Ferrari, Lamborghini, Pagani მდიდრული ავტომობილები ბევრი ფეხბურთელისთვის არის სუსტი წერტილი, შესაბამისად მათ საყიდლად არც მილიონებს იშურებენ.
გთავაზობთ ტოპ-10 ფეხბურთელს ყველაზე ძვირადღირებული მანქანით.
ლიონელ მესის Ferrari 335 S Spider Scaglietti — 30 მილიონი დოლარი

ფეხბურთელებს შორის ეს ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილია. არგენტინელმა ფეხბურთელმა ის 30 მილიონ დოლარად აუქციონზე შეიძინა.
კრიშტიანუ რონალდუს Bugatti La Voiture Noire — 18,60 მილიონი დოლარი.

კრიშტიანუს რომ Bugatti-სადმი სიმპათიები გააჩნია ახალი ამბავი არაა, 2019 წელს მან Bugatti Chiron-იც შეიძინა, რომელიც იმ დროისთვის ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი იყო.
ნეიმარის Lykan Hyper Sport — 3,5 მილიონი დოლარი

ნეიმარმა ეს ავტომობილი 2017 წელს, ბარსელონადან პარიზში გადასვლის შემდეგ იყიდა. ავტომობილი აღჭურვილია 770 ცხენის ძალის მქონე ძრავით. 100 კმ/სთ სიჩქარის განვითარებისთვის მას მხოლოდ 2,8 წამი სჭირდება.
სონის Ferrari LaFerrari – 3 მილიონი დოლარი

ტოტენჰემის კორეელი ვარსკვლავი თანამედროვე ლამაზმანს Ferrari LaFerrari-ის მართავს, რომელიც მას სულ რაღაც 3 მილიონი დოლარი დაუჯდა.
ჯონ ტერის Ferrari 275 GTB — 2,20 მილიონი დოლარი

ჩელსის ყოფილ კაპიტანს 1960 წლის გამოშვება Ferrari 275 GTB ჰყავს. წლების განმავლობაში ავტომობილის ფასი გაიზარდა და დღეისათვის 2,2 მილიონ დოლარად არის შეფასებული.
რონალდუს Bugatti Veyron Grand Sport — 2 მილიონი დოლარი.

2016 წლის ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ რონალდუმ Bugatti Veyron Grand Sport იყიდა, სუპერქარი მას 2 დაუჯდა.
ასევე ნახეთ: საფეხბურთო მოედნიდან – საავტომობილო მოედნამდე-ანუ რონალდოს და მესის ავტოკოლექციები
ქარიმ ბენზემას Bugatti Veyron Pur Sang — 1,90 მილიონი დოლარი.

ფრანგი ფორვარდის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული შენაძენი Bugatti Veyron Pur Sang-ია, რომელშიც მან 1,9 მილიონი დოლარი გადაიხადა. სუპერქარს 400 კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეუძლია.
სამუელ ეტოს Aston Martin One-77 — 1,80 მილიონი დოლარი

კამერულ ლეგენდას Aston Martin One-77 ჰყავს, რომელიც სულ 77 ცალია გამოშვებული, ხოლო მისი ღირებულება 1,8 მილიონი დოლარია. ცნობისათვის 77-დან ერთ-ერთი ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერის რამზან კადიროვის საკუთრებაშია.
ზლატან იბრაჰიმოვიჩის Ferrari Monza SP2 – 1,70 მილიონი დოლარი

ზლატანმა Ferrari Monza SP2 თავის თავს 34-ე დაბადების დღეზე აჩუქა. ის მას 1,70 მილიონი დაუჯდა. ეს ავტომობილი სულ 499 ეგზემპლარია წარმოებული, რომელიც ფერარიმ თავის ლოიალურ კლიენტებზე გაყიდა.
მესის Pagani Zonda Tricolore — 1,70 მილიონი დოლარი

ლიონელ მესის ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ქონება Pagani Zonda Tricolore-ია, რომლის ღირებულებაც 1,7 მილიონი დოლარია. ამ სუპერმანქანას ფასს ისაც უმატებს, რომ სულ სამი ცალია გამოშვებული.