ჯერემი კლარკსონი, ყველაზე ცნობილი საავტოომობილო ჟურნალისტი მართავდა ისეთ მანქანებს, რომლებზეც ენთუზიასტებს მხოლოდ ოცნება შეეძლოთ

ჯერემი კლარკსონი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი საავტომობილო ჟურნალისტია.

თითქმის 40-წლიანი ჟურნალისტური გამოცდილების მქონე კლარკსონმა, ცხადია, ავტომობილებზე საკმაოდ ბევრი რამ იცის.

ჯერემი საზოგადოებამ BBC-ის Top Gear-იდან გაიცნო. შემდეგ მან საკუთარი გადაცემა სახელწოდებით The Grand Tour შექმნა და ორ მეგობართან-ჯეიმს მეის და რიჩარდ ჰემონდთან  ერთად საავტომობილო ჟურნალისტურ საქმიანობას ეწეოდა.

გადაცემის ფარგლებში ჟურნალისტმა ბევრი რამ იხილა და ბევრი ისეთი ავტომობილი მართა, რომლებზეც მოკვდავ ენთუზიასტებს მხოლოდ ოცნება შეგვიძლია.

გაგაცნობთ ჯერემის საყვარელ რამდენიმე მანქანას, აი რა მოსწონთ კრიტიკოსებს:

1972 BMW 3.0 CSL

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
1250 ეგზემპლარად შექმნილი მოდელი 3.2-ლიტრიანი, 200 ცხენის ძალის მქონე ძრავით იკვებებოდა.

ჯერემი კლარკსონმა ერთ-ერთ გადაცემაში აღნიშნა, რომ ყველაზე მეტად 72 წლის BMW 3.0 CSL-ის გაყიდვას ნანობს. ავტომობილი ჟურნალისტმა რამდენიმე ათას გირვანქად გაყიდა. ახლა კი კარგ მდგომარეობაში მყოფი მოდელის ფასი უკვე ექვსნიშნაა.

CSL-ს მისი დიდი უკანა ფრთის, მკვეთრი კონტურების და დაბალი კორპუსის გამო მეტსახელად Batmobile შეარქვეს. ამასთან ავტომობილი საკმაოდ მძლავრი იყო.

1250 ეგზემპლარად შექმნილი მოდელი 3.2-ლიტრიანი, 200 ცხენის ძალის მქონე ძრავით იკვებებოდა.

ბეთმობილი ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ მანქანად ითვლება და გასაკვირი არ არის, რომ ჯერემი მის გაყიდვას ნანობს.

2019 Toyota GR Yaris

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
ავტომობილი 1.6-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ტურბოძრავით იკვებება. ის 257-დან 268 ცხ.ძ-მდე გამოიმუშავებს.

ჯერემიმ 2019 წლის The Sunday Times-ის ერთ-ერთ სტატიაში დაწერა, რომ მის მიერ დატესტილ ავტომობილებს შორის ერთ-ერთ ყველაზე ამაღელვებელ მანქანად GR Yaris-ს მიიჩნევს.

ამიტომ მას News UK Motor Awards-ში წლის ავტომობილის ტიტული მიანიჭა. GR Yaris-ი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტოიოტას საუკეთესო ავტომობილადაა მიჩნეული.

ავტომობილი 1.6-ლიტრიანი 3-ცილინდრიანი ტურბოძრავით იკვებება. ის 257-დან 268 ცხ.ძ-მდე გამოიმუშავებს.

2013 Alfa Romeo 8C Disco Volante

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
ჯერემის მისი დახვეწილი მართვის უნარის გარდა მისი ხელით შექმნილი კორპუსი და უნიკალური საღებავი ხიბლავდა.

ჯერემი თვლიდა, რომ Alfa Romeo 8C ბორბლებზე შემდგარი ხელოვნების ნიმუში იყო. კომპანია, რომელმაც 8C DV შექმნა, პასუხისმგებელია ისეთი მოდელების შექმნაზე, როგორებიცაა Lamborghini 350 GT და Aston Martin DB5, მაგრამ ეს Alfa ნამდვილი სილამაზეა, სწორედ მან მიიპყრო კლარკსონის ყურადღება.

Disco Volantes-ი Maserati-ს 444 ცხენის ძალის მქონე 4.7-ლიტრიანი V8 ძრავით იკვებება. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 4.3 წამს ანდომებს, მისი მაქსიმალური სიჩქარე კი 304 კმ/სთ-ს უტოლდება.

ჯერემის მისი დახვეწილი მართვის უნარის გარდა მისი ხელით შექმნილი კორპუსი და უნიკალური საღებავი ხიბლავდა.

2015 McLaren P1

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამზე ნაკლებს ანდომებს.

McLaren P1 კოლექციონერების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მანქანაა. ის გენიალური F1-ის სულიერი მემკვიდრეა.

ცნობილი ფაქტია, რომ ჯერემის ელექტრომობილები არ უყვარს, მაგრამ, როდესაც საქმე ეხება ჰიპერმანქანებს, რომლებიც შიდა წვის ძრავისა და ელექტროძრავის კომბინაციას იყენებენ ეს უნდობლობა უფერულდება.

P1-ის ორი ტურბო 3.8-ლიტრიანი V8 ძრავის და ელექტროძრავის კომბინაცია 900 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს. და რადგან P1 მხოლოდ 1496 კგ-ს იწონის და ეფექტური აეროდინამიკური კომპონენტებიც აქვს მისი მაქსიმალური სიჩქარე 322 კმ/სთ-ს უტოლდება.

0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 3 წამზე ნაკლებს ანდომებს.

2005 Ford GT

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
მანქანის 5.4-ლიტრიანი ძრავი 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ლეგენდარული სარბოლო მანქანა, GT40 ფორდმა უკიდურესად შეზღუდული წარმოების სუპერმანქანით გააცოცხლა და მას GT უწოდა.

ჯეიმსს შეუყვარდა GT და იცოდა, რომ იმ დროისთვის არსებული 28 მოდელიდან ერთ-ერთი აუცილებლად მისი უნდა გამხდარიყო.

მანქანის 5.4-ლიტრიანი ძრავი 550 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

1983 Alfa Romeo GTV6

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
ერთხელ კლარკსონმა თქვა- იმისთვის, რომ ნამდვილი ენთუზიასტი და ავტომოყვარული იყოთ თქვენს ცხოვრებაში მინიმუმ ერთი Alfa Romeo უნდა გყავდეთ.

ერთხელ კლარკსონმა თქვა- იმისთვის, რომ ნამდვილი ენთუზიასტი და ავტომოყვარული იყოთ თქვენს ცხოვრებაში მინიმუმ ერთი Alfa Romeo უნდა გყავდეთ.

ისინი საიმედოობით არ გამოირჩევიან, მაგრამ მათი დახვეწილი სტილი და ქარიზმა არასიმედოობის შეგეძნებას აუფერულებდა.

მისი 3.0-ლიტრიანი V6 183 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ჯერემი ფლობდა GTV6-სს, მაგრამ საბოლოოდ, არასანდოობის გამო მაინც გაყიდა. ეს ის შემთხვევა იყო, როდესაც მანქანა გაიძულებს უპირობოდ გიყვარდეს.

Range Rover Vogue

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
Range Rover-ი მდიდრული სალონით და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა.

აქ წარმოდგენილი ავტომობილებიდან Range Rover-ი ერთადერთი არასპორტული მანქანაა. წლების განმავლობაში კლარკსონი არაერთ Range Rover-ს ფლობდა.

ჯერემი თვლის, რომ ყველა რეინჯ როვერი, განსაკუთრებით V8 ძრავიანი Vogue ბაზარზე არსებულ ყველა ჯიპს აღემატებოდა.

Range Rover-ი მდიდრული სალონით და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა.

2012 Ferrari 458 Spider

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
მისი 4.5-ლიტრიანი V8 ძრავი 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

458, უდავოდ, Maranello-ს დიზაინერების გუნდის მიერ შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი მანქანაა.

მისი 4.5-ლიტრიანი V8 ძრავი 570 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Lexus LFA

ჯერემი კლარკსონის საყვარელი მანქანები
მისი კაპოტის ქვეშ 4.8-ლიტრიანი V10-ია. მექანიზმი, რომელიც ყველა დროის უდიდეს ძრავად ითვლება.

კლარკსონის ციტატა: “ვინმემ რომ შემომთავაზოს არჩევანის გაკეთება რომელიმე მანქანაზე, მე მუქ ლურჯ LFA-ის ავირჩევდი.- აი, რამდენად მიყვარს ის“.

საავტომობილო სამყაროში ბევრმა იცის, რომ Lexus LFA სუპერმანქანების სეგმენტში ერთ-ერთი უპირობო ლიდერია.

მისი კაპოტის ქვეშ 4.8-ლიტრიანი V10-ია. მექანიზმი, რომელიც ყველა დროის უდიდეს ძრავად ითვლება.

პირველ რიგში, ის 550 ცხენის ძალას აწარმოებს, მაგრამ რაც მთავარია მისი წითელი ხაზი 9,000 RPM-ზე გადის. რაც სერიულ მანქანებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ჯერემი კლარკსონი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაBMW XM-ის დებიუტი, სავარაუდოდ, 27 სექტემბერს შედგება
შემდეგი სტატიაPagani Utopia- დებიუტი  852 ცხენის ძალით