უახლოეს ვიქენდებზე სებასტიან ფეტელის და შარლ ლეკლერის მანქანებს იმ ფერში შეღებავენ, რომელსაც Ferrari 1950 წელს პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ატარებდა

უნდა ითქვას რომ უკვე მაშინ ენცო ფერარი მუქ წითელ საღებავს იყენებდა, ამიტომ საინტერესო იქნება ამჯერად რას მოიფიქრებენ დიზაინერები. კულუარული ინფორმაციით ეს იქნება უფრო დამჯდარი და ვინტაჟური ფერი. 

Ferrari
ფოტოზე გამოსახულია 1956 წლის Ferrari D50, რომელსაც ბელგიელი პოლ ფრერი მართავდა. ეს არის სკუდერიას მანქანის ყველაზე ძველი ფერადი კადრი.

გარდა ამისა, ამ სეზონში პირველად მუგელოში მაყურებელს ტრიბუნებზე მოხვედრა შეეძლება – გადაწყდა 2800 ადამიანის სამ ჯგუფად განთავსება – ხოლო Ferrari – ს ოფიციალური ფანკლუბის წევრებისთვის ბილეთის ფასი განახევრდა.

Ferrari

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაჰიპერქარი Aston Martin Victor – განსაკუთრებული კვების ბლოკით
შემდეგი სტატიამასერატიმ (Maserati) თავის ახალ ელექტრომობილებს „ელვა“ დაარქვა, მათ 3 ძრავა ექნაბათ
ჩვენი გუნდი იძიებს საინტერესო და სასარგებლო ამბებს ავტომანქანებზე მთელ მსოფლიოში