ელექტრო Ram Revolution-ის კონცეფციის დებიუტი ნოემბერში შედგება, სერიული წარმოების მოდელს კი უკვე 2023 წელს წარადგენენ
Ram-ის ელექტრო პიკაპის Revolution-ის წარმოება 2024 წლიდან დაიწყება. მაგრამ მანამდე, Ram-მა კონცეფცია უნდა წარადგინოს.
დიდი დებიუტი, როგორც ცნობილია, ნოემბერში, LA ავტო შოუს წინა ღამეს შედგება. რაც შეეხება საწარმოო ვერსიას, მას, დიდი ალბათობით, მომავალ წლამდე ვერ ვიხილავთ.
ამ ელექტრომობილის შესახებ ძალიან ცოტა რამ არის ცნობილი.
Ram-ის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკ კოვალმა Detroit Free Press-სთან საუბრისას აღნიშნა, რომ ფურგონი სეგმენტის ფავორიტებს ისეთ კომპონენტებში აჯობებს, როგორებიცაა- ტრანსპორტირება და ბუქსირება.
რამმა ფურგონის თიზერი პირველად წლის დასაწყისში გვაჩვენა. ავტომწარმოებელი თავისი ელექტრომობილის პირდაპირ კონკურენტებად Ford F-150 Lightning-ს და Chevrolet Silverado EV-ს მიიჩნევს.
ახალი სატვირთო მანქანა Stellantis-ის STLA Frame პლატფორმაზე იმოძრავებს.
STLA Frame პლატფორმა 200 კილოვატ-საათიან ბატარეებს იტევს, ამის გათვალისწინებით კი ავტომობილი, სავარაუდოდ, 800 კმ-იან დიაპაზონს შემოგვთავაზებს.
გამოვლენი თიზერები თამამი გარეგნობის სატვირთოს და განათებულ ცხაურს გვაჩვენებენ. ჯერ-ჯერობით არ ვიცით რა მსგავსება და განსხვავება იქნება კონცეფციასა და საწარმოო ვერსიას შორის.
კონცეფციის თიზერი


რამს 2024 წლამდე ცვლილებების განსახორციელებლად საკმაო დრო აქვს.
ავტომწარმოებელი 2030 წლისთვის თავისი ყველა მოდელის ელექტრიფიცირებას გეგმავს.
როგორც სტატისტიკა აჩვენებს საშუალო ზომის სატვირთოები დიდი პოპულარობით სარგებლობენ და შესაძლოა, რამმაც თავის ხაზს რაიმე ახალი შემატოს.
Ram Revolution კონცეფცია ბრენდის პირველი ელექტრო ფურგონი იქნება.
აქვე- გასულ წელს, Chevy Silverado, Ram 1500 და Ford F-150 ამერიკაში ყველაზე „გაყიდვადი“ მანქანების სამეულში იყვნენ, აქედან გამომდინარე, თითოეული მოდელის ელექტრიფიკაცია, საკმაოდ მნიშვნელოვანი ეტაპია.