2025 წლისთვის, სუპერ მანქანების ავტოინდუსტრიაში, გარდამტეხ სიახლეებს უნდა ველოდოთ

ინოვაციები, გარემოს დაცვა და ტექნოლოგიების დახვეწა- ეს იმ პრიორიტეტების მცირე ჩამონათვალია, რომლებსაც „მომავლის მანქანების“ მწარმოებლები წინ წამოწევენ.

ტრადიციული ავტომწარმოებლების მიერ ელექტრული ავტომობილების მიმართ პოზიციის შემსუბუქებით, ელექტრო სუპერ მანქანებს მომავლის გზა გაეხსნათ.

საავტომობილო „ლანდშაფტი“, უკვე დიდი ხანია, ტექნოლოგიური მიღწევებისა და ინოვაციების გავლენის ქვეშაა მოქცეული.

ეს ძალები, მომხმარებელთა დინამიკურ მოთხოვნილებებთან ერთად, საავტომობილო ინდუსტრიას, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქმნიდნენ  და მომავალშიც ასე გააგრძელებენ.

აწმყოში მიმდინარე მოვლენების „თვალყურისდევნება“ საკმაოდ ამაღელვებელია, ჩვენდაუნებურად ამ დიდი ინდუსტრიული ინოვაციების ნაწილი ვხდებით!

სუპერ ავტომობილების მომავლის ფორმირების ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფაქტორი ელექტრიფიკაციისკენ სწრაფვაა.

ავტომწარმოებლები, რომლებიც  მხარს უჭერდნენ ტრადიციულ  შიდა წვის ძრავებს, ახლა ამსუბუქებენ თავიანთ პოზიციას და ქმნიან ელექტრო ან ჰიბრიდული ძრავის მქონე ავტომობილებს.

ეს ყველაფერი მართლაც საინტერესო მიქსს ქმნის. ავტო მიმომხილველი ინტერნეტ გვერდი hotcars-ი გვთავაზობს სიას საუკეთესო სუპერ მანქანებისას, რომლებსაც, დიდი ალბათობით, 2025 წლამდე ვიხილავთ.

10. 2024 Aston Martin Vanquish (ასტონ მარტინ ვენქვიში)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

მეორე თაობის Vanquish პენსიაზე  2018 წელს გავიდა, მაგრამ აშკარაა, რომ ავტომწარმოებელს ციკლი, ამ სახელწოდებით, ჯერ არ დაუსრულებია.

2020 წელს ასტონ მარტინმა მესამე თაობის Vanquish-ის წარმოება დააანონსა, სუპერ მანქანა, სავარაუდოდ, ბაზარზე, 2024 წელს გამოჩნდება.

ამჯერად, ავტომობილი სრულიად ახალ დიზაინს მიიღებს და „დღის სინათლეზე“ „ჰიპერქარის“ სახით გამოვა. ასტონ მარტინი ახალი ავტომობილის ძრავის შუალედურ მოდელზე გადადის და მისი ჰიბრიდული V6-ტიპის ძრავი, 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

სურათები აჩვენებს, რომ ახალი მოდელი, Valhalla და Valkyrie ჰიპერ მანქანების კონცეფციითაა შექმნილი.

9. Maserati MC20 EV (მასერატი MC20 EV)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

იტალიური ესთეტიკის ნათელი მაგალითია Maserati MC20- შიდა ორმაგი ტურბინა, 3.0-ლიტრიანი V6-ტიპის ძრავი გამოიმუშავებს 621 ცხენის ძალას (463 კილოვატს) და  (729 ნიუტონ მეტრს).

მას შეუძლია 100 კმ/სთ სიჩქარით „გაფრინდეს“ 2,9 წამში და მიაღწიოს მაქსიმალურ სიჩქარეს (323 კმ/სთ-ს).

Maserati სრულად ელექტრულ ვარიანტს გამოუშვებს, რომელსაც მსგავსი რაოდენობის ბრუნვის მომენტი, თითქმის, ნულოვანი ბრუნვიდან შეეძლება.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

Maserati-ს EV ვარიანტი ბაზარზე, 2022 ან 2023 წლის დასაწყისში გამოჩნდება.

8. Tesla Roadster (ტესლა როდსტერი)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

ის კვლავ იდუმალ მანქანად რჩება. მისი წარმოება, პირველად, 2017 წელს დაანონსდა, მაგრამ მას შემდეგ წარმოების ვადები, განუწყვეტლივ იცვლება. ახალ თარიღად გამოცხადებულია 2022 წელი.

თუკი ტესლა Roadsters „მზის სინათლეზე“ გამოიყვანს, ის 97კმ/სთ სიჩქარეს 1.9 წამში განავითარებს, 160-მდე კი- 4,2 წამში, მისი მაქსიმალური სიჩქარე 400 კმ/სთ-ია, ერთჯერადად დამუხტული ელემენტების გავლის მანძილი კი 1000 კმ-ია.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

მანქანის ღირებულება 200,000 აშშ დოლარია და მის ყიდვას, თავდაპირველად,  ცხადია ის კლიენტები შეძლებენ, რომლებმაც ანაბარი Roadster-ის პირველი დაანონსებისთანავე შეიტანეს.

7. Mercedes-AMG One (მერსედეს აემჯი ვან)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

გერმანული ავტომწარმოებლის ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ამოცანა, რა თქმა უნდა, ამ სუპერ მანქანის წარდგენაა. ქუჩის მანქანისთვის F1 ძრავის გადაკეთება არასოდეს ყოფილა ადვილი ამოცანა.

AMG One-ის წარმოება, რამდენჯერმე შეფერხდა, მაგრამ როგორც ჩანს, დაბრკოლებები უკვე აღმოიფხვრა, რადგან ახლახან ის ნურბურგრინგში დატესტეს.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

ჰიბრიდი გამოიმუშავებს 1000 ცხენის ძალას მაქსიმალური სიჩქარით 350 კმ/სთ. Mercedes-AMG Project ONE აერთიანებს სარბოლო ბილიკის განსაცვიფრებელ წარმოდგენას და პრაქტიკული  F1 ჰიბრიდულ ტექნოლოგიას სამაგალითო ეფექტურობით.

ამჯერად არსებობს რეალური იმედი, რომ იღბლიანი მომხმარებლები თავიანთ მანქანებს ადრე თუ გვიან მიიღებენ.

6. Lotus Emira (ლოტუს ემირა)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

2021 წლის იანვარში, Lotus-მა დაადასტურა ჭორები, რომ ის თავისი არსებული სპორტული ავტომობილების შემადგენლობის  ჩაენაცვლებას  EV- სრულად ელექტრო ავტომობილების ასორტიმენტით აპირებს.  

თუმცა, სანამ ის „ახალ ფაზაში“ გადავა ის წარადგენს ახალ ავტომობილს- ლოტუს ემირას სახით.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

თავდაპირველად,  ემირას ექნება ტურბო ძრავის 4 ცილინდრიანი 360 ცხენის ძალა, მაგრამ შემდეგ იქნება უფრო მძლავრი ვარიანტი 400 ცხენის ძალის მქონე V6 ძრავით.

5. Estrema Fulminea (ესტრემა ფულმინეა)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

Fulminea არის ახალი იტალიური კომპანიის პროდუქტი და ძალიან ცოტაა ცნობილი ამ მანქანის შესახებ, მაგრამ როგორც თავად ავტომწარმოებელი იუწყება ჰიპერქარი, quad -ელექტრო ძრავის წყალობით, 2000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს  – და მას 322 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობა 10 წამზე ნაკლებ დროში შეეძლება.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

Fulminea ნამდვილად საინტერესო კონცეპტია და თუ კომპანია თავის დანაპირებს შეასრულებს, სუპერ მანქანა, 2023 წელს გამოვა. ის ერთ-ერთი კონკურენტუნარიანი ავტომობილი იქნება  „ჰიპერ-ელექტრო“ ბაზარზე.

4. Gordon Murray Automotive T.50 (გორდონ მიურეი T.50)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

Gordon Murray-ის აღზევება!  McLaren F1- ის დიზაინის უკან მდგომმა „ტვინებმა“ ახალი სუპერ მანქანის წარმოებას ჩაუყარეს საფუძველი. ის შეძრავს საავტომობილო სამყაროს, ისე,  როგორც ლეგენდარულმა F1– მა 1992 წელს.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

T.50 იკვებება ხელნაკეთი, V12 ტიპის ძრავით, რომელიც 654 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. მისი ყველაზე გამორჩეული თვისება უნდა იყოს 400 მმ -იანი ვენტილატორი უკანა ნაწილში, რომელიც ტრიალებს 7000 rpm- ზე, რაც წარმოქმნის 33 ფუნტამდე ბიძგს.

3. Glickenhaus 007S (გლიკენჰაუს 007S )

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

წელს ამერიკელმა ავტომწარმოებელმა გლიკენჰაუსმა წარმოადგინა თავისი 007 Le Mans ჰიპერქარის მანქანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს პოპულარულ სარბოლო შეჯიბრში.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

გავრცელებული ინფორმაციით, ამ „ქუჩის ლეგიტიმურ“ ვერსიას, სახელად Glickenhaus 007S, ექნება 1400 ცხენის ძალა და აიწონის, დაახლოებით, 2,800 ფუნტს. ეს არის ექსტრემალური დიზაინი, რომელიც პირდაპირ შთაგონებულია რბოლის ავტომობილის ვარიანტით.

2. Lotus Evija (ლოტუს ევია)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

დახვეწილი ვიზუალის და, თითქმის  2000 ცხენის ძალის მქონე Evija-ს 70კვტ/სთ-იანი დენის ბატარეა და 4 ელექტრო ძრავი აქვს, ის, დაახლოებით, 1700 კგ-ს იწონის.

ჰიპერ მანქანის ფასი 2 000 000 დოლარს აღემატება.

სუპერ მანქანა მუშაობს Pirelli P-Zero Trofeo R საბურავებზე და ირწმუნება, რომ მას 0-186mph-ის განვითარება, სულ რაღაც 9 წამში შეუძლია.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

COVID-19 პანდემია, Evija-ზე მუშაობაზე, უარყოფითად აისახა. მაგრამ 2021 წლის აპრილში ავტომწარმოებელმა განაცხადა, რომ განვითარების სამუშაოებმა 80% -ს გადააჭარბა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ რომ ჰიპერ მანქანას 2022 წლისთვის ვიხილავთ.

1. Bugatti Bolide (ბუგატი ბოლაიდი)

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

And the Oscar goes to… გაიცანით ბოლაიდი- გიჟური მანქანა, რომელიც, სავარაუდოდ, ბუგატის ყველაზე შთამბეჭდავი ქმნილებაა.

ის პირველად 2020 წლის ოქტომბერში გამოჩნდა, როგორც ექსპერიმენტული ქმნილება, მაგრამ ახლა, ავტომწარმოებელმა დაადასტურა, რომ იგი ქმნის შეზღუდული რაოდენობის 40 მაგალითს საგულდაგულოდ შერჩეული მომხმარებლებისთვის, რომელთაგან თითოეული გადაიხდის, დაახლოებით, 5 მილიონ აშშ დოლარს.

10 სუპერ ელექტრომობილი მომავლიდან

მანქანის წარმოების ვერსია იწონის, დაახლოებით, 3,200 ფუნტს და გამოიმუშავებს, დაახლოებით 1,578 ცხენის ძალას 8.0-ლიტრიანი, W16 ძრავისგან.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

სუპერ მანქანები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]