მოდიფიცირებული Nissan Ariya დიდი მოგზაურობისთვის ემზადება, ელექტრო ჯიპი ჩრდილოეთიდან სამხრეთ პოლუსამდე 27,000 კმ-იან დისტანციას დაფარავს

2023 წლის მარტში Nissan Ariya-ს საჭეს შოტლანდიელი თავგადასავლების მაძიებელი კრის რემსი მიუჯდება და შეეცდება თავის ელექტრო მეგზურთან ერთად გააკეთოს ის, რაც აქამდე არავის გაუკეთებია.

მისი მიზანი ჩრდილოეთიდან სამხრეთ პოლუსამდე 27,000 კმ-იანი მონაკვეთის გავლაა. თუ ეს ასე მოხდა, Nissan Ariya ინება პირველი მანქანა, რომ აღარაფერი ვთქვათ პირველი ელექტრო მანქანა, რომელიც „პოლუსიდან პოლუსამდე“ იმოგზაურებს.

„პოლუსიდან პოლუსამდე“

ეს შთამბეჭდავი თავგადასავალი ჩრდილოეთ პოლუსიდან დაიწყება, გაგრძელდება ჩრდილოეთ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში და ანტარქტიდის კვეთის შემდეგ სამხრეთ პოლუსსაც მიაღწევს.

მთელი ამ უგრძესი მოგზაურობისას, რომელიც თოვლით დაფარულ მყინვარულ პეიზაჟებს, მთებს, ჯუნგლებს და უდაბნოს უზარმაზარ დიუნებს მოიცავს, ტემპერატურა -30⁰C-დან 30⁰C-მდე იქნება.

ექსპედიციაში ჩართვამდე Nissan Ariya-ს მოდიფიკაციების სადემონსტრაციოდ ესკიზები შეიქმნა.

PHOTO GALLERY: Nissan Ariya

საგზაო ვერსიაში ცვლილებები მოიცავს- უფრო დიდ ბორბლებს ყველგანმავალი საბურავებით, ახალ სუსპენზიას, კორპუსის უხეშ ნაკრებს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების ჩათვლით და სახურავზე დამაგრებულ ლედ განათების მქონე სტრუქტურას.

Nissan-ს ელეტრო სისტემის განახლებაზე არაფერი უთქვამს. მანქანას 90 კვტ/სთ ბატარეა და ორძრავიანი კონფიგურაცია ექნება.

ძრავები 389 ცხენის ძალას გამოიმუშავებენ, ხოლო ბრუნვის მომენტი 600 ნიუტონ მეტრს გაუტოლდება.

კრის რემსი

Nissan Ariya- „პოლუსიდან პოლუსამდე“
კრის რემსი ათ წელზე მეტია რაც ელექტრომობილებთან ერთად საინტერესო თავგადასავლებში ერთვება

კრის რემსი ათ წელზე მეტია რაც ელექტრომობილებთან ერთად საინტერესო თავგადასავლებში ერთვება. 2015 წელს მან Nissan Leaf-ით 2 615 კმ-იანი მონაკვეთი გაიარა.

ამ შთამბეჭდავ თავგადასავალზე საუბრისას კრის რემსიმ თქვა:

„ჩვენი მისიაა ყველას ვაჩვენოთ, რომ ელექტრო მანქანებს შეუძლიათ საკმაოდ რთულ  გარემოს, პოლუსების სასტიკი სიცივიდან, სამხრეთ ამერიკის ცხელ და ნოტიო ჯუნგლებამდე, ყველანაირ დაბრკოლებას გაუმკლავდნენ“.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Nissan Ariya

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]