Mercedes-AMG One-ის წარმოება დაიწყო, ხელით შექმნილ/ააწყობილ მანქანას სულ 275 ეგზემპლარად გამოუშვებენ

ხუთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც Mercedes-AMG-იმ ფრანკფურტის მოტორ შოუზე კონცეფცია, სახელად-Project One წარადგინა.

და ახლა, მაქვს პატივი გაცნობოთ, რომ F1-ის ძრავიანი ჰიპერქარის წარმოება დაიწყო…

ყველაზე სწრაფმა საგზაო მანქანამ, რომელიც სამქიმიან ემბლემას ატარებს განვითარების შეფერხების გამო „დააგვიანა“.

ყველა დაბრკოლება წარსულში დარჩა, რადგან 275 ერთეულიდან პირველი, უკვე აშენებულია.

მანქანები Coventry-ში დიდ ბრიტანეთში, AMG-ის ქარხანაში ხელით მზადდება. რაც შეეხება ელექტროძრავების კომბინაციას, ის Mercedes-AMG High Performance Powertrains განყოფილების მიერ Brixworth-ში იწარმოება.

ეს ის გუნდია, რომელიც F1-ის მანქანის „გულის“ განვითარებასა და წარმოებაზე არიან პასუხისმგებელნი.

საწარმოო პროცესი

Mercedes-AMG-ის მიერ აღწერილი პროცედურა თითოეული მანქანისთვის 16-საფეხურიან ტესტირებას ითვალისწინებს.

ჰიპერქარის წარმოებაში 50-ზე მეტი ადამიანია ჩართული. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ელექტრიფიცირებული მანქანა მიმდებარე საგამოცდო მოედანზე გადადის, ავტომობილს მწვანე შუქი სწორედ იქ ეძლევა.

შემდეგ 1049 ცხენის ძალის მქონე მხეცს დამცავ გარსს აკრავენ და დახურული სატვირთო მანქანით გერმანიაში, აფფალტერბახში, AMG-ის სათაო ოფისში გადაჰყავთ.

ეს სწორედ ის ადგილია, სადაც მფლობელი თავის ძვირფას ნივთს იბარებს და AMG One-ის ექსპერტების მიერ ტექნიკური ხასიათის ინფორმაციას ეცნობა.

რა იმალება სიღრმეში?

One-ის ტურბო V6 566 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

რაც შეეხება ელექტროძრავების კვარტეტს- წინა ბორბლებზე მიმართული თითო ძრავი ჰიპერქარს კომბინირებულ 322 ცხ.ძ.-ს აძლევს, მესამე ელექტროძრავი წვის ძრავის გვერდითაა მოთავსებული და 161 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო მეოთხე ტურბოკომპრესორთანაა დამაგრებული და 121 ცხ.ძ.-ს იძლევა.

8.4 კვტ/სთ ლითიუმ-იონური ბატარეის ნაკრები 18 კილომეტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

ჰოპერქარი 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 2,9 წამს ანდომებს. ეს არც ისე შთამბეჭდავია, არა?

მაგრამ AMG One-ი 200 კმ/სთ-მდე აჩქარებას გამაოგნებლად მოკლე დროში, შვიდი წამში ახერხებს. ჰიპერქარის მაქსიმალური სიჩქარე 352 კმ/სთ-ს მიაღწევს.

მანქანა უდავოდ ინჟინერიის საოცრებაა და სავარაუდოდ, მხოლოდ დროის საკითხია თუ როდის გახდება ნიურგურგრინგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი წარმოების მანქანა.

Mercedes AMG One

Mercedes-AMG One

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაილონ მასკმა $7 მილიარდი ღირებულების, Tesla-ს აქციები გაყიდა
შემდეგი სტატიაPorsche 911 Sally Carrera- Pixar Cars-ის გაცოცხლებული პერსონაჟი