სუპერმანქანების მწარმოებელი კომპანია Gordon Murray Automotive ახალ სეგმენტში შეაბიჯებს, კომპანია 2 ელექტრო ჯიპზე მუშაობს

Gordon Murray Automotive სუპერმანქანების მწარმოებელი კომპანია  McLaren F1-ის ლეგენდარული დიზაინერის Gordon Murray-ს მიერ დაარსდა და მისივე სახელი დაერქვა.

ავტომწარმოებლის 2 სუპერმანქანა T.50 და T.33 შიდა წვის ძრავზე მომუშავე მოდელებია. ორივე მათგანი ფართო მასებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ახლა კი ბრენდი თავისი ახალი პროდუქტებით შემდეგ საფეხურზე გადადის, ავტომწარმოებელი მომხმარებლებს 2 ელექტრო ჯიპს სთავაზობს.

კომპანიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია, თუმცა თავად გორდონ მიურეი ცოტა ხნის წინ Autocar-ს ესაუბრა. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კომპანია 2 ახალ პროდუქტზე მუშაობს.

როგორც ჩანს ჯიპები T.50 და T.33-ის გზას მიყვებიან, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, ახალი პროდუქტებისგან სიმსუბუქეს და ეფექტურ აეროდინამიკას უნდა ველოდოთ.

Gallery: GordonMurray Automotive T.33

ტექნიკური დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა, მიურეიმ მათ ბუნებაზე ცოტა რამ მაინც გაამხილა.

ერთ-ერთი ახალი მოდელი front-wheel drive (წინა წამყვანი) სისტემით იქნება წარმოდგენილი, ჯიპი 4 მგზავს დაიტევს.

შედარებით ძვირადღირებულ მეორე მოდელს all-wheel-drive (ყველა წამყვანი) სისტემა ექნება და ის 5 მგზავრისთვის იქნება გათვლილი.

როგორც დიზაინერი აღნიშნავს ორივე მოდელი გონივრული თანხა ეღირება, დიზაინერმა მათ ხელმისაწვდომობას (რამდენადაც ეს შესაძლებელია) გაუსვა ხაზი ასევე აღნიშნა რომ, ორივე მაქსიმალურად მსუბუქი იქნება.

ჯიპები Windlesham-ში, ინგლისში აშენდება. აღსანიშნავია რომ Gordon Murray Automotive 377 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელებას სწორედ ვინდლეშამში გეგმავს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Gordon Murray

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]