ამოიცანი დატუნინგებული ავტომობილები, ისინი ჩვენთვის კარგად ცნობილი მარკებისგან არის შექმნილი
როგორც წესი ტუნინგი ავტომობილების საბაზო მოდელებს მეტად ეფექტურს და მოხდენილს ხდის, ხაზს უსვამს მათ ძლიერ მხარეებს და გამოკვეთავს სილამაზეს.
მაგრამ ხანდახან ისეც ხდება, რომ ზედმეტი ტუნინგისგან ავტომობილის პირვენდელი სახის გარჩევა თითქმის შეუძლებელია. ამ ქვიზში სწორად ასეთ „დატუნინგებულ“ ავტომობილებს მოვუყარეთ თავი, თითოეული მათგან ცნობილი მოდელების ბაზაზეა შექმნილი. შეძლებ გამოიცნო მოდელი, ან მარკა? მოდი ვცადოთ!
Results

#1. მაშ ასე! ეს არის „დარტუნუნგებული“ - Rezvani Hercules-ი, ის ყველაზე დიდი პიკაპია მსოფლიოში. რომელი ყველგანმავალის ბაზაზეა შექმნილი ეს მონსტრი?
ამ ექვსბორბლიანი მონსტრის ბაზად Jeep Gladiator-ი გამოიყენეს. პიკაპს ორი ბორბალი დაუმატეს, „კაპოტში“ 1318-ცხენის ძალიანი Dodge SRT Demon -ის ძრავა ჩაუდგეს და ძარის ნაწილები თითქმის მთლიანად გამოუცვალეს.

#2. ეს ნამდვილი Lamborghini არ არის. ის უფრო მოკლეა, უფრო სუსტია, იაფია და საერთოდაც ტაილანდშია აწყობილი ჩვეულებრივი საქალაქო ავტომობილისგან. რომლისგან?
სუპერქარ Veneno-ს მსგავსი ეფექტური შესახედაობის უკან, Toyota MR2–ი იმალება. ტაილანდურმა „ტუნინგ-ატელიემ“ თავის წინამორბედზე 6-ჯერ მძლავრი ვერსია შექმნა.

#3. აი ხელნაკეთი „ბეთმობილიც“, ის ამერიკის ქუჩებში გადაადგილდება და მოსახლეობას თავზარს სცემს, თავისი მებრძოლი შესახედაობით. რომელი ავტომობილი გამოიყენეს ბაზად?
ეს 90-იანების ბოლოს გამოშვებული ტოიოტა კამრია, რომლის იდენტიფიცირებაც მხოლოდ ვიწრო ფარნებით და სახურავის სვეტებით არის შესაძლებელი, ყველაფერი დანარჩენი რკინისა და პლასტმასის მაკიაჟით არის შენიღბული.

#4. შეხედეთ ამ „ზომბი-ქარს“ დიდი ბრიტანეთიდან. რომელი სედანისგან გაიზარდა ეს რკინის ზომბი?
თქვენ წინაშეა 1990 წლის „ლექსუს LS400“, რომელიც იმის მიუხედავად რომ საომრად არის გამოწყობილი, მისი ამოცნობა ჯერ კიდევ შესაძლებელია ფარებით, ბორბლებით და სახურავით.

#5. რომელია ამ „კაბრიოლეტის“ დონორი ავტომობილი?
ეს Toyota Tacoma (ან Truck) „დატუნინგებამდე“ აშკარად უკეთესად გამოიყურებოდა. დაწეულმა „პადვესკამ“, GS-ის ფარებმა, იაგუარის ცხაურამ და გარდამქმნელმა „ძარამ“ ჯიპი სასწაულებრივ იუდად გადააქცია.

#6. კიდევ ერტი „შოუ-ქარი“, მას წარმოუდგენელი 30 დიუმიანი დისკები და 600 ცხენის ძალიანი ძრავა უყენია, გარეგნობით Rolls-Royce-ს წააგავს. რომელი მოდელია სინამდვილეში?
Chevrolet Caprice- 1972 წელს გამოშვებული „კუპემ“ ნამდვილად შთამბეჭდავი ცვლილება განიცადა. დაწერე კომენტარებში რომელი კაპრიზი უფრო მოგწონს: ძველი, თუ „დატუნინგებული“?

#7. ოჰ, ღმერთო! ეს რა არის? მკვდრეთით აღმდგარი სპორტ-ქარი? თუ რა ჯანდაბაა?!
თქვენ წინაშეა 60-იანი წლების ნამდვილი „კუპე“ Lamborghini Espada. მას ფრანგმა „ქასტამაიზერებმა“ მშვიდად დაბერება არ აცალეს და ასე გარდასახეს.

#8. ეს ნამდვილად Ferrari Testarossa-ა? თუ ჩვენ გვეჩვენება?
Porsche924, Ferrari-ის სტილში, ასეთებიც ხდება. თუმცა სიმართლე უნდა ითქვას, არც ისე შთამბეჭდავად გამოიყურება.

#9. აქ კი ნამდვილად რთულადაა საქმე, ამ მანქანის დონორის ამოცნობა თითქმის შეუძლებელია. მაგრამ იქნებ სილუეტმა მიგანიშნოთ...
მინივენი Toyota Previa – ბრიტანელებმა მიკროავტობუსის სხეული ფოლადის ფურცლებით შენიღბეს და მთლიანად შეცვალეს სილუეტი. მაგრამ ტოიოტას რაღაც მაინც რჩება. სულ ცოტა…

#10. ამ „ტუნინგის“ სტილს „ბოზოზოკუ“ ჰქვია და აქტიურად გამოიყენება იაპონიაში. რა თქმა უნდა, დონორი მანქანა ამ შემთხვევაშიც იაპონურია. მაგრამ რომელი?
Nissan Skyline – სპორტული „სკილაინების“ წინაპარი მხოლოდ სახურავის ფორმით და უკანა ჩატეხილი „სტოიკით“ არის იდენთიფიცირებული. „ბოზოზოკუს“ სტილმა არ იცის საზღვრები, ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით.

#11. ისევ „ტუნინგის“ აღმაფრენა. რომელი მანქანა იმალება ამ მონსტრის მიღმა?
იაპონელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საზღვრები არ აქვთ. მაზდას ამ პროექტის ნახვა ფიზიკურად მტკივნეულია ფსიქიკისთვის, მაგრამ ტკივილი შეიძლება შემცირდეს RX-7– ის დამახასიათებელი კარის სახელურებზე შეხედვით.

#12. ასეც ხდება. „ჯოჯოხეთური ტიუნინგი“. რომელი მოდელი იხარშება ადუღებულ კუპრში?
გვერდითა ჭრილებში „ფერარის“, ხოლო სხეულში „რენოს“ სულისკვეთება იგრძნობა. შეუსაბამო და შემაძრწუნებელი კომბინაცია!
არ დაგავიწყდეს შედეგების დასქრინვა და კომენტარებში გამოქვეყნება.