Audi-მ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ფორმულა-1-ს 2026 წლიდან შეუერთდება

Audi 2026 წლიდან მსოფლიოში ყველაზე საინტერესო მოტოსპორტის სერიას შეუერთდება. ავტომწარმოებელმა ფორმულა-1-თთან თანამშრომლობა ოფიციალურად დაადასტურა.

ინფორმაცია ფორმულა 1-ის ბელგიის გრან პრიზე გამჟღავნდა. ბრენდის F1-ში შესვლა, ძირითადად, ჩემპოიონატის წესების ცვლილებამ განაპირობა. საუბარია ტექნიკურ წესებზე, რომლებიც ძალაში 2026 წლიდან შევა.

ფორმულა 1-ის საბოლოო მიზანი ათწლეულის ბოლოსთვის ნახშირბადნეიტრალიტეტის მიღწევაა. F1-ის სტრატეგია, კი აუდის სამომავლო გეგმებთან 100%-იან თანხვედრაშია.

„მოტოსპორტი Audi-ის დნმ-ის განუყოფელი ნაწილია“- Audi-ს მართვის საბჭოს თავმჯდომარე მარკუს დიუსმანი.

„ფორმულა 1 ჩვენი ბრენდისთვის გლობალური სცენაა. მაღალი წარმადობისა და კონკურენციის კომბინაცია, ჩვენს ინდუსტრიაში, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების განვითარების მამოძრავებელი ძალაა, ფორმულა 1-ში ახალი წესების შემოღებით მათთან შეერთების შანსი მოგვეცა.“

ავტომწარმოებელი ასევე განმარტავს, რომ ფორმულა 1-ში უზარმაზარ მარკეტინგულ პოტენციალს ხედავს, აღნიშნავს, რომ F1-ის კალენდარში ჩანიშნული მოვლენები მსოფლიოში ყველაზე პოპულარულია.

მხოლოდ 2021 წელს, ფირმულა 1-ის რბოლებს 1,5 მილიარდზე მეტმა ტელემაყურებელმა უყურა. რაც შეეხება სოციალურ ქსელებს ფორმულა 1-ის პოპულარობა, იქაც, სწრაფი ტემპით იზრდება.

ოფიციალურ ინფორმაციაში Audi-ს ფ1-ის პარტნიორის შესახებ არაფერია ნათქვამი.

თუმცა, Motorsport.com-ის ცნობით, გერმანელი მწარმოებელი Sauber-თან აპირებს თანამშრომლობას. თავად ავტომწარმოებელი აანონსებს, რომ პარტნიორთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას წლის ბოლოსთვის გამოაქვეყნებს.

Audi F-1 2026

Audi

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLincoln-მა ახალი ავტონომიური ელექტრომობილი L100 წარადგინა
შემდეგი სტატია10 რჩევა როგორ შევამციროთ საწვავის მოხმარება