუნი უმცროსისთვის შექმნეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის რადგან მსახიობს ადრე 1970 წლის Ford Mustang Boss 302 და 1967 წლის Chevrolet Camaro „გაუმარიაჟეს“, ეს უკანასკნელი რობერტ დაუნ უმცროსმა თავის კოლეგა კრის ევანსს აჩუქა.
გთავაზობთ მისი დახვეწილი კუპეს BMW E9 ფოტოგალერიას



















აგურისფერი წითელი საღებავი, იდეალურად ერწყმის BMW-ს საფირმო რადიატორის ცხაურის ტიტანის ჩარჩოებს. ყავისფერი ნატურალური ტყავის სავარძლებით და კარბონის ელემენტებით მისი სალონი მართლაც რომ საოცრად გამოიყურება.
როგორც ცნობილია, დაუნი უმცროსის ვერსია 3.0 CS -ში ექვსცილინდრიანი 3.0 ძრავა დგას, 311 ცხენის ძალით (232 კილოვატი).
ერთადერთი რაზეც შეიძლება გული დაგვწყდეს ამ ბმვ-ში ავტომატური გადაცემის კოლოფი დგას, მექანიკა რომ ყოფილიყო ნამდვილად უკეთესი იქნებოდა.