რა ღირს Rivian-ი? ამერიკული ბრენდის უგზოობის ინოვაციური ელექტრომობილის ფასები და მახასიათებლები
ისევე, როგორც ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანიების პრუდუქტების უმეტესობა, Rivian-ის ელექტრომობილებიც საკმაოდ ძვირადღირებულია.
ძვირადღირებული არ ნიშნავს მიუწვდომელს, მისი ღირებულება სხვა მაღალი კლასის ელექტრომობილების ფასს შეესაბამება.
ბრენდის R1S და R1T მოდელების დებიუტი 2018 წელს შედგა. იმ დროისთვის სრულიად ელექტრო, უგზოობაზე ფოკუსირებული პიკაპის და ჯიპის იდეა ინოვაციურად ითვლებოდა.
დღეისათვის გამავლობისა და დატვირთვისუნარიანი ავტომობილების „ელექტრონებით“ გამოკვებას სულ უფრო მეტი ავტომწარმოებელი ცდილობს.
გაგაცნობთ რივიანის იმ მოდელებს, რომლებიც ფართო საზოგადოებისთვისაა ხელმისაწვდომი:
Rivian R1T

R1T, რივიანის სიაში, თავგადასავლებზე ორიენტირებული, ელექტროძრავისა და ეფექტური დიაპაზონის მქონე პირველი პიკაპი იყო.
ბევრი ელექტრო სატრანსპორტო საშუალების მსგავსად R1T-ისაც, სიმძიმის ცენტრის შენარჩუნების მიზნით, ბატარეა სამგზავრო განყოფილების ქვეშ აქვს განთავსებული.
საკიდარისა და ზამბარების წყალობით ავტომობილის პლატფორმას მიწიდან 14,5-ინჩამდე დაშორება შეუძლია.
Rivian R1T Explore – $68,575 (შეწყვეტილია)

საბაზო დონის R1T – Explore-ის ფასი $68,575-იდან იწყებოდა. ის ორი, სრულამძრავი ელექტროძრავით და სტანდარტული დიაპაზონის ბატარეის პაკეტითაა აღჭურვილი.
ინტერიერი ხის ჩანართების მქონე ვეგანური ტყავის სავარძლებითაა გაწყობილი.
Explore პაკეტი Rivian-მა 2022 წლის აგვისტოში გააუქმა.
Rivian R1T Adventure – $74,075

მაღალი დონის მორთვის მქონე Adventure-ის ფასი $74,075-დან იწყება. მომხმარებლებს საბაზისო ვარიანტების არჩევის საშუალებაც აქვთ.
ოთხძრავიანი AWD სისტემა დამატებით $6,000 ღირს. პლუს შეფუთვა $16,000, ამას დამატებული სასურველი ფერის არჩევა $2,500.
ასევე, 20-ინჩიანი All-Terrain Dark ან 22-ინჩიანი Sport Dark დისკები +$3,500.
დაბოლოს, Ocean Coast ან Forest Edge ვეგანური ტყავის ინტერიერის ვარიანტი +$2,000. საერთო ჯამში, ეს უპირატესობები ავტომობილის ფასს $104,075-მდე ზრდის.
Rivian R1S

Rivian R1S სრულად ელექტრომობილი აქტიური ცხოვრების წესის მქონე მომხმარებლებისთვისაა შექმნილი.
მისი სატვირთო ძმის მსგავსად, R1S-იც გამავლობის შთამბეჭდავ შესაძლებლობებს გვპირდება. ჯიპის სამგზავრო სივრცეში მესამე რიგია დამატებული.
უკეთესი გამავლობისთვის R1T-ის მსგავსად მისი მიწიდან დაშორების უნარიც 14,5 ინჩს უტოლდება.
რივიანი აცხადებს, რომ R1S-ის 0-დან 60 კმ/სთ-მდე აჩქარება მხოლოდ 3,0 წამში შეეძლება.
Rivian R1S Explore – $73,575 (შეწყვეტილია)

საბაზისო დონე თავდაპირველად R1S Explore უნდა ყოფილიყო და მისი ფასი $73,575-დან უნდა დაწყებულიყო. მას ორმაგი ძრავი, AWD სისტემა და სტანდარტული დიაპაზონის ბატარეის პაკეტი უნდა ჰქონოდა.
სამწუხაროდ, 2022 წლის აგვისტოს მდგომარეობით, Explore Package გაუქმდა. ის ძალიან ჰგავდა R1T Explorer-ს.
ამ შემთხვევაში ავტომწარმოებელი დამატებით ოთხძრავიან AWD სისტემას სთავაზობდა, ღირებულებას 6000$ ემატებოდა. დიდი ბატარეის პაკეტის არჩევის შემთხევაშიც, საერთო ღირებულება 6000$-ით იზრდებოდა.
Rivian R1S Adventure – $79,075

მაღალი დონის Adventure-ის ფასი $79,075-დან იწყება. ხელმისაწვდომია საბაზისო ვარიანტებიც.
პიკაპის მსგავსად თუ დამატებით ოთხძრავიანი AWD გსურთ დამატებით 6000$ უნდა გადაიხადოთ. დიდი ბატარეის პაკეტი +$6000. 2500$ ამ შემთხვევაშიც სასურველი ფერის არჩევის შემთხვევაში ემატება.
20-ინჩიანი All-Terrain Dark ან 22-ინჩიანი Sport Dark დისკები დამატებით $3,500 ღირს. Ocean Coast ან Forest Edge ვეგანური ტყავის ინტერიერის ვარიანტს $2,000 ემატება. საერთო ჯამში ელექტრო ჯიპის ღირებულება $99,075-ს აღწევს.