ლე მანსის და სხვა არაერთი პრესტიჟული რბოლის მონაწილე, 1959 წლის Porsche 718 RSK 5,5 მილიონ დოლარად გაიყიდება

550 Spyder-ზე უფრო გამარტივებული და გათანამედროვებული ახალი მოდელის 718 RSK-სთვის დამახასიათებელი იყო შუქმფენი ფარები და მსუბუქი აეროდინამიკა.

ავტომობილის ძრავი 160 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. 1958 წლდან, ანუ მას შემდეგ, რაც მანქანა დღის სინათლეზე გამოჩნდა არაერთი რბოლის გამარჯვებული გახდა.

თავის კლასში მანდ მოიგო- 12 Hours of Sebring-ი, 24 Hours of Le Mans-ი და Targa Florio. მოკლედ რომ ვთქვათ 718 RSK-მ იმ დროისთვის არსებულ ყველაზე პრესტიჟული რბოლების ტრასებზე თავისი საბურავის წარუშლელი კვალი დატოვა.

1959 წელს ტარგა ფლორიოზე ფერარიმ პირველი, მეორე და მესამე ადგილი დაიკავა და მოიგო არა მხოლოდ თავისი კლასი, არამედ მთელი რბოლა.

ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მრბოლელებს, მთელი მსოფლიოდან, მის შესაძენა უნდოდათ.

ეს კონკრეტული მაგალითი- 718-024, 1959 წლის მარტში, Werk 1-ში, Porsche-ს სარბოლო მაღაზიაში შეიქმნა.

მისი მფლობელი წარმატებული პისტბურგელი მბრბოლელი ედ ჰიუგუ გახდა. ჰიუგუს შემდეგ ავტომობილი დონ აივსმა იყიდა.

1962 წელს აივსი Pikes Peak International Hill Climb-ზე გავიდა, მან იქ 16 წუთი და 45 წამი დააფიქსირა.

მისმა ამჟამინდელმა მფლობელმა მანქანა 2018 წელს იყიდა. მან გადაწყვიტა, რომ ავტომობილს საფუძვლიანი აღდენა სჭირდებოდა და თავისი კლასიკა Rare Drive-ის გუნდს ანდო.

გუნდი ავტომობილის აღდგენას დიდი სიფრთხილით მიუდგა და კონსერვაცია/რესტავრაციის შემდეგ 718 RSK-ს, ფაქტობრივად, პირვანდელი სახე დაუბრუნეს.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფერის სქემა პირვანდელმა მფლობელმა, ჰიუგუმ შეარჩია. შეჯიბრებისთვის მანქანა თეთრად შეიღება და ტრადიციული ამერიკული სარბოლო დიზაინის მისაღებად ლურჯი ზოლებიც დაემატა.

მასზე დატანილია წარწერა-“Lucybelle III” და კუდზე პატარა წითელი გულია გრავირებული.

ავტომობილი ახლა Gooding and Company’s Pebble Beach-ზე იყიდება. წინასწარი ვარაუდებით ის 4,5- დან 5,5 მილიონ დოლარამდე ეღირება.

Porsche 718 RSK

Porsche 718 RSK

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაAudi A8-ს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა: ინტერნეტში ახალი Hyundai Grandeur 2023-ის ფოტოები გავრცელდა
შემდეგი სტატიამსოფლიოში ერთერთი ყველაზე ძვირადღირებული ავტოპარკი: რამზან კადიროვის მანქანები