გამორჩეული კლასიკური ბრიტანული მანქანები, რომლებმაც საავტომობილო ინდუსტრიაში წარუშლელი კვალი დატოვეს

ბრიტანული ბრენდები დახვეწილი, გემოვნებიანი და არისტოკრატული დიზაინით გამოირჩევიან.

ვიზუალურ უპირატესობასთან ერთად აუცილებლად უნდა აღინიშნოს ეფექტური შესრულება და საკმაოდ მაღალი ღირებულება, რომელიც ხარისხის შესაბამისია.

წარმოგიდგენთ რამდენიმე კლასიკურ ბრიტანულ ავტომობილს და გაგაცნობთ მათ ღირებულებას.

Aston Martin DB6 ($250 000 +)

კლასიკური ბრიტანული მანქანები
ავტომობილის ძრავი 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ევოლუციური და არა რევოლუციური, ასე ახასიათებენ DB6-სს.

ავტომობილს 1965-1971-იან წლებში აწარმოებდნენ. აღსანიშნავია, რომ ასტონ მარტინის მოდელებს შორის DB6 ყველაზე გრძელია. ის სულ 1788 ეგზემპლარად გამოუშვეს.

ეს ავტომობილი საოცარი და შთამბეჭდავი DB5-ის მემკვიდრე იყო. მანქანის 3995 CC ძრავი 82 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, ეს იმ პერიოდისთვის გასაოცარი რიცხვები იყო.

ცვლილებები შეეხო შასის, რომლის დაჭიმვის ხარჯზეც კაბინის სივრცე გაიზარდა. მისი წინამორბედის მსგავსად, DB6-იც შეიქმნა, როგორც მდიდრული GT.

ავტომობილის ძრავი 325 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

McLaren F1 ($20.5 მილიონი)

კლასიკური ბრიტანული მანქანები
ის ერთ-ერთი ძვირადღირებული ბრიტანული კლასიკაა.

McLaren F1, მანქანა, რომელმაც ყველაფერი შეცვალა!

ძნელი დასაჯერებელია, რომ მაკლარენი კლასიკური მანქანის სტატუსს ატარებს… 30 წლის წინ გამოშვებული გორდონ მიურეის სტილის ჰიპერქარი კვლავ ეფექტურად გამოიყურება და თავსაც საკმაოდ თანამედროვედ გრძნობს.

ეს იყო ავტომობილი ნახშირბადბოჭკოვანი სტრუქტურით და პანელებით, მასში დამონტაჟებული იყო 627 ცხენის ძალის მქონე V12 ძრავი.

შედეგი გასაოცარი იყო 386 კმ/სთ. თუმცა, ამბობენ, რომ მისი მართვა დაბალი სიჩქარის დროსაც კი წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ F1 მსოფლიოში ყველაზე სწრაფი წარმოების მანქანის ტიტულის მფლობელი აღარ არის, ის კვლავ ყველაზე სწრაფ, ე.წ „naturally aspirated“ მანქანად რჩება, მისი მაქსიმალური სიჩქარე 387 კმ/სთ-ს უტოლდება.

ის ერთ-ერთი ძვირადღირებული ბრიტანული კლასიკაა.

Jaguar XKSS ($2 მილიონი)

კლასიკური ბრიტანული მანქანები
მისი ორიგინალი ვერსია კლასიკური მანქანების ყველა კოლექციონერისთვის სასურველი და საინტერესო კლასიკაა.

დაბალი მოცულობის სარბოლო მანქანა გზისთვის. იაგუარმა 1957 წელს XKSS-ის მხოლოდ 16 ერთეული შექმნა.

რბოლაში გამარჯვებული Jaguar-ის 3.4-ლიტრიანი XK6 ძრავი 250 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

XKSS-ის ისტორიაზე დაყრდნობით, 2016 წელს, Jaguar-მა კიდევ 9 ერთეული შექმნა, ამ ფაქტმა მისი წარმოება 25 ერთეულამდე აიყვანა.

მისი ორიგინალი ვერსია კლასიკური მანქანების ყველა კოლექციონერისთვის სასურველი და საინტერესო “ექსპონატია”.

Lister Jaguar Knobbly ($2 მილიონი)

კლასიკური ბრიტანული მანქანები
Lister Knobbly-ს 1958-59 წლებში აქარმოებდნენ

Lister Knobbly 1958-59 წლებში იწარმოებოდა. ის რბოლისთვის იყო შექმნილი.

ავტომობილს იაგუარის 3.8-ლიტრიანი XK6 ძრავი ჰქონდა, რომელიც 330 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. Lister-ი Ferrari-ის კონკურენტი იყო.

Lotus Elite ($250 000)

კლასიკური ბრიტანული მანქანები
მისი მაქსიმალური სიჩქარე 178 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

ლოტუსის Elite საკმაოდ მსუბუქი, მინაბოჭკოვანი მონოკოკური შასის მქონე, მინიმალისტური მანქანა იყო.

ავტომობილს 1.2-ლიტრიანი ძრავი ჰქონდა, ის 75 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

მისი მაქსიმალური სიჩქარე 178 კმ/სთ-ს უტოლდებოდა.

Rolls-Royce Silver Cloud ($1 მილიონი)

კლასიკური ბრიტანული მანქანები
ცნობილია, რომ ამ მოდელის 2000 ეგზემპლარი გამოვიდა.

Silver Cloud-ი კლასიკური ბრიტანული სტილის ნათელი გამოსახულებაა. მისი კიდევ უფრო დახვეწა კაბრიოლეტად გადაქცევამ განაპირობა.

ცნობილია, რომ ამ მოდელის 2000 ეგზემპლარი გამოვიდა.

საოცარი კაბრიოლეტის კაპოტის ქვეშ მოთავსებული 6.2 ლიტრიანი ძრავი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 10 წამში უზრუნველყოფს. ეს სახელგანთქმული კლასიკა, მინიმუმ,  მილიონ დოლარადაა შეფასებული.

Healey Silverstone ($160 000)

კლასიკური ბრიტანული მანქანები
ამ ავტომობილის 105 ეგზემპლარი დამზადდა.

ალბათ ცოტას ეცოდინება ადრეული, ორადგილიანი მსუბუქი სპორტული ავტომობილი Healey Silverstone-ი.

მისი 2.4-ლიტრიანი ძრავი მოკრძალებულ, 90 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. საბოლოოდ ამ ავტომობილის 105 ეგზემპლარი დამზადდა.

Jaguar XK120 ($100 00­)

კლასიკური ბრიტანული მანქანები
ეს არ იყო კონცეფცია, არც ულტრა ექსკლუზიური „სათამაშო“ მდიდრებისთვის, ეს იყო სტანდარტული წარმოების მოდელი, რომელიც მისი ხარისხის და შესრულების მიუხედავად, საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო.

მოდი, განვიხილოთ, როგორც მანქანა, ასევე კონტექსტიც, რომელიც, ამ კონკრეტული მანქანის გარჩევისას, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.

1948 წელია, ქვეყანა დანგრეულია, ხალხი ომის შემდგომ დეპრესიაშია ჩაძირული და სწორედ ამ დროს, ჰორიზონტზე, ჩნდება ახალი მანქანა, ახალი სახელით და ის ყველაზე ლამაზი ქმნილებაა, რაც იმ პერიოდამდე შექმნილა და ბორბლებზე შემდგარა.

სრულიად ახალი სისტემის და ძრავის წყალობით ეს დახვეწილი ქმნილება 193 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდება და ეს ხდება იმ პერიოდში, როდესაც გზებზე მანქანების უმეტესობა ამ სიჩქარის ნახევრის განვითარებასაც კი ვერ ახერხებს.

ეს არ იყო კონცეფცია, არც ულტრა ექსკლუზიური „სათამაშო“ მდიდრებისთვის, ეს იყო სტანდარტული წარმოების მოდელი, რომელიც მისი ხარისხის და შესრულების მიუხედავად, საკმაოდ ხელმისაწვდომი იყო.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

კლასიკური ბრიტანული მანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]