წარმოგიდგენთ ახალი თაობის ჯიპებს, რომლებიც თავის შესაძლებლობებს ყველაზე უკეთ უხეშ გზებსა და უდაბნოებში წარმოაჩენენ.
უგზოობის სიყვარული ავტომოყვარულებში ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული “ავადმყოფობაა”, გზები რომლებიც ადამიანების უმეტესობისთვის შიშის მომგვრელია, Off-road-ის მოყვარულებს სიხარულს და სიცოცხლეს ანიჭებს.
გაუვალ გზებზე მგზავრობა, საოცარ ადგილებს განახებთ და ბუნებასთან ერთიანობას გაგრძნობინებთ. თუმცა, რა თქმა უნდა ასეთი თავგადასავლებისთვის ყველა მანქანა არ არის შესაფერისი.
ამ სტატიაში წარმოგიდგენთ 2022-2023 წლის მონაცემებით, საუკეთესო Off-road ავტომობილებს, რომლებიც დაუვიწყარი თავგადასავლების აღმოსაჩენად, ნამდვილად გამოგადგებათ.
2022 FORD BRONCO

ბევრისთვის საყვარელი Ford Bronco-ს აღდგომის შესახებ, ხმები წლების განმავლობაში დადიოდა, სანამ ის 25 წლიანი პაუზის შემდეგ, 2021 წელს საბოლოოდ არ დაბრუნდა.
ფორდმა, უხეში და მძლავრი Bronco, ჯიპ ვრანგლერის კონკურენტად დააპროექტა. Bronco-ს მაღალი გამავლობის სტანდარტების ფართო სპექტრი და სხვადასხვა აქსესუარები, ნებისმიერ რელიეფზე მარტივად ნავიგაციაში ეხმარება.

2022 წელს ფორდმა კიდევ უფრო ძლიერი Bronco Raptor გამოუშვა. ის ოთხი კარით, მოსახსნელი მყარი სახურავით, და 3.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V6 ძრავით არის წარმოდგენილი, რომელიც 400 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
2022 TOYOTA 4RUNNER TRD PRO

Toyota 4 runner – ერთ-ერთი ყველაზე ხანდაზმული მოდელია, ის 1983 წლიდან არის წარმოებაში.

წლების განმავლობაში 4Runner რჩება უხეშ და ამავდროულად მოსახერხებელ მაღალი გამავლობის მანქანად.
საუკეთესო გამოცდილებისთვის, გირჩევთ აირჩიოთ TRD Pro კომპლექტი, რომელიც უგზოობას ყველაზე მეტად შეეფერება.
2023 LAND ROVER DEFENDER

Land Rover Defender – კიდევ ერთი საკულტო მოდელი, რომელმაც ათწლეულების განმავლობაში ბევრი ავტოენთუზიასტის გული მოიგო.
2020 წელს Land Rover-მა, ის სრულიად ახალი ფორმატით დააბრუნა. თუმცა თანამედროვეობასთან ერთად, Defender-ის ცნობილი შესაძლებლობები მაქსიმალურად არის შენარჩუნებული.

2023 წლის Defender-ს მაღალგამავლიანობის უნარი კიდევ უფრო დახვეწილი აქვს. იგი ორ და ოთხკარიან კომპლექტაციაში, კომფორტული და პრაქტიკული ინტერიერით არის წარმოდგენილი. მისი 300 ცხენის ძალამდე სიმძლავრე, 4 ტურბო, inline 6, V8 ძრავიდან მოედინება.
2022 JEEP WRANGLER

ალბათ დამეთანხმებით, რომ იშვიათია მანქანა, რომელიც ისე განასახიერებდეს თავისუფლებას, როგორც ამას Jeep Wrangler აკეთებს.
მისი ფესვები სათავეს ადრეული სამხედრო მოდელ MB-დან იღებს.
ის უკონკურენტო გამავლობის შესაძლებლობებს გვაჩვენებს, აქვს კარების და სახურავის დაწევის ფუნქციები, ასევე საქარე მინის დაწევის შესაძლებლობა, რაც ბუნებასთან მაქსიმალურ სიახლოვეში გამყოფებთ.

Wrangler-ის 13-მდე კომპლექტაცია არსებობს, თუმცა Rubicon 392, თავისი მძლავრი 6.4-ლიტრიანი V8 ძრავით, ყველაზე გამორჩეულია.
2022 SUBARU FORESTER WILDERNESS

Subaru Forester Wilderness, თავისი 2.5 ლიტრიანი ტურბო ძრავით, ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელი SUV-ია.
Subaru-მ აიღო უსაფრთხო, საიმედო, თუმცა გარკვეულწილად მოსაწყენი Forester და მისი ექსტერიერი მთლიანად შეცვალა. მოგვიანებით მათ გარკვეული აღჭურვილობაც დაამატეს, რამაც იგი საუკეთესო ჯიპად აქცია.
2022 MERCEDES-BENZ G CLASS

საიდუმლო არაა, რომ უმრავლესობა, ვინც Mercedes-Benz G-Class-ს ყიდულობს, ამას მისი სტატუსის გამო აკეთებს.
ის ხომ სიმდიდრისა და ფუფუნების საუკეთესო გამოხატულებაა, რომელიც გარკვეულწილად ჩრდილავს მისი მაღალი გამავლობის უნარებს.

Gelik-ი ამ რეიტინგში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი მანქანაა. AMG G 63 კომპლექტაციით მისი ფასი $179,000-დან იწყება.
თავისი სამხედრო წინაპრებიდან გამომდინარე, G-კლასს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი გამავლობის უნარები გააჩნია. ამიტომ, თუ თქვენთვის ფასი მეორეხარისხოვანია, მაშინ ეს მანქანა ნამდვილად საუკეთესო არჩევანია.
2023 LAND ROVER DISCOVERY

Land Rover Discovery-მ შეიძლება ვერ დაიკვეხნოს ისეთი დიდი და მგზნებარე თაყვანისმცემლთა ბაზით, როგორიც მის მძიმე ძმა Defender-ს ჰყავს, თუმცა მას წარმოუდგენელი გამავლობის შესაძლებლობები გააჩნია. როგორც სახელიდანაც ჩანს, ის აღმოჩენებისთვის არის შექმნილი.
2022 წლის Discovery-ს ისეთივე გამავლობის შესაძლებლობები გააჩნია, როგორიც Defender-ს. ფართო და მდიდრული სალონი, კი მას უგზოობის ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ავტომობილად აქცევს.
2022 JEEP GRADN CHEROKEE

Grand Cherokee-ის უხეში სილამაზის და დახვეწილი და მდიდრული სალონის უკან, შთამბეჭდავი, მაღალი გამავლობის Off-road მანქანა იმალება, რომელსაც თითქმის ყველგან შეუძლია წაგიყვანოთ.
2022 წლის Grand Cherokee სამი კომპლექტაციით არის წარმოდგენილი: 3.6L V6, 5.7L Hemi V8 და 4XE plug-in ჰიბრიდი.
2022 LEXUS GX

Lexus GX – საშუალო ზომის, მდიდრული, უგზოობის სერიოზული შესაძლებლობებით აღჭურვილი, Off-road ავტომობილია.
ის მჭიდრო კავშირშია Land Cruiser Prado-სთან, რომელსაც თქვენი “ცხრა მთას იქით” წაყვანა, პირდაპირ შოუ-რუმდან შეუძლია.

ის არის Toyota 4Runner-ის ალტერნატივა მათთვის, ვისაც მეტი კომფორტი და ფუფუნება სურს.
2022 RANGE ROVER

მაშინ როდესაც, Land Rover Defender-ი მაღალი გამავლობის უნარებზეა ორიენტირებული, Range Rover მიზნად ყველაფერში გამორჩეულობას ისახავს.
ის სამივე კომპონენტში თანაბრად ძლიერია: ფუფუნება, შესახედაობა და შესაძლებლობები.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას აქვს Defender-ის გამავლობის შესაძლებლობები, უბრალოდ მეტად კომფორტულ და დახვეწილ კორპუსში.