Mercedes-Benz-ის საუკუნოვანი ისტორიის გამორჩეული მოდელები- არტეფაქტები აღურაცხელი სიიდან

Mercedes-Benz-ი რომ საკულტო ბრენდია- ყველამ ვიცით. ბრენდის მოდელები, რომ მსოფლიო მასშტაბით სტატუსის სიმბოლოდ იქცა- არც ამაზე ვდაობთ.

ავტომოყვარულთა უმეტესობამ ისიც ვიცით, რომ კარლ ბენცის 1886 წლის Patent-Motorwagen-ი პირველ პრაქტიკულ ავტომობილად ითვლება.

ბრენდი წლების განმავლობაში იზრდებოდა, ვითარდებოდა და ერთ-ერთ ყველაზე სასურველ, „ცნობად“ და პრესტჟულ ავტომწარმოებლად ყალიბდებოდა.

როგორც უკვე აღვნიშნე ბრენდის ქარხნებიდან არაერთი საკულტო მოდელი გამოვიდა, მაგრამ დღეს ავტომწარმოებლის ულტრაიშვიათ მოდელებზე გესაუბრებით, მოდელებზე, რომლებსაც ყოველდღიურ რეალობაში ვერასდროს ვნახავთ…

Mercedes-AMG One – 275 ერთეული

Mercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები
Mercedes-AMG One-ი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გერმანული სუპერმანქანაა.

Mercedes-AMG One-ი ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გერმანული სუპერმანქანაა.

2017 წელს გამოვლენილ ჰიპერქარს plug-in ჰიბრიდული სისტემა ამუშავებს. მერსედესმა ავტომობილი ისეთი ბრენდების სუპერმანქანების სეგმენტის კონკურენციის მიზნით შექმნა, როგორებიც არიან- Bugatti, McLaren და Koenigsegg.

AMG One-ის ექსტერიერის დიზაინი ხომ შთამბეჭდავია, მაგრამ უფრო ეფექტური მისი აეროდინამიკური ელემენტებია, რომლებიც ფორმულა 1-ის მანქანებითაა შთაგონებული.

AMG One-ის რბოლით შთაგონებული  1.6-ლიტრიანი ტურბო V6-ის და ოთხი ელექტროძრავის კომბინაცია 1049 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ამჟამად ბრენდი სუპერქარის სულ 275 ეგზემპლარს აწარმოებს და ყველა მათგანი უკვე გაყიდულია.

G63 AMG 6×6 – 100 ერთეული

Mercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები
მისი ძლიერი ტყუპი ტურბო V8 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes-Benz G Wagon-ი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ჯიპია. მისი სახასიათო დიზაინის, მდიდრული სალონის და ეფექტური ძრავის წყალობით, უხეში გარეგნობის ავტომობილი, უგზოუკლობის მოვარულთათვის ერთ-ერთი გამორჩეულად სასურველი და საყვარელი მოდელია.

იმის მიუხედავად, რომ G Wagon-ი რთულ რელიეფურ პირობებში ეფექტური გამავლობისთვის იყო შექმნილი. უგზოობის მოყვარულები მერსედეს ბენცს უფრო ეფექტური და უხეში ვერსიის შექმნას ევედრებოდნენ. სწორედ ასე გაჩნდა G63 6×6.

G63 6×6 G Wagon-ის ექვსბორბლიავი ვერსიაა, რომელიც უკიდურესად რთული რელიეფის დასაპყრობადაა განკუთვნილი.

მისი ძლიერი ტყუპი ტურბო V8 544 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

SLR McLaren Stirling Moss – 75 ერთეული

Mercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები
მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს უტოლდება. ამ მონაცემებით ის 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მანქანად ითვლება.

2000-იანი წლების დასაწყისში Mercedes-Benz-ი McLaren-ის 40%-იან წილს ფლობდა. 2004 წელს, ორმა კომპანიამ ითანამშრომლა პროექტზე, რომელმაც SLR McLaren-ის შექმნას ჩაუყარა საფუძველი.

Mercedes-Benz-მა SLR McLaren-ის რამდენიმე ეგზემპლარი შექმნა, მათგან საუკეთესო კი 2009 წლის Stirling Moss-ია.

SLR Stirling Moss-ი  F1-ის ლეგენდარული მბრბოლელის Stirling Moss-ის პატივსაცემად შეიქმნა. ავგტომობილს უნიკალური Speedster დიზაინი ჰქონდა.

SLR-ს კაპოტის ქვეშ ჯერ კიდევ მასიური V8 აქვს, მაგრამ სხეულის სტილისა და ნახშირბადბოჭკოვანი კონსტრუქციის წყალობით ის ბევრად უფრო სწრაფია.

მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს უტოლდება. ამ მონაცემებით ის 2000-იანი წლების ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მანქანად ითვლება.

SL 65 AMG “45th Anniversary” – 45 ერთეული

Mercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები
მას უნიკალური დიზაინი და მაგნოგრაფიტით შესრულებული კორპუსი ჰქონდა.

AMG-მ SL-Class-ის რამდენიმე ვერსია შექმნა. ერთ-ერთი საუკეთესო R231-ზე დაფუძნებული SL65 45th Anniversary Edition-ი იყო.

2012 წელს გამოშვებული ავტომობილი AMG-ის 45 წლის იუბილეს აღსანიშნავად შეიქმნა. მას უნიკალური დიზაინი და მაგნოგრაფიტით შესრულებული კორპუსი ჰქონდა.

540Ks – 32 ერთეული

Mercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები
540Ks Mercedes-Benz-ის ომამდელი დიზაინის ენას და ინჟინერიას ყველაზე უკეთ წარმოაჩენს.

540Ks Mercedes-Benz-ის ომამდელი დიზაინის ენას და ინჟინერიას ყველაზე უკეთ წარმოაჩენს.

1936 წელს გამოშვებული 540K ორადგილიანი კაბრიოლეტის, ოთხადგილიანი კუპეს და შვიდ ადგილიანი ლიმუზინის ვარიაციით იყო წარმოდგენილი.

1936 წელს Mercedes-Benz-მა მნიშვნელოვანი და „მაღალი დონის“ მომხმარებლების მოსაზიდად 540K-ის შეზღუდული გამოცემა წარადგინა.

ეს გასაოცარი მანქანა უფრო მოკლე ბაზაზე და სპორტულ შასიზე იყო დაფუძნებული. მას საგულდაგულოდ დამუშავებული კორპუსი ჰქონდა.

ავტომობილის მხოლოდ 32 ეგზემპლარი შეიქმნა.

300 SL Alloy Gullwing – 29 ერთეული

Mercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები
გამოკითხული ავტომოყვარულების და ენთუზიასტების უმეტესობა, გასული საუკუნის საუკეთესო სპორტულ ავტომობილად Mercedes-Benz 300SL Gullwing-ს.

გამოკითხული ავტომოყვარულების და ენთუზიასტების უმეტესობა, გასული საუკუნის საუკეთესო სპორტულ ავტომობილად Mercedes-Benz 300SL Gullwing-ს ასახელებს. (ჩემთვის ის ყველა დროის ყველაზე საყვარელლი მანქანაა).

ამ ლეგენდარული მანქანის დებიუტი 50-იან წლებში შედგა და თავისი დახვეწილი დიზაინის ენით, თოლიისებრი კარებით და რეკორდული სიჩქარით ყველას გული მალევე დაიპყრო.

Mercedes-Benz-მა 1954 წლიდან 1957 წლამდე მხოლოდ 1400 ერთეული 300SL Gullwing-ი აწარმოა. თუმცა, ალუმინის კორპუსით მხოლოდ 29 ერთეული შეიქმნა და დღეს ისინი კოლექციონერებისთვის ყველაზე სასურველ მოდელებად ითვლებიან.

Mercedes-Benz 300 SLR Uhlenhaut-Coupe – 2 ერთეული

Mercedes-Benz-ის უიშვიათესი მოდელები- ანუ საუკუნოვანი ისტორიის არტეფაქტები
ავტომობილი 142 მილიონ დოლარად გაიყიდა და დღეს ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მანქანად ითვლება.

დაბოლოს. მას შემდეგ, რაც 1955 წელს რბოლის სცენაზე 300 SLR Uhlenhaut-Coupe გამოვიდა, მისი მხოლოდ 2 მაგალითი შეიქმნა.

კუპემ სახელწოდება Uhlenhaut მას შემდეგ მიიღო, რაც ავტომწარმოებლის სატესტო განყოფილების ხელმძღვანელმა, რუდოლფ ულენჰაუტმა მოდელი კომპანიის მანქანად გამოაცხადა.

ის არსებითად საგზაო ლეგალური სარბოლო მანქანა იყო.

მთელი ამ წლების განმავლობაში ეს ორი მოდელი მერსედესის მზრუნველობაში დარჩა, ისინი ფართო წრეებში მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ მანქანებად განიხილებოდნენ.

რა თქმა უნდა, ძვირფასსა და ძვირს შორის დიდი განსხვავებაა. ეს უკანასკნელი მოითხოვს, რომ ვინმემ რეალურად დახარჯოს ის თანხა, რითიც ავტომობილია შეფასებული.

ეს „თანხა“ 6 მაიის „დაიხარჯა“, ავტომობილი 142 მილიონ დოლარად გაიყიდა და დღეს ის მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მანქანად ითვლება.

Mercedes-Benz

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაMercedes-Benz EQE SUV-ის საბოლოო, დებიუტამდელი თიზერი
შემდეგი სტატიაფრედი მერკურის Rolls-Royce Silver Shadow აუქციონზე გაიყიდება