ბატარეაზე მომუშავე ჰიპერქარი, Rimac Nevera მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ელექტრომობილია, ამავდროულად, ის ყველაზე სწრაფად „აჩქარებად“ მანქანადაც ითვლება

ხორვატიული ბრენდის პირველი მოდელი Rimac Nevera მსოფლიოში ყველაზე სწრაფად აჩქარებადი მანქანა იყო. ახლა ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ წარმოების მოდელადაც ითვლება.

ბატარეაზე მომუშავე ჰიპერმანქანამ უახლესი „რეგალია“ გერმანიაში ტესტირების დროს დაფიქსირებული 411 კმ/სთ-ის შემდე მოიპოვა.

Nevera საზოგადოებას 4 წლის წინ Rimac C-Two Concept-ის სახელით წარუდგინეს. ის დღეს მსოფლიოში ყველაზე სწრაფი სერიული წარმოების ავტომობილია.

ის მხოლოდ 150 ეგზემპლარადაა წარმოდგენილი და ჰიპერმანქანის ღირებულება 2 მილიონ ევროს უტოლდება.

Nevera ოთხი ელექტროძრავით იკვებება, ძრავების კომბინაცია კი 1,914 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Nevera-მ EV-ებს Automotive Testing Papenburg-ის სატესტო ტრასაზე ახალი სტანდარტი დაუწესა. რეკორდი Rimac-ის ტესტირებისა და განვითარების მთავარმა მძღოლმა, მირო ზრნჩევიჩმა დააფიქსირა.

ავტომობილი აერო-მაქსიმიზაციის მაქსიმალური სიჩქარის რეჟიმში იყო მომართული და Michelin Cup 2R საბურავებით იყო აღჭურვილი.

ზრნჩევიჩმა ავტომობილის 1914-ვე ცხენი გამოათავისუფლა და მაქიმალურ 412 კმ/სთ-ს მიაღწია.

ეს მაჩვენებელი 78 კმ/სთ-ით ჩამორჩება საწვავზე მომუშავე Bugatti Chiron Super Sport-ის მაქსიმალურ 489 კმ/სთ-იან სიჩქარეს, თუმცა, ელექტრომობილების სეგმენტში ნევერამ გაუგონარი შედეგი დადო.

„მე ნევერას მისი საჭის პირველი დატრიალებიდანვე ვმართავ და დღეს დადებული შედეგი, მართლაც ემოციურია ჩემთვის“-თქვა მძღოლმა

Rimac-ის 2,4 მილიონ დოლარიანი მანქანა ზემოაღნიშნული მაქსიმალური სიჩქარით მომხმარებლებს შეზღუდულ ეგზემპლარად მიეწოდება.

Rimac Nevera

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაLamborghini Huracan Sterrato-ს ექსტერიერის დიზაინი
შემდეგი სტატიაახალი რეკორდი-Pininfarina Battista მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ქუჩის ლეგალური ელექტრო მანქანაა