5 იანვრის დებიუტამდე Ram-მა 1500 Revolution-ის თიზერი შემოგვთავაზა, სერიული მოდელის გაყიდვა 2024 წლიდან დაიწყება

Ram-მა ელექტრო სატვირთო მანქანების სეგმენტში შემოსვლა ცოტა დააგვიანა, თუმცა ბრენდს Ford F-150 Lightning-ის და Chevrolet Silverado EV-ის კონკურენტი მომავალი წლიდან ეყოლება.

სერიული მოდელის გამოსვლამდე წარმოების კონცეფციას საზოგადოება 2023 წლის იანვარში იხილავს.

ავტომწარმოებელმა ოფიციალური პრესრელიზი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ პროდუქციის დებიუტი 5 იანვარს, Consumer Electronics Show-ზე გაიმართება.

ბოლო მომენტამდე ვარაუდობდნენ, რომ კონცეფციის დებიუტი ამ თვეში, LA ავტო შოუზე შედგებოდა, თუმცა, როგორც ჩანს ავტომწარმოებელმა თავისი გეგმები შეცვალა.

კონკრეტული დეტალების გამჟღავნების გარეშე რამი ამბობს, რომ ელექტრო სატვირთო მანქანა ექსკლუზიური მოწინავე ტექნოლოგიების მახასიათებლებით იქნება დატვირთული.

ცნობილია, რომ ნულოვანი ემისიის ფურგონი სტელანტისის STLA Fram პლატფორმაზე იმოძრავებს. ამ მასშტაბურ არქიტექტურას ბატარეის სპეციფიკაციებიდან გამომდინარე 805 კმ-იანი დიაპაზონის შემოთავაზება შეუძლია.

პლატფორმას 200 კილოვატ-საათიანი ბატარეების განთავსება შეუძლია, თუმცა, ჯერ არ არის ცნობილი რამდენად დიდი იქნება რამის სატვირთო ფურგონის ბატარეის პაკეტი.

რამის პრესრელიზს ახალი თიზერ-ფოტოც ახლავს და ის მანქანის პროფილს პირველად ავლენს. ფოტოში ავტომობილის დიდი ნაწილი არ ჩანს, თუმცა მისი კუნთოვანი გვერდითა ნაწილის გარჩევა მაინც შესაძლებელია.

ავტომწარმოებლის მიზანი სეგმენტის წამყვანი მოდელების კონკურენცია  და ლიდერის პოზიციის დაკავებაა. მათი უპირატესობა იქნება-დიაპაზონი, ბუქსირება, დატვირთვა და დატენვის დრო.

Ram 1500 Revolution

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაულტრა იშვიათი Ferrari Testarossa Pininfarina Spider-ი აუქციონზე 2 მილიონი ეღირება
შემდეგი სტატია21-ე საუკუნის დიდებული სუპერმანქანები