ამ „სელებრითებს“ კლასიკური მანქანებისადმი სიყვარული აერთიანებთ, მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები საავტომობილო ინდუსტრიის ექსპონატებია

1965 Chevy Corvette – Robert Downey Jr.

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
აღსანიშნავია, რომ რობერტ დაუნ უმცროსს და მის გასაოცარ შევროლეტს ერთად ხშირად აფიქსირებენ.

გარდა მისი უზარმაზარი ქონებისა და მარველის კინემატოგრაფიული სამყაროს შთამბეჭდავი სუპერგმირობისა, რკინის კაცი  „რკინის“ მანქანებისადმი სიყვარულითაც გამოირჩევა.

მისი კოლექცია განსაცვიფრებელი ავტომობილებისგანაა დაკომპლექტებული. კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული კლასიკური ავტომობილი- „65 Chevy Corvette Stingray“-ია.

აღსანიშნავია, რომ რობერტ დაუნ უმცროსს და მის გასაოცარ შევროლეტს ერთად ხშირად აფიქსირებენ.

გლუვი ფორმების კორვეტს ქარხნული V8 ძრავი მოჰყვა, მისი მაქსიმალური სიჩქარე 186 კმ/სთ-ია. რობერტის ანტიკვარული როდსტერისადმი სიყვარული გასაკვირი ნამდვილად არ არის.

1950 Jaguar XK120 Roadster – Ralph Lauren

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
ლორენის კოლექციის კიდევ ერთი უიშვიათესი მანქანა 1950 წლის Jaguar XK120 Alloy Roadster-ია. ის ალუმინისგან იყო დამზადებული.

რალფ ლორენს, ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ მოდის დიზაინერს შთამბეჭდავი მანქანების კოლექცია აქვს.

დიზაინერი მსოფლიოში უიშვიათეს მანქანებს ფლობს- დაწყებული 1962 წლის Ferrari 250 GTO-დან, დამთავრებული 1957 წლის Jaguar XKSS-მდე.

მის საკუთრებაში ძალიან იშვიათი და უნიკალური, 40 მილიონი დოლარის ღირებულების 1938 წლის Bugatti Type 57SC Atlantic-ია.

ლორენის კოლექციის კიდევ ერთი უიშვიათესი მანქანა 1950 წლის Jaguar XK120 Alloy Roadster-ია. ის ალუმინისგან იყო დამზადებული.

1959 Rolls-Royce Silver Cloud II – Beyoncé

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
ეს უიშვიათესი და ულტრა ძვირადღირებული მანქანა მან 25 წლის იუბილეზე, ჯეი-ზისგან მიიღო საჩუქრად.

ბიონსე არა მხოლოდ ამ გამორჩეული ბრენდის ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელია ის ავტომწარმოებლის უიშვიათეს კლასიკას 1959 წლის Convertible Silver Cloud-ს ფლობს.

ცნობილია, რომ ამ მოდელის 2000 ეგზემპლარი გამოვიდა. ეს უიშვიათესი და ულტრა ძვირადღირებული მანქანა მან 25 წლის იუბილეზე, ჯეი-ზისგან მიიღო საჩუქრად.

ამ საოცარი კაბრიოლეტის კაპოტის ქვეშ მოთავსებული 6.2 ლიტრიანი ძრავი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 10 წამში უზრუნველყოფს. ეს სახელგანთქმული კლასიკა, მინიმუმ,  მილიონ დოლარადაა შეფასებული.

1965 Shelby Cobra – Aaron Paul

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
ავტომობილი შესანიშნავი 7.0-ლიტრიანი V8 FE ძრავითაა აღჭურვილი. ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,5 წამში ახერხებს.

აარონ პოლს საზოგადოება, ძირითადად, Breaking Bad-ის ჯესი პინკმენის როლით იცნობს. აარონის მანქანების მიმართ სიყვარული, მისი მრავალფეროვანი კოლექციით გამოიხატება.

ემის ჯილდოს მფლობელი მსახიობი 1965 წლის იშვიათ კლასიკურ Shelby Cobra-ს ფლობს.

ავტომობილი შესანიშნავი 7.0-ლიტრიანი V8 FE ძრავითაა აღჭურვილი. ის 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4,5 წამში ახერხებს.

მანქანა ავტომოყვარულებსა და მანქანების კოლექციონერებში დიდი მოწონებით სარგებლობს. ღია სახურავიანი, ლურჯი ფერის, თეთრზოლიანი ავტომობილი საზოგადოების ყურადღებას ყოველთვის იქცევს.

1955 Buick Roadmaster – Jay Leno

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
ჯეი ლენო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომოყვარულია, ის საზოგადოებას თავისი მანქანების უზარმაზარ კოლექციას YouTube არხის მეშვეობით უზიარებს.

ჯეი ლენო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომოყვარულია, ის საზოგადოებას თავისი მანქანების უზარმაზარ კოლექციას YouTube არხის მეშვეობით უზიარებს.

ლენოს კოლექციაში უამრავ მანქანას იხილავთ, მაგრამ ერთ-ერთი გამორჩეული 1955 წლის მშვენიერი Buick Roadmaster-ი, მისი პირველი ავტომობილია. Leno-მ ის 1972 წელს შეიძინა და მომდევნო წელს აღადგინა. ახლა ავტომობილის V8 620 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

1971 Lamborghini Miura SVJ – Nicolas Cage

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
მსახიობმა მანქანა 1997 წელს ირანის შაჰისგან შეიძინა, თუმცა ის მალევე, 2002 წელს გაყიდა.

ცნობილ მსახიობ ნიკოლას ქეიჯს მრავალფეროვანი ინტერესები აქვს. მათ შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტიპის ქონების ფლობაა.

ერთ-ერთი დიდი ფინანსური ინვესტიცია, რომელიც მან გააკეთა 1971 წლის Lamborghini Miura SVJ-ს შეძენაა.

მსახიობმა მანქანა 1997 წელს ირანის შაჰისგან შეიძინა, თუმცა ის მალევე, 2002 წელს გაყიდა.

1963 Porsche 356 – Patrick Dempsey

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
რაც ბევრმა არ მის შესახებ, არის ის, რომ მსახიობი მანქანების მოყვარული კოლექციონერია, პატრიკს ავტორბოლა აინტერესებს.

პატრიკ დემპსი საყოველთაოდ ცნობილი სამედიცინო სერიალ- გრეის ანატომიიდან გახდა. რაც ბევრმა არ მის შესახებ, არის ის, რომ მსახიობი მანქანების მოყვარული კოლექციონერია, პატრიკს ავტორბოლა აინტერესებს.

მსახიობს საკუთარი სარბოლო გუნდი ჰყავს და სხვადასხვა სარბოლო ჩემპიონატებზე თავადაც ასპარეზობს.

მისი კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი 1963 წლის Porsche 356-ია, ის პატრიკის პირველი მანქანა იყო.

1958 Chevrolet Corvette V8 C1 Convertible-George Clooney

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
ჰოლივუდის მაღალი დონის ვარსკვლავების უმეტესობას კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ჯორჯ კლუნი მაინც სხვა საფეხურზეა.

ჰოლივუდის მაღალი დონის ვარსკვლავების უმეტესობას კარგი გემოვნება აქვს, მაგრამ ჯორჯ კლუნი მაინც სხვა საფეხურზეა.

ის ავტომობილების ფანატიკოსია, მისი საყვარელი მანქანა ალუბლისფერი წითელი 1958 წლის Chevrolet Corvette V8 C1 კაბრიოლეტია.

როდესაც ჯორჯი პატარა იყო ეს მანქანა მამამისმა ნიკ კლუნიმ შეიძინა. ნიკის ძვირფასი ქონება მის შვილს მემკვიდრეობით გადაეცა, ჯორჯი კი ამ ეგზოტიკურ ძვირფას „ექსპონატს“ საგულდაგულოდ უფრთხილდება.

1958 წლის Corvette შეიქმნა იმისთვის, რომ მძღოლებისთვის როდსტერის მართვის სიამოვნება მიენიჭებინა. დღევანდელი სტანდარტებით, Corvette შესანიშნავ შესრულებას უზრუნველყოფს. ამ შთამბეჭდავი ავტომობილის ბაზარზე „შოვნა“ ძალიან ძნელია.

Elvis Presley’s 1955 Cadillac DeVille – Lady Gaga

ცნობილი ადამიანები და მათი უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები
მომღერალი ავტომობილების მოყვარულია და ის უამრავ კლასიკურ ამერიკულ მანქანას ფლობს.

ლედი გაგა მუსიკალურ ინდუსტრიაში თავისი სტილისა და ზოგჯერ საკამათო გემოვნების წყალობით ერთ-ერთი ყველაზე დიდი სახელია.

მომღერალი ავტომობილების მოყვარულია და ის უამრავ კლასიკურ ამერიკულ მანქანას ფლობს.

მისი კოლექციის ერთ-ერთი გამორჩეული წევრი 1955 წლის Cadillac DeVille-ია, ეს ავტომობილი ერთ დროს ელვის პრესლის ეკუთვნოდა.

ლედი გაგამ მოგვიანებით ავტომობილი მუზეუმს მიჰყიდა.

უიშვიათესი ვინტაჟური მანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაჰიპერქარები, რომლებსაც ყველა უნდა იცნობდეს
შემდეგი სტატიაყველაზე საიმედო და არასაიმედო მეორადი ავტომობილები (TUV Report 2022)