ამერიკელმა უროლოგმა დიდი ალბათობით მსოფლიოში პირველი ქირურგიული ოპერაცია, ელექტრომობილი Rivian R1T-ის გამოყენებით ჩაატარა.
ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ Twitter-ში გაავრცელა. მაშინ როდესაც კლინიკაში მოულოდნელად დენი წავიდა, ექიმმა ქრისტოფერ იანგმა აპარატის შესაერთებლად ელექტრომობილის დენცქვიტა (შტეფსელი) გამოიყნა.
ოპერაცია გადაუდებელი არ ყოფილა. პაციენტი ვაზექტომიის ჩასატარებლად მივიდა, ამ დროს კი მოულოდნელად შენობაში შუქი ჩაქრა. ამის შემდეგ კლინიკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა იანგს ენერგიის წყაროდ, თავისი ელექტრო მანქანა შესთავაზა.
პაციენტის თანხმობის შემდეგ, (რომელსაც დროის დაკარგვა არ სურდა), ექიმმა ელექტროკოაგულატორი და პატარა ვენტილატორი, გამაგრძელებლის საშუალებით, პიკაპის სატვირთო განყოფილებაში მდებარე დენცქვიტას (შტეფსელს) შეუერთა. საბოლოო ჯამში ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა.
Rivian R1T-ის დებიუტი 2018 წელს შედგა. მას ოთხი სრულფასოვანი 110 ვოლტიანი დენცქვიტა (შტეფსელი) მოჰყვება. ორი მათგანი სატვირთო განყოფილებაშია დამონტაჟებული, მეორე ორი კი განთავსებულია სალონში.
Rivian R1T ორი და ოთხი ელექტროძრავით არის წარმოდგენილი, მისი ფასი $73,000-დან იწყება.