იმისათვის რომ ავტომობილი მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად გემსახუროთ, საჭიროა მისთვის რეგულარული სერვისების ჩატარება.

ძრავის ზეთი, ანტიფრიზი, სამუხრუჭე სითხე, ფილტრები – ყველა სითხესა თუ დეტალს თავისი რესურსი გააჩნია.

სამუხრუჭე სითხე

სამუხრუჭე სითხე არა მხოლოდ მანქანისთვის, არამედ მძღოლის და მგზავრების უსაფრთხოებისთვისაც მნიშვნელოვანია. მისი შეცვლა ყოველ 2-3 წელიწადშია სასურველი (შეიძლება უფრო ადრეც, სითხის ხარისხიდან გამომდინარე). დროთა განმავლობაში დუღილის წერტილი კლებულობს და თუ სამუხრუჭე სითხეს დროულად არ გამოცვლით, ყველაზე ცუდ შემთხვევაში, შესაძლოა, ავტომობილმა საერთოდ აღარ დაამუხრუჭოს.

აკუმულატორი

როდესაც ძრავა გამორთულია, ავტომობილს ენერგიას აკუმულატორი აწვდის. პირველ რიგში კი ის ავტომობილის დაქოქვაზეა პასუხისმგებელი. აკუმულატორის გამოცვლა ყოველ 3-5 წელიწადშია სასურველი, აღსანიშნავია რომ სიცოცხლის ბოლოს აკუმულატორს სისუსტე ეტყობა – ავტომობილს დაქოქვა უჭირს და შეიძლება, საერთოდ ვეღარ დაიქოქოს.

სალონის ფილტრი

სალონის ფილტრს მანქანის სალონში სუფთა ჰაერი შემოაქვს, როდესაც კონდიციონერი გაქვთ ჩართული, ჰაერის ნაკადი სალონის ფილტრის გავლით შემოედინება. მისი გამოცვლა დაახლოებით 15,000 კილომეტრის გავლის შემდეგ არის სასურველი. თუ ძველია სალონის ფილტრი, სალონში დაბინძურებული ჰაერი შემოაქვს, რაც პირდაპირ კავშირშია ჩვენ ჯანმრთელობასთან.

ავტომატიკის ზეთი

მექანიკური კოლოფისგან განსხვავებით, ავტომატიკა ბევრად პრეტენზიულია. თუ მექანიკა გაპატიებთ ზეთის დაგვიანებით გამოცვლას, ავტომატიკის შემთხვევაში სერვისის ჩატარება საშუალოდ ყოველ 120,000 კმ-ზეა საჭირო. როდესაც მეორად ავტომობილს ყიდულობთ, აუცილებლად ჰკითხეთ მფლობელს, თუ როდის გამოცვლა ბოლოს ზეთი კოლოფში.

ძრავის ზეთი

პარალელი რომ გავავლოთ, ძრავა მანქანისთვის იგივეა, რაც ადამიანისთვის გული, ამიტომ ზეთის დროულად გამოცვლა თქვენი რკინის ცხენის “გულისთვის” კრიტიკულად მნიშვნელოვანია.
საქართველოს პირობებში ძრავში ზეთის გამოცვლა (საწვავის ხარისხისა და ზოგადი პირობების გათვალისწინებით) ყოველ 8,000 – 10,000 კმ-ზეა რეკომენდებული. თუ ძალიან ცოტას მოძრაობთ, ან ავტომობილი გაჩერებული გყავთ, ძრავის ზეთი 2 წელიწადში მაინც უნდა შეცვალოთ. სასურველია, რომ ზეთის შერჩევა ავტომწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით მოხდეს, ამ ინფორმაციას ავტომობილის VIN კოდით ინტერნეტში მარტივად ნახავთ.

აალების სანთლები

აალების სანთლები შიდაწვის ძრავის ყველაზე მნიშვნელოვანი შემადგენელია, რომლებიც გამოიყენება ყველა ტიპის აალებად სისტემაში.

სანთლების მომსახურების ვადა პირველ რიგში დამოკიდებულია მათ ხარისხზე, ასევე მანქანის ძრავის მდგომარეობაზე და მუშაობის პირობებზე (კლიმატი, საწვავის ხარისხი და ა.შ.). საშუალოდ, კლასიკური აალების სანთლების შეცვლა ყოველ 50,000 კმ-ზეა რეკომენდებული.

გაზზე მომუშავე ავტომობილებისთვის აალების სანთლების შეცვლის რეკომენდებული კილომეტრაჟი, წვის კამერაში შეცვლილი ტემპერატურული რეჟიმის გამო ნახევრდება.

ანტიფრიზი

გაგრილების სითხე, სისტემას დაჟანგვისგან და ზამთარში გაყინვისგან იცავს. ანტიფრიზის გამოცვლა უმეტეს მოდელებზე სასურველია ყოველ 3-5 წელიწადში. მოერიდეთ ანტიფრიზის მაგივრად წყლის ჩასხმას, რადგან ეს უკანასკნელი სისტემას კოროზიას გაუჩენს და გაყინვისგანაც ვერ დაიცავს.

კონდიციონერი

კონდიციონერი, ისევე როგორც ავტომობილის სხვა კომპონენტები, საჭიროებს დროულ მოვლას და ყურადღებას. ყოველ წელიწადს ის საშუალოდ ფრეონის 12%-ს კარგავს, ეს სიცარიელე კი დროთა განმავლობაში სისტემის დაზიანებას იწვევს. ამიტომ აუცილებელია, რომ კონდიციონერის მდგომარეობა ყოველწლიურად შეამოწმოთ სპეციალისტთან. ასევე, როგორც ზევით უკვე აღვნიშნეთ, აუცილებელია წელიწადში ერთხელ გამოცვალოთ სალონის ფილტრი, რადგან კონდინციონერმა მანქანის სალონში სუფთა ჰაერი შემოიტანოს.

რა პერიოდულობით უნდა ჩავუტაროთ სერვისები ავტომობილს

ძრავის ზეთი

  • გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 8,000-10,000 კმ-ზე

გადაცემათა კოლოფის ზეთი

  • გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 60,000 – 100,000 კმ-ზე

ანტიფრიზი

  • გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 3-4 წელიწადში

სამუხრუჭე სითხე

  • გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 2-3 წელიწადში

ჰაერის ფილტრი

  • გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ ყოველ 12,000 – 15,000 კმ-ზე

საწვავის ფილტრი

  • გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 15,000 – 20,000 კმ-ზე

სამუხრუჭე ხუნდები

  • გამოცვლა რეკომენდებულია ყოველ 20,000 – 25,000 კმ-ზე
როგორ მოვუაროთ მანქანას

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია10 რჩევა როგორ შევამციროთ საწვავის მოხმარება
შემდეგი სტატიაHyundai Ioniq 6-ის ახალი რეკორდი
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში