Mercedes-Benz-მა თავისი ელექტრო ჯიპის EQE-ს ინტერიერის თიზერი გაავრცელა, სალონი თბილი და ცივი ტონების მქონე ხუთი ფერის პალიტრას ასახავს

Mercedes-Benz-მა საბოლოოდ გაგვიმხილა თუ რას უნდა ველოდოთ ბრენდის ახალი ელექტრო ჯიპ EQE-სგან.

რენდერების ერთობლიობაში გერანული ბრენდი ელექტრო ჯიპის პირველ კადრებს გვიზიარებს, ავტომობილის გამოშვება 2022 წლის ოქტომბერში იგეგმება.

Mercedes-Benz EQE-ს ინტერიერი

Mercedes-Benz-ი EQE-ს ჯიპს, ახასიათებს, როგორც EQE-ს სედანის „მრავალფუნქციურ ვარიანტს“.

ავტომწარმოებელი ამტკიცებს, რომ კომფორტის და დასაჯდომი სივრცის თვალსაზრისით ჯიპი კლასის ერთ-ერთი ლიდერია.

მერსედესმა ჯიპის სალონი ავანგარდული არქიტექტურული თემით წარმოადგინა- ინტერიერში თანამედროვე და ტრადიციული დეტალები კომპოზიციურად ერწყმის ერთმანეთს.

გამოყენებულია თბილი და ცივი ფერების კომბინაცია. Balao Brown სპექტრის თბილ მხარეს წარმოადგენს, ხოლო Neva Grey და Biscay Blue/Black- ცივს.

EQ მოდელების მსგავსად, ჯიპის სალონშიც შიდა განათებაა. სურვილისამებრ დაფაზე MBUX-ის ეკრანი იქნება წარმოდგენილი.

ხის, ალუმინის, 3D ანტრაციტის და თხელი ლითონის პიგმენტების დეტალები სალონის ელემენტებს ავსებენ.

ჯიპი რამდენჯერმე საგზაო ტესტირების დროს დააფიქსირეს, რაც შეეხება ელექტროგადამცემს ამ ეტაპისთვის მასზე მწირი ინფორმაცია გვაქვს.

ამის მიუხედავად, სედანის მონაცემების გათვალისწინებით, შეგვიძლია განვსაზღვროთ თუ რას უნდა ველოდოთ ჯიპისგან.

EQE 53, სავარაუდოდ, 90,6 კვტ/სთ ბატარეის მქონე ორი ელექტროძრავისგან 677 ცხენის ძალას მიიღებს. EQE 43-ს კი 469 ცხენის ძალის შეთავაზება შეუძლია.

Mercedes-Benz-მა ოფიციალურად გამოაცხადა, რომ EQE-ის მსოფლიო პრემიერა 2022 წლის 16 ოქტომბერს გაიმართება.

აღნიშნულ თარიღამდე, ან პრემიერამდე ცოტა ხნით ადრე ელექტრო ჯიპთან დაკავშირებით უფრო მეტი რამ გვეცოდინება.

Mercedes-Benz EQE

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაყველაზე საიმედო და არასაიმედო მეორადი ავტომობილები (TUV Report 2022)
შემდეგი სტატიაAudi A8-ს ძლიერი კონკურენტი გამოუჩნდა: ინტერნეტში ახალი Hyundai Grandeur 2023-ის ფოტოები გავრცელდა