დრიფტის მასტერსის ევროპის ჩემპიონატი ლატვიაში გრძელდება, ბრძოლას ქართველი დრიფტერი ნოდო კოდუაც აგრძელებს

დრიფტის მასტერსის ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, 29-30 ივლისს მბრბოლელები ლატვიაში იასპარეზებენ.

ჩემპიონატზე საქართველოს სახელით ქართველი დრიფტერი ნოდო კოდუა ასპარეზობს, მან პირველი საკვალიფიკაციო გარბენი წარმატებით შეასრულა და 77 ქულა მოიპოვა.

წარმატებული გამოდგა მეორე გავლაც, რომელიც სპორტსმენმა 81 ქულით დაასრულა.

შეგახსენებთ, რომ 2022 წლის დრიფტ მასტერსის ევროპის ჩემპიონატზე 25-ზე მეტი ქვეყნის საუკეთესო დრიფტერები მონაწილეობენ.

ჩემპიონატმა სტარტი ირლანდიის მონდელოს პარკში 7-8 მაისს აიღო. შემდეგი ტური ავსტრიაში 18-19 ივნისს ჩატარდა, მე-3 ტური 1-2 ივლისს შვედეთში გაიმართა.

მე-4 ტურს 29-30 ივლისს სწორედ ლატვიის Bikernieku Trase მასპინძლობს. როგორც ორგანიზატორები ვარაუდობენ ღონისძიება მონაწილეების და მაყურებლების ძალისხმევით შთამბეჭდავი და გიჟური იქნება.

ხვალ, 30 ივლისს Bikernieku Trase კიდევ ერთხელ გაეხვევა თავბრუდამხვევ კვამლში და ლატვიური რბოლა სწორედ ამით დასრულდება.

შემდეგი გაჩერება 19-20 აგვისტოს გერმანიის Iron Drift King-ი იქნება. დასკვნითი ღონისძიება კი პოლონეთში, Moto Arena Łódź -ზე 30 სექტემბერი–1 ოქტომბერს გაიმართება.

წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენ ნოდო კოდუას.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

დრიფტის მასტერსის

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]