Hyundai Ioniq 6-ის წინასწარმა შეკვეთებმა 24 საათში 37000-ს გადააჭარბა, ახალი რეკორდი ელექტრომობილისადმი უზარმაზარ მოთხოვნაზე მიუთითებს
Hyundai-მ კვირის დასაწყისში გამოაცხადა, რომ სამხრეთ კორეაში Ioniq 6-ის წინასწარი გაყიდვების პირველ დღეს 37,446 შეკვეთა მიიღო.
ზემოაღნიშნული მოვლენა კომპანიისთვის გასაოცარი ახალი რეკორდია, ეს მაჩვენებელი 2021 წლის თებერვლის პირველ დღეს, Hyundai Ioniq 5-ის წინასწარ დაფიქსირებულ 23,760 შეკვეთას მნიშვნელოვნად აღემატება. (ცნობისთვის, Kia EV6-ის პირველი დღის შეკვეთებმა 21 000-ს მიაღწია).
რეკორდი Hyundai Ioniq 6-ის უკვე დიდ პოპულარობაზე, ავტომობილის მიმართ ნდობაზე და მოთხოვნაზე მიუთითებს.
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას შემდეგ რაც კომპანია შეკვეთების წიგნებს სხვა ბაზრებისთვისაც გახსნის, მაგალითად, აშშ და ევროპა, ჯავშნები მალევე შეივსება.
Hyundai Ioniq 6 ივლისში Busan Motor Show-ზე წარადგინეს. E-GMP-ზე დაფუძნებული სედანი ბატარეის ორი: 53.0 კვტ/სთ და 77.4 კვტ/სთ-იანი ვერსიით იქნება ხელმისაწვდომი.
ეფექტური აეროდინამიკის მეშვეობით, დიდი ალბათობით, ავტომობილი მომხმარებლებს 610 კმ-იან დიაპაზონს შესთავაზებს.
ავტომობილს ასევე ამძრავის ორი ვერსია ექნება- ერთი ძრავის მქონე უკანაამძრავი და ორძრავიან სრულამძრავი.
უმაღლესი დონის კონფიგურაცია გვპირდება, რომ იონიქ 6 0-დან 100 კმ/სთ-მდე აჩქარებას 5,1 წამში შეძლებს.
რა თქმა უნდა, ისევე როგორც E-GMP-ზე დაფუძნებული სხვა მოდელების შემთხვევაში, Hyundai Ioniq-ის სიძლიერე და უპირატესობა სწრაფი დატენვის შესაძლებლობა იქნება.
(10%-დან 80%-მდე დამუხტვას სულ რაღაც 18 წუთი დასჭირდება.)
Ioniq 6-ის ფასები სამხრეთ კორეაში, ადგილობრივი სუბსიდიების ჩათვლით, 39000 დოლარიდან იწყება. (52 მილიონი KRW)
შიდა ბაზარზე გაყიდვები, ოფიციალურად, სექტემბრიდან დაიწყება. რაც შეეხება სხა ბაზრებს, გაყიდვები, სავარაუდოდ, 2023 წლის პირველი ნახევრიდან დაიწყება.