Bugatti Veyron-დან Pagani Utopia-მდე ახალი ათწლეულის საუკეთესო სუპერმანქანები- ანუ 21-ე საუკუნე ავტოინდუსტრიაში

საავტომობილი ინდუსტრიის ლანდშაფტი სეისმურად იცვლება. ავტონომიურ მართვაში მიღწეული წინსვლა, ყველგანმავალი პლატფორმების დახვეწა, ახალი აპლიკაციები და ტექნოლოგიები! 21-ე საუკუნე სავსეა ინოვაციებით.

გაგაცნობთ მიმდინარე ათწლეულის დიდებულ სუპერმანქანებს, მანქანებს, რომლებიც მომავლის კლასიკად მოგვევლინებიან:

McLaren F1

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

დიახ, ის ტექნიკურად გასული საუკუნის მოდელია 1990-იანი წლებიდან, მაგრამ ის დღეს ამ სიას საბაზისო და საორიენტაციო შაბლონად გაჰყვება.

ეს იყო ავტომობილი ნახშირბადბოჭკოვანი სტრუქტურით და პანელებით, მასში დამონტაჟებული იყო 627 ცხენის ძალის მქონე V12 ძრავი.

შედეგი გასაოცარი იყო 386 კმ/სთ. თუმცა, ამბობენ, რომ მისი მართვა დაბალი სიჩქარის დროსაც კი წარმოუდგენლად ამაღელვებელი იყო.

დაახლოებით, 727 624 აშშ დოლარის ღირებულების F1 სრულიად უკომპრომისო ავტომობილი იყო.

მისი მხოლოდ 106 ერთეული შეიქმნა, მათგან გზებისთვის ლეგალური მხოლოდ 71 ეგზემპლარი იყო, დანარჩენს კი მბრბოლელები იყენებდნენ.

Bugatti Veyron Super Sport

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

Bugatti თანამედროვე ეპოქაში საავტომობილო ინდუსტრიის ფურცლებს 2005 წელს Veyron-ით დაუბრუნდა.

Veyron-ის Super Sport ვერსიამ თავისი Quad-turbo Twin-V8-ის და 1200 ცხენის ძალის წყალობით 2010 წელს გინესის რეკორდების ტიტული მოიპოვა. ის დასახელდა, როგორც მსოფლიოში ყველაზე სწრაფი წარმოების ავტომობილი 418 კმ/სთ სიჩქარით.

Veyron Super Sport-ი თავისი 1500 ცხენის ძალით Bugatti Chiron Super Sport-მა დაჩრდილა. 2019 წელს ტესტირებისას ენდი უოლესმა 489 კმ/სთ დააფიქსირა.

Ferrari LaFerrari

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

2013 წელი სუპერმანქანებისთვის წარმატებული იყო. წლის მთავარი მოვლენა სამი უდიდესი ბრენდის მაკლარენის, პორშეს და ფერარის დებიუტებს უკავშირდება. ამ ტრიოს ავტოინდუსტრიაში „წმინდა სამება“ უწოდეს.

LaFerrari-ს წარმოუდგენელი, 950 ცხენის ძალა ჰქონდა. მისი 6.3-ლიტრიანი V12 ძრავი ცალკეულად 789 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა, 161 ცხენის ძალის მქონე ელექტროძრავთან კომბინაცია კი, როგორც უკვე აღვნიშნე 950 ცხენის ძალას ქმნიდა.

მანქანა 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2.4 წამს ანდომებს. და მაინც, მიუხედავად მისი არანორმალური მუშაობისა და გასაოცარი მექანიკური სირთულეებისა LaFerrari მართვისას, საკმაოდ დამყოლია,

ფერარიმ  LaFerrari, ჯამში, 500 ეგზემპლარად გამოუშვა.

McLaren P1

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

McLaren Automotive– ის მორიგი ჰიპერ მანქანა ფირმის ლეგენდარულ და სახელგანთქმულ F1-ის კვალს უნდა გაჰყოლოდა. (როგორც უკვე აღვნიშნე F1-ის შექმნით კომპანიამ მსოფლიო პრეცედენტი შექმნა.)

კომპანიის დღევანდელი რეპუტაციის ჩამოყალიბება, სწორედ F1-ს უკავშირდება.

მაკლარენმა P1-ის F1-ის ზუსტ ასლად, ფაქსიმილიად ქცევის ცდუნებას გაუძლო. ავტომწარმოებელმა 903-ცხენისძალის მქონე ჰიბრიდულ-ელექტრული ძრავი, ორ ადგილიანი ინტერიერი, თანამედროვე ჩაშენების ტექნოლოგია, მსუბუქი კონსტრუქცია და კონკურენტუნარიანი აეროდინამიკა შექმნა.

კომპანიამ ყველაზე სწრაფი, ყველაზე კომფორტული და ყველაზე საინტერესო დიზაინის მანქანა წარადგინა.

განსაკუთრებით ამაღელვებელია P1-ის ჯადოქრობები- მას მიზანმიმართულად და წარმოუდგენლად სწრაფ  ტემპში შეუძლია თავისი “მესაჭე”, იმ შეგრძნებებით დააჯილდოვოს, რომლებსაც, ჩვეულებრივ, მხოლოდ, რბოლის მძღოლები განიცდიან ხოლმე.

ტექნოლოგიურად ასე გამართულ, წარმოუდგენლად ეფექტურ, დახვეწილ და ამავე დროს, ასეთ მორჩილ მანქანას, ვერსად ნახავთ.

Porsche 918 Spyder

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

4.6-ლიტრიანი V-8 ძრავის და დამატებით 2 ელექტროძრავის კომბინაციით სპაიდერი 877 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Porsche-ს მთავარი დიზაინერის, მაიკლ მაუერის მიერ შექმნილი მოდელი პირველად 2010 წელს, ჟენევის ავტოშოუზე წარადგინეს.

ავტომობილი 1000-ზე ნაკლებ ეგზემპლარად შექიმნა და ის კოლექციონერებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მოდელად ითვლება.

McLaren Senna

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

როდესაც მაკლარენმა თავისი ყველაზე გამორჩეული და ტრაგიკულად გარდაცვლილი, F1-ის ბრაზილიელი მრბოლელის აირტონ სენას სახელი, თავის ბოლო სერიის ჰიპერქარს დაარქვა სრულიად ავტოსპორტის სამყაროს სუნთქვა შეეკრა!

აზრი ორად გაიყო, ზოგი ფიქრობდა, რომ მაკლარენმა ასეთი ლეგენდარული და ყველასგან გამორჩეული ავტომრბოლელის სახელი, მარკეტინგული მიზნით გამოიყენა.

ზოგი კი ამ ქმედებას, სენას სახელის უკვდავყოფას უკავშირებდა.

McLaren Senna საავტომობილო სივრცეში,  ერთ-ერთ საუკეთესო, გამორჩეულ, სწრაფ და საინტერესო მანქანად ითვლება.

მიუხედავად იმისა, რომ სენა ყველაზე მძლავრი მანქანა არ არის, მას მაინც ფენომენალური შესაძლებლობები აქვს, ის ისეთ სიჩქარეს ავითარებს, როგორსაც, ჩვეულებრივ, სარბოლო მანქანები ავითარებენ.

ამბობენ, რომ სენას მართვა ნამდვილი ფსიქოთერაპიაა.

Bugatti Chiron Super Sport 300+

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

2019 წლის 2 აგვისტოს, ბუგატის Chiron Super Sport-ი პირველი სერიული ავტომობილი გახდა, რომელმაც  სატესტო ტრასაზე სიჩქარის 490 კმ/სთ-იანი ბარიერი გაარღვია.

ჩვეულებრივი Chiron-ისგან განსხვავებით სუპერ სპორტს სპეციალური, გადამუშავებული კორპუსი აქვს, რომელიც მაღალი სიჩქარის დროს ჰაერის ბარიერს კიდევ უფრო ამცირებს.

მისი ოთხმაგი ტურბო 8.0-ლიტრიანი ძრავი 1577 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 1600 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

შირონ სუპერ სპორტი სტანდარტულ შირონზე 7%-ით უფრო სწრაფია. მას 0-დან 200 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად 5,8 წამი სჭირდება. 300 კმ/სთ სიჩქარეს კი 12,1 წამში აღწევს.

ახლა კი ყველაზე მნიშვნელოვანი- გაინტერესებთ რა ღირს ბუგატი Chiron Super Sport-ი?

ზემოაღნიშნული მაგალითის ჩათვლით, ახალი სუპერ სპორტის ფასი 3,5 მილიონი დოლარია.

Aston Martin Valkyrie

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

Aston Martin-მა და Red Bull Racing-მა 5 წლის წინ, ფორმულა 1-ით ინსპირირებული ავტომობილის შექმნა დააანონსეს. თავდაპირველად მანქანას AM-RB 001 უწოდეს, 2017 წელს სახელი შეუცვალს და Valkyrie დაარქვეს.

ასტონს Cosworth-ის 6.5-ლიტრიანი V12 ძრავი აქვს, რომელიც Rimac KERS ჰიბრიდულ სისტემას ერწყმის, ორივე ერთად კი წარმოუდგენელ, 1140 ცხენის ძალას წარმოქმნის.

Aston-ი Valkyrie-ს მხოლოდ 150 ეგზემპლარს შექმნის. პროექტი უამრავ დროს და უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე პერსონალს მოითხოვს, გუნდს, რომელიც ამ გასაოცარ ავტომობილს ხელით შექმნის.

Valkyrie Spider-ი საზოგადოების წინაშე 2021 წლის Monterey Car Week-ზე წარდგა. ავტომობილის სავარაუდო ღირებულება 3.8 მილიონი დოლარი იქნება.

ეს რიცხვი კი მას საავტომობილო ბაზარზე, ერთ-ერთ ძვირადღირებულ ავტომობილად აქცევს.

Rimac Nevera

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

ჰიპერმანქანების სეგმენტში აჩქარების გიჟური და წარმოუდგენელი ციფრები არ გვიკვირს… ბაზარზე არსებული რამდენიმე ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებს ანდომებს და დიახ, საუბარი მაქვს წარმოების მოდელებზე.

შეგახსენებთ, რომ Rimac-ი ხორვატიული ავტომწარმოებელი კომპანიაა, მისი დამფუძნებელი მათე რიმაკია.

კომპანიის უახლეს და უნიკალურ პროდუქტს Nevera-ს 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარება 1,85 წამში შეუძლია.

Nevera საზოგადოებას 4 წლის წინ Rimac C-Two Concept-ის სახელით წარუდგინეს. ის დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილია.

ის მხოლოდ 150 ეგზემპლარადაა წარმოდგენილი და ჰიპერმანქანის ღირებულება 2 მილიონ ევროს უტოლდება.

Nevera ოთხი ელექტროძრავით იკვებება, ძრავების კომბინაცია კი 1,914 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes-AMG One

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Mercedes-AMG-იმ ფრანკფურტის მოტორ შოუზე კონცეფცია, სახელად-Project One წარადგინა.

ყველაზე სწრაფმა საგზაო მანქანამ, რომელიც სამქიმიან ემბლემას ატარებს განვითარების შეფერხების გამო „დააგვიანა“.

One-ის ტურბო V6 566 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რაც შეეხება ელექტროძრავების კვარტეტს- წინა ბორბლებზე მიმართული თითო ძრავი ჰიპერქარს კომბინირებულ 322 ცხ.ძ.-ს აძლევს, მესამე ელექტროძრავი წვის ძრავის გვერდითაა მოთავსებული და 161 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მეოთხე ტურბოკომპრესორთანაა დამაგრებული და 121 ცხ.ძ.-ს იძლევა.

8.4 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ბატარეის ნაკრები 18 კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

ჰიპერქარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,9 წამს ანდომებს. ეს არც ისე შთამბეჭდავია, არა?

მაგრამ AMG One-ი 200 კმ/სთ-მდე აჩქარებას გამაოგნებლად მოკლე დროში, 7 წამში ახერხებს. ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 352 კმ/სთ-ს მიაღწევს.

Pininfarina Battista

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

Battista-ს 4 ელექტროძრავი 1,900 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 2,300 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

მანქანას Rimac-ის 120 კილოვატ-საათიანი ბატარეა აქვს. ავტომობილი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2 წამზე ნაკლებს ანდომებს.

Battista-ს შექმნის პროცესი საკმაოდ შრომატევადია. წარმოება Automobili Pininfarina-ს ქარხანაში კამბიანოში, იტალიაში მიმდინარეობს.

Automobili Pininfarina Battista-ს მხოლოდ 150 ერთეულს აწარმოებს. ავტომწარმოებელმა ბატისტა საზოგადოებას 2018 წელს Monterey Car Week-ზე წარუდგინა, მაშინ კონცეფციას PF0 ერქვა.

Lotus Evija

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

დახვეწილი ვიზუალის და თითქმის  2000 ცხენის ძალის მქონე Evija-ს 70კვტ/სთ-იანი ბატარეა და 4 ელექტრო ძრავი აქვს, ის, დაახლოებით, 1700 კგ-ს იწონის.

ჰიპერ მანქანის ფასი 2 000 000 დოლარს აღემატება.

სუპერ მანქანა Pirelli P-Zero Trofeo R საბურავებზე მოძრაობს და მას 0-დან 300კმ/სთ-მდე აჩქარება სულ რაღაც 9 წამში შეუძლია.

Pagani Utopia

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

Pagani Utopia C10 კოდური სახელის მქონე კონცეფციის საწარმოო ვერსიაა. მას 6.0-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V12 აქვს. ძრავი 852 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1100 კმ/სთ-ს უტოლდება.

მყიდველებს შვიდ სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის ან შვიდ სიჩქარიანი მექანიკის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.

Huayra-სა და Zonda-სთან შედარებით, Utopia-ს მინიმალისტური დიზაინის ესთეტიკა აქვს. კომპანია ტრადიციულად აქტიურ აეროდინამიკურ ელემენტებს ინარჩუნებს.

Pagani თავდაპირველად Utopia-ს მხოლოდ 99 ერთეულს შექმნის. ავტომწარმოებელი ფასს და მიწოდების დაწყების თარიღს ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს.

Ferrari Daytona SP3

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

Daytona-ს დებიუტი Mugello Circuit-ზე 2021 წლის Ferrari Finali Mondiali-ს ფარგლებში შედგა. ბრენდი წარსულის ფესვებთან ბრუნდება და ინსპირაციას 330 P3/4, 350 Can-Am, 512 S და ფერარის სხვა სარბოლო ავტომობილებიდან იღებს. ის Icona-ს ხაზის 2 ლეგენდას- Monza SP1-ს და SP2-ს უერთდება.

Daytona თავისი უნიკალური დიზაინით და აეროდინამიკის თვალსაზრისით ფერარის ყველაზე ეფექტური მოდელია.

აეროდინამიკა და გაგრილება მანქანის დიზაინის სასიცოცხლო მნიშვნელობის კომპონენტებია. პეპლისებრი კარიც კი დიდი ზომის საჰაერო ყუთითაა აღჭურვილი, მისი მეშვეობით ჰაერი გვერდითა რადიატორებს გადაეცემათ.

Daytona-ს ენერგიის წყარო 812 Competizione-დან ნასესხები, განახლებული 6.5-ლიტრიანი V12 ძრავია. Ferrari-მ ძრავის წონისა და ინერციის შემცირებაზე იმუშავა. (გამოიყენა ტიტანი და ნაქშირბადი).

ძრავი F140HC ახლა 828 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 697 ნიუტონ/მეტრია, ის 7-სიჩქარიან გადაცემათა კოლოფთან წყვილდება. ავტომობილი 0-დან 100-კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,86 წამში ახერხებს. 200 კმ/სთ სიჩქარის მისაღწევად კი მხოლოდ 7,4 წამი სჭირდება.

Hennessey Venom

21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები

ათწლეულების განმავლობაში, Hennessey Performance-ი საუკეთესო მანქანებს ქმნიდა. სხვა კომპანიების მანქანებზე წლების განმავლობაში მუშაობის შემდეგ ჰენესიმ საკუთარი მაღალი ხარისხის სუპერმანქანების აშენება სცადა-შედეგი იყო უნიკალური Venom F5.

ჰენესის მიზანი ევროპული სუპერმანქანების კონკურენცია იყო. და როდესაც შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა ის ნებისმიერი ბრენდის საუკეთესო ავტომობილის კონკურენტი თავისუფლად გახდება.

Venom F5 შთამბეჭდავ დიზაინთან ერთად წარმოუდგენლად ძლიერიცაა, ის 6.6-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V8-ს წყალობით 1817 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1617 ნიუტონ მეტრია.

სუპერმანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაRam 1500 Revolution-ის დებიუტამდელი თიზერი გამოქვეყნდა
შემდეგი სტატიაშუმახერის “ფერარი” რეკორდულ ფასად გაიყიდა [$14,8 მილიონი]