უსაფრთხოება და კომფორტი ბავშვის ავტომობილით გადაყვანის მთავარი ნიუანსებია. ამისთვის კი რამდენიმე წესის მკაცრად დაცვაა აუცილებელი.

გამომდინარე იქიდან, რომ პატარები ხშირად არაპროგნოზირებადები არიან, კვალიფიციურმა ექსპერტებმა მათი მგზავრობისთვის სპეციალური რეკომენდაციები შეიმუშავეს.

ბავშვის ადგილი

მძღოლების უმეტესობა ბავშვს უკანა სავარძელზე სვამს და არც კი ფიქრობს, თუ რამდენად დაუცველია ბავშვი, ნებისმიერი საგზაო ინციდენტის შემთხვევაში. ზოგიერთი წინდაუხედავი მშობელი ბავშვს კალთაში ისვამს და ჰგონია, რომ ამით ავარიის დროს მის დაცვას მოახერხებს, სინამდვილეში კი, ასეთი მანიპულაციები ისედაც ტრაგიკულ სურათს კიდევ უფრო ამძაფრებს.

ბავშვი მანქანაში – რჩევები თქვენი პატარის უსაფრთხო მგზავრობისთვის
ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, გამოიყენეთ სპეციალური, საბავშვო სავარძელი

მრავალრიცხოვანი კვლევები აჩვენებს, რომ მცირე ავარიაც კი (რომელიც თუნდაც 40 კმ/სთ სიჩქარეზე ხდება), ახალგაზრდა მგზავრის ცხოვრებაში შესაძლოა ბოლო მომენტი იყოს.

სტატისტიკა ზუსტი მეცნიერებაა და ამაზე კამათი არ ღირს, ამიტომ, ექსპერტები გვირჩევენ, რომ მანქანაში ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, აუცილებლად გამოვიყენოთ სპეციალური, საბავშვო სავარძელი.

მანქანის საბავშვო სავარძელი

უსაფრთხო და კომფორტული სავარძლის არჩევისას მთავარი კრიტერიუმი ბავშვის წონაა. შემდეგ, შეგიძლიათ ყურადღება მიაქციოთ სავარძლის ფორმას, დიზაინს, ფუნქციებს, დამაგრების მეთოდებს და ა.შ. საქართველოს ბაზარზე საბავშვო ავტო სავარძლების ფართო არჩევანია.

თითოეულ ინდივიდუალურ მოდელს თავისი გამორჩეული თვისებები აქვს, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. თითქმის ყველა თანამედროვე სკამს აქვს ISOFIX სამაგრი, რომელიც „ექსტრემალური“ მოძრაობის პირობებშიც კი, ბავშვის უსაფრთხო ტარებას უზრუნველყოფს.

ამიტომ, ძვირფასო მშობლებო, გაითვალისწინეთ ეს რჩევა და ნუ დაზოგავთ ფულს თქვენი შვილის უსაფრთხო მგზავრობაზე.

მართვის რითმი

მცირეწლოვანი მგზავრის გადაყვანა რთული და საპასუხისმგებლო მისიაა, რომლის დროსაც არავინ არის დაზღვეული არასასურველი საგზაო შემთხვევებისგან.

მანქანა, რომელშიც ბავშვი იმყოფება, განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა იმართებოდეს. გზის უსწორმასწორო ზედაპირი და სხვადასხვა დაბრკოლებები თქვენი პატარის კომფორტული გადაადგილებისთვის არახელსაყრელ პირობებს ქმნის. ამიტომ, სჯობს თავი შეიკავოთ მკვეთრი მოძრაობებისგან.

კონცენტრაციის შენარჩუნება

ნებისმიერი მძღოლი, პასუხისმგებელია ბავშვის კომფორტსა და უსაფრთხოებაზე. ის ვალდებულია, უპირველეს ყოვლისა, დააკვირდეს ბავშვის ქცევას. თუმცა უკანა სავარძელზე მოთავსებულ ბავშვს შეუძლია უმიზეზოდ ტირილი, სხვადასხვა სისულელეების გაკეთება ან უბრალოდ ჩუმად ყოფნა. ემოციის თითოეული გამოვლინება (ან მისი სრული არარსებობა), ხშირად იპყრობს მძღოლის ყურადღებას, რაც შეიძლება კონცენტრაციის დაკარგვის მიზეზი გახდეს.

ამიტომ თქვენი პატარის დამშვიდების, და/ან მოწესრიგებისთვის გირჩევთ გააჩეროთ მანქანა და ისე გააკეთოთ.

კომფორტული გარემო

სანამ ბავშვს მანქანაში ჩასვამთ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის ტანსაცმელს. ის არ უნდა იყოს ზედმეტად თბილი ან პირიქით.

გაითვალისწინეთ საკუთარი შვილისთვის უსაფრთხოებასთან ერთად, კომფორტის უზრუნველყოფა თქვენი მთავარი და პრიორიტეტებია. ასევე დარწმუნდით, რომ გქონდეთ წყალი და სასუსნავები ბავშვის შიმშილის დასაკმაყოფილებლად, განსაკუთრებით თუ ეს ხანგრძლივ მგზავრობას ეხება.

იმისათვის, რომ ახალგაზრდა მგზავრმა არ მოიწყინოს, გვერდით მისი საყვარელი სათამაშოები დაულაგეთ, ჩართეთ სასიამოვნო მუსიკა, გააგრძელეთ სვლა.

მუდმივი ყურადღება

არასოდეს დატოვოთ ბავშვი სრულიად მარტო მანქანაში, თუნდაც რამდენიმე წუთის განმავლობაში. მართვის დროს აუცილებლად დარწმუნდით, რომ უკანა კარები შიგნიდან არის ჩაკეტილი.

გახსოვდეთ, თქვენ პასუხისმგებელი ხართ არა მხოლოდ საკუთარ სიცოცხლეზე, არამედ თქვენი პატარის სიცოცხლეზეც.

ბედნიერ და უსაფრთხო მგზავრობას გისურვებთ!

ბავშვი მანქანაში

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2023 წლის Mercedes-Benz EQS ჯიპის ფასი 104,400 დოლარიდან იწყება
შემდეგი სტატია10 მიზეზი Off-Road-ის მოყვარულებს, თუ რატომ უნდა შეაჩეროთ არჩევანი Toyota Tacoma-ზე
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში