თუ ლამბორგინის ახალმა შედევრმა, Countach-მა მოგხიბლა და თავი შეგაყვარა, მაშინ, მის მსგავსად განსაკუთრებული და შთამბეჭდავი, 10 სუპერ მანქანა უნდა გაგაცნოთ
LAMBORGHINI COUNTACH-ის „მეორედ მოსვლაზე“ უკვე ვისაუბრეთ, ეს ულტრა ექსკლუზიური სუპერ მანქანა, ჰიბრიდული ძრავის საშუალებით, დამოუკიდებლად 769 ცხენის ძალას ავითარებს, მას ასევე ეხმარება 34 ცხენის ძალის სიმძლავრის ელექტროძრავი (ასევე 48 ვოლტიანი სუპერკონდენსატორი) და ყველაფერი ერთად, Countach-ს აძლევს 803 ცხენის ძალას! მისი ოთხივე ბორბალი წამყვანია, ხოლო გადაცემათა კოლოფი 7-სიჩქარიანი.
ავტომობილის ელექტრო ძრავი იკვებება სუპერკონდენსატორის ხარჯზე, რაც თავისთავად, აწარმოებს სამჯერ მეტ ენერგიას, ვიდრე ჩვეულებრივი წონის ლითიუმ-იონური ბატარეა.
ავტომიმომხილველი ინტერნეტ გამოცემა hotcars-ი გვთავაზობს 10 სუპერ მანქანას, რომლებსაც Lamborghini Countach-ზე არანაკლებ განსაკუთრებული მახასიათებლები და არანაკლებ საინტერესო ისტორიები აქვთ:
10. Isdera Commendatore 112i

ერთ-ერთმა სუპერ მანქანამ, Isdera Commendatore 112i–მ დიდი ყურადღება, 2021 წლის დასაწყისში, RM Sotheby’s-ის აუქციონზე მიიპყრო.
ის 1993 წელს შექმნეს, როგორც კონცეპტუალური მანქანა და იმედოვნებდნენ, რომ სამომავლოდ, წარმოებაშიც ჩაეშვებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ფინანსური სირთულეების გამო მანქანის წარმოების იდეა, იდეად დარჩა.

მანქანა, გარკვეულწილად, Pagani Zonda– ს წინამორბედი იყო, ორივე მათანს Mercedes V12 ძრავი და ექვს-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი ჰქონდა. პაგანისგან განსხვავებით, ისდერა არასდროს ყოფილა წარმატებული კომპანია. საბოლოოდ, Commendatore, კერძო ინვესტორზე გაიყიდა.
9. Koenigsegg CCR

Koenigsegg CCR-ის დებიუტი 2004 წელს შედგა, ის იყო უსწრაფესი და უძლიერესი მანქანა, კომპანიის ისტორიაში.
გამოუშვეს მხოლოდ 14 ეგზემპლარად. მანქანას ჰქონდა 4.7 ლიტრიანი V8-ტიპის ძრავი, რომელიც 806 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ის 1180 კილოგრამს იწონიდა.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა კრისტიან ფონ კოენიგსეგმა თქვა, რომ ეს ყველაზე სწრაფი სერიული მანქანა იყო. 2005 წელს CCR-მა მიაღწია ოფიციალურ მაქსიმალურ სიჩქარეს 241 მილი/სთ.
ის ამ მონაცემებით McLaren F1– ის წინა რეკორდს ხსნიდა. სულ რამდენიმე თვის შემდეგ, CCR-მა „გვირგვინი“ ახლად გახსნილ Bugatti Veyron–ის გამო დაკარგა. მისი რეკორდი 253.8 მილი/სთ-ში იყო.. ამ ფაქტმა ორ კომპანიას შორის სასტიკი მეტოქეობა წარმოშვა, რომელიც, სხვათა შორის, დღემდე გრძელდება.
8. Aston Martin Victor

ასტონ მარტინმა, ბოლო წლებში, არაერთი, სპეციალური გამოშვების მანქანა წარმოადგინა, მაგალითად, ისეთი მოდელები, როგორებიც არიან – Valkyrie და Vulcan.
ერთ-ერთი ასეთი ექსკლუზიური მოდელი, რომელიც „რადარის“ ქვეშ მოექცა, არის Victor, Cosworth-ტექნოლოგიით შექმნილი V12 ძრავით.

ავტომობილი იმეორებს Aston Martin One-77-ის კონცეფციას, ის ვიზუალურად Vulcan-საც გავს. (მათ ექსტერიერის რამდენიმე საერთო დეტალი აქვთ).
ის ასევე უდავოდ არის ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბრიტანული მანქანა, რეტრო დიზაინით, რომელიც შემუშავებულია Aston Martin Lagonda-ს გუნდის მიერ.
7. BMW M1

დღეს, M1 კოლექციონერებისთვის ნამდვილი განძია. მაგრამ რა ხდებოდა 80-იან წლებში? შესაძლოა ითქვას, რომ ის იყო ერთ-ერთი ყველაზე „წარუმატებლად გაყიდვადი“ ავტომობილი.
თავდაპირელად, BMW-მ, კონტრაქტი, ამ ახალი მოდელის შესაქმნელად, Lamborghini-სთან დადო, მაგრამ იტალიური ავტომწარმოებლის გაბანკროტების შემდეგ Beemer-ს, გეგმის შემუშავება თავად მოუწია. მან M1 სარბოლო განყოფილების ქარხანაში ააწყო.

ხარჯები იზრდებოდა, M1-ის წარმოებაში ჩაშვებას კი ბოლო არ უჩანდა. მართალია ეს მოდელი სარბოლო სამყაროში დიდი წარმატების მისაღწევად შექმნეს, მაგრამ ავტომობილმა მოლოდინები ვერ გაამართლა. ის 453 ეგზემპლარად გამოუშვეს და წარმოებაც დააკონსერვეს.
6. McLaren Speedtail

მაკლარენის ლეგენდარული სერიების მეოთხე ნომრად „განთესილი“ Speedtail საპატიო ადგილს იკავებს ყველაზე სწრაფი მოდელების: F1, P1 და Senna-ს გვერდით.
1,035-ცხენისძალიანი ჰიბრიდული V8 ძრავით, სუპერ მანქანა, ყველა იმ ტექნოლოგიურ უპირატესობას ფლობს, რომლებსაც McLaren-მა ათწლეულების განმავლობაში მიაღწია.

სუპერ მანქანის წარმოება 2020 წელს დაიწყო და დღემდე გრძელდება. ის 106 ეგზემპლარად გამოვა. მიუხედავად მისი გიჟური გარეგნობისა და დაუჯერებელი ინჟინერიისა, Speedtail რეალურად უფრო იაფია, ვიდრე Lamborghini Countach, მისი ფასი – 2.25 მილიონი დოლარია.
5. Spyker C8 Preliator

ავტომოყვარულების უმეტესობას, ალბათ, არასოდეს სმენია სპაიკერის შესახებ და ეს გასაკვირი არც არის. ჰოლანდიური ავტომწარმოებელი 1999 წელს სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე იდგა, დღემდე გაურკვეველია დაიწყებს თუ არა სპაიკერი ავტომობილების წარმოებას, ცნობილია რომ კომპანიამ, 2021 წელს თავი ბანკროტად გამოაცხადა.
მანქანას აქვს 4.2-ლიტრიანი Audi-ს V8 ძრავი, რომელიც 518 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ია. და 0 დან 60 მილი/სთ-მდე აჩქარებას 3.7 წმ-ს ანდომებს.

სპაიკერს ტყავის მდიდრული და დახვეწილი ინტერიერი აქვს, სურვილისამებრ, დამატებით, შეკვეთით ამზადებენ ლუი ვიტონის სამოგზაურო ნაკრებს.
4. Bugatti EB110 SS

80-იანი წლების შუა პერიოდში, ბუგატის მარკა, იტალიელმა მეწარმემ აღადგინა. ეს მოხდა Veyron-ის შექმნამდე და თავისთავად, მის დიდებამდე. შესაბამისად, ავტომწარმოებლის ფულადი სახსრები მინიმალური იყო. სწორედ ამ შეზღუდული ფინანსების ფონზე Bugatti-მ თავისი პირველი სუპერ მანქანა, EB 110 შექმნა.

ეს ნამდვილად ფენომენალური მანქანა იყო. ოთხმაგი ტურბო V12 ძრავით და ექვს-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფით.
სხვა პატარა ავტომწარმოებლების მსგავსად, წარმოების დროს გაწეული ხარჯების „ამოღების“ მიზნით, ბუგატიც საკმარისი რაოდენობის მანქანების გაყიდვისთვის იბრძოდა. სამწუხაროდ, კომპანია 1995 წელს გაკოტრდა. EB 110-ის დარჩენილი მოდელები კომპანია Dauer-მა შეიძინა.
3. Lotus Elise GT1

კიდევ ერთი ბრენდი საინტერესო ისტორიული „პასაჟით“ Lotus-ა. ბრენდი, რომელიც კოლინ ჩეპმენმა 1948 წელს დააარსა, არაერთხელ გახდა მენეჯმენტის და მფლობელების ცვლილების მომსწრე.
1997 წლისთვის, კომპანიის საკონტროლო პაკეტს მალაიზიური ავტომწარმოებელი Proton-ი ფლობდა და ბრენდის გაფართოების მიზნით, სწორედ, მათ შექმნეს სარბოლო მანქანა GT1.

Elise GT1 წარმოუდგენლად შთამბეჭდავი და იშვიათი მანქანა იყო, რომელიც კონკურენციას ისეთ მანქანებს უწევდა, როგორებიც იყვნენ- Porsche 911 და Mercedes-AMG CLK GTR. მანქანა 7 საავტოდრომე ეგზემპლარად შეიქმნა GT1, მაგრამ მხოლოდ 1 იყო ლეგალური სარბოლო მანქანა.
2. Pagani Zonda Revolucion

ორიგინალური Pagani Zonda უკომპრომისოდ შთამბეჭდავი და სწრაფი ავტომობილია, მაგრამ ის ასპარეზს Zonda Revolucion-ს უთმობს. Zonda R ტრასის მანქანებს შორის ეს ბოლო და ყველაზე ექსტრემალური ვერსიაა. R ხაზი ჰორაციო პაგანის პროდუქტი იყო.

რევოლუცია 2013 წელს გამოჩნდა, მისი Mercedes-ის V12 ძრავი 791 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 727 ნიუტონ/მეტრია. მანქანა, მხოლოდ, 1070 კგ-ს იწონის, რაც მას ელვისებურად სწრაფს ხდის.
იგი რბოლის რამოდენიმე ტექნოლოგიას იყენებს, მათ შორის DRS-ს და აქტიურ აერო სისტემას.
1. Lamborghini Sesto Elemento

თუკი არსებობს მილიარდერი, რომელმაც მილიონები უნდა დახარჯოს ლამბორჯინიზე, Countach-ის გარდა სხვა ვარიანტებიც არსებობს. ერთ-ერთი მათგანია Sesto Elemento, რომელიც 2010-2020-წლებში შეიქმნა, მხოლოდ 20 ეგზემპლარად. ის, თავდაპირველად, 2.92 მილიონი დოლარი ღირდა.

ავტომობილს ნახშირბად-ბოჭკოვანი მონოკოკური შასი აქვს, რომელსაც ავტომწარმოებელმა, წონის შესანარჩუნებლად ქაფის ბალიშები მიამაგრა. ავტომობილი ისეთივე ორიენტირებული და ექსტრემალურია, როგორიც იტალიური მწარმოებლის ყველა მოდელი.
Sesto Elemento ლამბორგინის ერთ-ერთი ბოლო, ბუნებრივად ასპირაციული, სპეციალური გამოშვებაა, ასე რომ, მისი ღირებულება, სამომავლოდ, კიდევ უფრო გაიზრდება.