Ferrari-ის ჰიპერქარის ახალი თიზერი გამოქვეყნდა, ფოტო სარბოლო მანქანის წინა ნაწილის სილუეტს ამხელს, კოპანია Le Mans-ის რბოლისვის ემზადება

Ferrari Le Mans-ში ბრუნდება! ბრენდი Hypercar-ის კლასში იასპარეზებს. იტალიურმა ბრენდმა აქტიურ ავტორბოლაში დაბრუნება 2021 წლის თებერვალში დააანონსა.

ამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ ფერარიმ სარბოლო მანქანის თიზერი გამოაქვეყნა. სურათზე ავტომობილი ფაქტობრივად არ ჩანს.

სურათზე წყვილი წვრილი განათების ელემენტები ჩანს, მათ შორის წითელი ზოლია გავლებული, რომელიც ფერარის ყვითელ სამკერდე ნიშანს და ვერცხლისფერ ცხენს მიჯნავს.

ფერარის ახალ სარბოლო მანქანზე ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა მბრბოლელს ჰიბრიდული ელექტროგადამცემი სისტემა ექნება.

დაბრუნება 50 წლის შემდეგ

ავტომწარმოებლის თქმით ჰიპერქარი განვითარების პირველ ტესტირებას უახლოეს კვირებში დაიწყებს. ბრენდი 2023 წელს FIA World Endurance Championship (გამძლეობის მსოფლიო ჩემპიონატზე) გასასვლელად ეზმადება.

ავტომობილი ცნობილ ტრასას 50 წლის შემდეგ პირველად, სულ რაღაც 1 წელიწადში დაუბრუნდება.

აღსანიშნავია, რომ ფერარი ტრასაზე ბოლოს 1973 წლის 10 ივნისს გავიდა.

ფერარის კონკურენტები

როგორც ცნობილია, ტესტირება ივლისში დაიწყება და ის არ იქნება ერთადერთი მანქანა, რომელიც მომავალი წლის რბოლისთვის ემზადება.

Le Mans-ის 2023 წლის ჩემპიონატზე გასასვლელად კიდევ რამდენიმე ავტომწარმოებელი ემზადება. ახალი Ferrari LMH ისეთ ავტომობილს დაუპირისპირდება, როგორიცაა- Cadillac GTP Hypercar.

რბოლისთვის Lamborghini, Acura და BMW-ც ემზადებიან. სტარტის აღებას აპირებს Porsche-ც. გერმანულმა ავტომწარმოებელმა თავისი ფალავანის თიზერი 2020 წელს გამოაქვეყნა, თუმცა, ოფიციალურად ჯერ არ წარუდგენია.

გავრცელებული ინფორმაციით, პორშეს LMDh სარბოლო მანქანას ჰიბრიდულ კომპონენტთან დაწყვილებული ორი ტურბო V8 ამოძრავებს.

Ferrari-ს თავისი ჰიპერქარის დებიუტთან დაკავშირებით არაფერი უთქვამს. თუმცა, თუ ტესტირება რამდენიმე კვირაში დაიწყება, დებიუტამდელ ჯაშუშურ კადრებს აუცილებლად ვიხილავთ.

Ferrari Le Mans

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაBugatti ახალი პროდუქტის წარმოების გზაზეა
შემდეგი სტატიაPorsche-ს და Puma-ს გაერთიანება 911 Carrera RS 2.7-ის 50 წლის იუბილეზე