Sotheby’s აუქციონზე Ferrari F2003-GA გაიყიდა, სწორედ ამ ბოლიდით მოიგო შუმახერმა თავისი მეექვსე საჩემპიონო ტიტული.

შუმახერის ფერარის საბოლოო ღირებულებამ $14,8 მილიონი შეადგინა, აღნიშნული თანხა კი ბოლიდებში სარეკორდოა.

2003 წელს შუმახერმა საჩემპიონო ტიტული კიმი რაიქენონთან (მაკლარენი) და ხუან-პაბლო მონტოიესთან (უილიამსი) ბრძოლაში მოიპოვა. გერმანელმა მრბოლელმა სეზონში 6 გამარჯვება იზეიმა და ყველაზე ახლო მდევარ მეტოქეს 2 ქულით აჯობა.

ბოლიდი რბოლებში 9-ჯერ იყო გამოყენებული, მათ შორის გადამწყვეტი გრან-პრის დროს იაპონიაში, სადაც მიხაილმა აბსოლუტური რეკორდი დაამყარა და მოგებული ჩემპიონის ტიტულებით ხუან მანუელ ფანხიოს გადაასწრო.

მიხაილ შუმახერის Ferrari F2003-GA

მოლოდინი იყო, რომ F2003-GA $9,3 მილიონად გაიყიდებოდა, მაგრამ აუქციონის ბოლო 40 წუთში შემოთავაზებული ლოტების ფონზე თანხა საგრძნობლად გაიზარდა.

აქამდე ყველაზე ძვირადღირებული F1-ის ბოლიდი 5 წლის წინ ასევე Sotheby’s აუქციონზე $7,5 მილიონად გაიყიდა.

რაც შეეხება ყველაზე ძვირადღირებულ ავტომობილს აქ 1955 წლის Mercedes-Benz 300 SLR Uhlenhaut Coupe ლიდერობს, ის მხოლოდ 2 ეგზემპლარად არის გამოშვებული და ერთერთი მათგანი მიმდინარე წლის მაისში $142 მილიონად გაიყიდა.

Ferrari

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები
შემდეგი სტატიაBugatti Mistral Roadster-ის მაქსიმალური სიჩქარე 420 კმ/სთ-ს გაუტოლდება
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში