“ეისი შნიცერს” ადრე უკვე ჰქონდა გამოცდილება BMW 8 სერიის კუპეზე. მაშინ ბაზად  M850i – ის ვერსია აიღეს, რომელიც თითქმის სარბოლო მანქანა გახადეს DTM რბოლებისთვის.

ჯერი BMW M8 – საც მიადგა, ოღონდ Gran Coupe – ს. სედანს ნაკლებად რადიკალური დეკორატიული ელემენტები გაუკეთეს, გერმანელებმა აქცენტი უფრო ძრავაზე გააკეთეს და განახლებული სოფტი ჩაუყენეს.

ატელიე AC Schnitzer – მა BMW M8 გრანდ კუპეზე გულიანად წაიმუშავა

აეროდინამიკური ძარა დამზადებულია სხვადასხვა მასალისგან. მაგალითად, წინა სპოილერი თერმოპლასტიკით არის დამზადებული, უკანა სპოილერი პოლიურეთანით, ხოლო გვერდითა “პაროგები” ნახშირბოჭკოვანი მატერიალით არის დამუშავებული.

ატელიე AC Schnitzer – მა BMW M8 გრანდ კუპეზე გულიანად წაიმუშავა

გამოსაბოლქვი სისტემა სრულიად ახალია, მილები ნახშირბოჭკოვანი ქსოვილით არის შეფუთული. დიზაინის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი მისი R21 დისკები და დიდი ყვითელი სუპორტებია.

დასაწყისში V8 4.4 ბიტურბო ძრავა 600 ცხენის ძალას და 750 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებდა, მაგრამ ტიუნინგ-ჩიპის მორგების შემდეგ ეს მაჩვენებლები 700 და 850-მდე გაიზარდა.

Bmw

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაBentley Flying Spur – სპორტული პაკეტით
შემდეგი სტატიაგინახავთ Mercedes S კლასი Mustang – ის ცხვირით? ან ჩეროკი BMW – ს ცხვირით და კიდევ ასეთი 25 ილუსტრაცია
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში