Jeep-ის ახალი “ოფროუდერი” Recon-ი Wrangler-ის ელექტრო ალტერნატივაა, მისი გამოშვება 2024 წლისთვის იგეგმება

მათ, ვინც Jeep Wrangler-ის შეძენაზე ფიქრობს, ცხოვრებამ ახალი თავსატეხი მოუვლინა. რაში მდგომარეობს ეს თავსატეხი? მხოლოდ Ford Bronco-ზე არ ვსაუბრობ, დღეს Jeep-მა Wrangler-ის ახალი ბიძაშვილი, სრულიად ელექტრო, 2024 წლის Recon-ი გამოავლინა.

ახალი ამბები Jeep’s 4xe Day-ზე გახდა ცნობილი, ღონისძიებაზე კომპანიამ განაცხადა, რომ ევროპასა და აშშ-ში 4 ახალ ელექტრო ჯიპს შემოიტანს,  მათ შორის უგზოობაზე ორიენტირებულ ძვირადღირებულ ელექტრო ჯიპს Wagoneer S-საც.

Wagoneer S-ი და Recon-ი Stellantis STLA ელექტრო პლატფორმას გამოიყენებენ.

როდესაც ძვირადღირებული Wagoneer-ი მომხმარებლებს კომფორტულ ურბანული გადაადგილებას სთავაზობს, Recon-ი ტიპური უგზოობის ტრანსპორტია, თავისი მოსახსნელი კარებით და სხვა დეტალებით.

Jeep-ს Recon-ის ტექნიკურ მახასიათებლებზე ბევრი არაფერი უთქვამს. მაგრამ მან განაცხადა, რომ Wagoneer S-ი  600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას კი 3.5 წამში შეძლებს. აღსანიშნავია, რომ ჯიპი ერთი დატენვით 644 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

კომპანიამ განმარტა, რომ Recon-ი შექმნილია იმისთვის, რომ იყოს Jeep 4×4 და არა სტანდარტული ელექტრომობილი.

ჯიპი უგზოობის მანქანისთვის დამახასიათებელ ყველა უპირატესობას ფლობს, აგრესიული საბურავებიდან დაწყებყლი, კორპუსის საიმედო დაცვით დამთავრებული.

Recon-ი ელექტრო სახურავს და Jeep’s Connect-ის უახლესი თაობის საინფორმაციო გასართობ სისტემას მიიღებს.

„სრულიად ახალ, ელექტრო Jeep Recon-ს შესაძლებლობა აქვს გადალახოს ძლიერი Rubicon Trail-ი, ერთ-ერთი ყველაზე რთული გამავლობის ბილიკი აშშ-ში. ჯიპის აღმასრულებელი დირექტორი კრისტიან მენიე.

Recon-ის და Wagoneer S-ის შეკვეთა 2023 წლის დასაწყისიდან იქნება შესაძლებელი, წარმოების დაწყება კი 2024 წლიდან იგეგმება.

2024 Jeep Recon

Jeep Recon

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაჩინურმა ელექტრომობილებმა უსაფრთხოების უმაღლესი შეფასება მიიღეს, მაგრამ Tesla Model Y საუკეთესოა
შემდეგი სტატიამარჯვენა და მარცხენა საავტომობილო მოძრაობა, რატომ განსხვავდება ის სხვადასხვა ქვეყანაში?