Lightyear-ის დახვეწილი, მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე სედანის პანელები დღეში 70 კმ-იან დისტანციას უზრუნველყოფს
Lightyear 0 მსოფლიოში პირველი, მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილია, მის ბატარეას დამუხტვიდან დამუხტვამდე რამდენიმე თვიანი შუალედის გაკეთება შეუძლია.
და მინდა გითხრათ, რომ ამ საოცარი ავტომობილის წარმოება უკვე დაიწყო. ჰოლანდიურმა სტარტაპმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ მან თავისი სადებიუტო პროდუქტის წარმოება უკვე დაიწყო.
ეს მზის ენერგიაზე მომუშავე ერთადერთი მოდელი არ არის, მაგრამ აქამდე მსგავსი ტიპის ავტომობილი წარმოებაში არ ჩაშვებულა.
ავტომწარმოებელი, როგორც ჩანს, ელექტრომობილების გამოშვებას ჩქარობს, ასეთ დროს კი გამორჩეული და უნიკალური დიზაინის შექმნა, ცოტა რთულია.

ვიზუალი ახალი ელექტრომობილისთვის პრიორიტეტი არ არის, ის სტანდარტულ, პრემიუმ კლასის ელექტრომობილს ჰგავს, თუმცა, ავტომობილის ზედა ნაწილი ე.წ კაპოტიდან დაწყებული, საბარგულის ხუფით დამთავრებული მზის პანელებითაა გაწყობილი.
60 კვტ/სთ-იან ბატარეას დამუხტვაში, ავტომობილს, სწორედ ეს უნიკალური დეტალი ეხმარება.
Lightyear ირწმუნება, რომ პანელებს დღეში 70-კმ იანი დიაპაზონის უზრუნველყოფა შეუძლიათ. და თუ მზე არ გაგანებივრებთ, ერთჯერადი დამუხტვით ავტომობილი 625-კმ-ს გაგატარებთ.

სტარტაპმა განაცხადა, რომ ის ფინეთში, თავის ქარხანაში მზის ენერგიაზე მომუშავე ელექტრომობილის 964 ეგზემპლარს შექმნის.
თავდაპირველად ქარხნიდან კვირაში მხოლოდ ერთი მოდელი გამოვა, მაგრამ იმედოვნებენ, რომ 2023 წლისთვის ეს რიცხვი 5-მდე გაიზრდება.
Lightyear-ის სედანის ფასი, დაახლოებით, 262,000 დოლარიდან იწყება.