მთავარი სიახლეები BMW Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი

120

საწვავის მოხმარების მხრივ, ყველაზე ეკონომიური ავტომობილების ათეული

საავტომობილო ექსპერტებმა, ევროპული მართვის ციკლის მიხედვით, თავის კლასში საუკეთესოები გამოავლინეს.

რეიტინგი ყველა კლასის ავტომობილს მოიცავს – დაწყებული კომპაქტიდან, პრემიუმ კლასის სედანით დამთავრებული.

Toyota Yaris Hybrid

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
ავტომობილი 100 კმ-ზე 2,9 ლ. საწვავს მოიხმარს

კომპაქტური Toyota Yaris Hybrid თავის კლასში საგრძნობლად დიდი ეკონომიურობით გამოირჩევა.  იაპონური ფლაგმანის მოდელი ძალიან ცოტა საწვავს მოიხმარს – 2,9 ლ/100 კმ-ზე. ავტომობილის ძრავის მოცულობა 1,5 ლიტრია და 116 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

ახალი ავტომობილის ღირებულება 22,000 დოლარიდან იწყება.

Toyota Prius

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
პრიუსს 100 კმ-ზე შერეული მოძრაობით 4,7 ლიტრი საწვავი სჭირდება

კიდევ ერთი იაპონელი. ვინ, თუ არა ქართველებმა, ვიცით, რომ თავის სეგმენტში პრიუსს ბადალი არ ჰყავს.  მანქანას შერეული მოძრაობით 100 კმ-ზე 4,7 ლიტრი საწვავი სჭირდება.

2019 წლიანი მეორადი პრიუსის შესაძენად საქართველოში დაახლოებით 15-17 ათასი დოლარი დაგჭირდებათ, ხოლო ახლის ფასი ამერიკაში 24,000 დოლარიდან იწყება.

Ford Mondeo Hybrid

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
ამ ჰიბრიდული მონდეოს საწვავის ხარჯი 100 კმ-ზე 4,1 ლიტრს შეადგენს

D-კლასის მანქანებს შორის ჰიბრიდული Ford Mondeo ეკონომიკურობით ერთ-ერთი საუკეთესოა. ავტომობილის სიმძლავრე 187 ცხენის ძალაა, საწვავის მოხმარება კი 100 კმ-ზე 4,1 ლიტრს შეადგენს.

ამერიკაში მეორადი მანქანის ღირებულება 25,000 დოლარიდან იწყება, ახალში კი 45,000-მდე ითხოვენ.

BMW 520d

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
ეს მეხუთე სერია 100 კმ-ზე მხოლოდ 4,1 ლიტრ დიზელს მოიხმარს

სედანი, დიზელის ძრავით. ეს ავტომობილი 100 კმ-ზე 4,1 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ავტომობილის ფასი ამერიკაში  50 ათასი დოლარამდეა. 2013 წლის მეორადი ავტომობილის ყიდვას დაახლოებით 15,000-17,000 დოლარად შეძლებთ.

Opel Corsa Diesel 1.5

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
ამ მოდელის საწვავის მოხმარება 100 კმ-ზე 3,3 ლიტრია

Opel Corsa 1.5 კომპაქტური B კლასის ავტომობილი, რომელიც 100 კმ მანძილზე 3,3 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ავტომობილის 1.2 ძრავი 102 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 2020 წლიანი მეორადი ავტომობილის ფასი ამერიკაში 19,000 დოლარიდან იწყება.

Toyota Camry Hybrid

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
ბიზნეს-კლასის სედანი, 100 კმ-ზე 4,9 ლიტრს წვავს

ბიზნეს-კლასის ეკონომიური წარმომადგენელი. მანქანას 100 კმ-ზე 4.9 ლიტრი საწვავი სჭირდება.

2019 წლიანი მეორადი მანქანის ღირებულება საქართველოში 19,000 დოლარიდან იწყება.

Ford Fiesta 1.0

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
ავტომობილს 100 კმ მანძილის გასავლელად 3,9 ლიტრი საწვავი სჭირდება

ეს ავტომობილი ბენზინის ძრავიან კომპაქტებს შორის, ეკონომიურობით ერთ-ერთი საუკეთესოა.  მანქანის მაქსიმალური სიმძლავრე 155 ცხენის ძალაა, ტრასაზე 100 კმ გარბენისთვის კი, 3,9 ლიტრი საწვავი ჰყოფნის. 

2020 წლიანი მეორადი Fiesta-ს შეძენა საქართველოში 12 ათასი დოლარიდან შეგიძლიათ.

Peugeot 208 BlueHDi 100

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
ავტომობილს 100 კმ-ზე მხოლოდ 2 ლიტრი საწვავი სჭირდება

კომპაქტებს შორის დიზელის ძრავით, ეკონომიურობით Peugeot 208 208 BlueHDi 100 ლიდერობს. მანქანას 1.5 ლიტრიანი ძრავი და 105 ცხენის ძალა აქვს, ხოლო 100 კმ-ზე 2 ლიტრ დიზელის საწვავს მოიხმარს.

ღირებულება ავტოსალონებში 22,000 დოლარიდან იწყება.

Ford Focus 1.0 EcoBoost Hybrid

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
ეს ფიესტა 100 კმ-ზე 4,3 ლიტრ საწვავს მოიხმარს

ამ ავტომობილის ჰიბრიდული ძრავა, კომპაქტური Ford Fiesta-ს მსგავსად 155 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ბენზინის მოხმარება 100 კილომეტრზე 4,3 ლიტრია. ახალი ავტომობილის ფასი ამერიკაში 25,000 დოლარიდან იწყება.

Peugeot 508 BlueHDi 130 EAT8

Top 10 ყველაზე ეკონომიური ავტომობილი
პეჟოს ამ მოდელს 100 კმ-ს დასაფარად 3,8 ლიტრი საწვავი სჭირდება

ავტომობილის 1.5 ლიტრიანი დიზელის ძრავა, 131 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.  D კლასის ავტომობილის თაობაზე საკმაოდ ეკონომიურია და 100 კმ-ზე მხოლოდ 3,8 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

ახალი მანქანის ღირებულება 28,000 დოლარიდან იწყება.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ეკონომიური ავტომობილები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]