3-რიგიანი ელექტრო ჯიპი Hyundai Ioniq 7-ის საწარმოო მოდელი მისი კონცეფციის მსგავსი იქნება
რა არის ეს?
ეს 3-რიგიანი სრულად ელექტრო ჯიპი 2024 წლის Hyundai Ioniq 7-ია, მანქანა ავტომწარმოებლის Seven კონცეფციაზეა დაფუძნებული.
რა მნიშვნელობისაა?
Hyundai Ioniq 7 Ioniq ოჯახის მესამე სრულად ელექტრო წევრია. ცნობილი Ioniq 5 სუბკომპაქტური ქროსოვერის და ახალი Ioniq 6 სედანის კვალდაკვალ Ioniq 7 იონიქ 5-ის პიქსელურ უკანა მაშუქებს და დღის განათებას გამოიყენებს.
2021 წლის ლოს-ანჯელესის ავტო შოუზე, მაშინ როდესაც კონცეფციის დებიუტი შედგა Hyundai Motor America-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ხოსე მუნიოსმა პირობა დადო, რომ სერიული მოდელი კონცეფციის მსგავსი იქნებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ Seven-ის კონცეფციას სალონის მსგავსი ინტერიერი და კარები აქვს გაყიდვაში გამოსულ ვერსიას სტანდარტული საჭე და ინტერიერი ექნება.
საავტომობილო სივრცეში ვარაუდობენ, რომ მისი სალონი Ioniq 5-ის ზოგიერთ დეტალს გაიმეორებს.
პლატფორმა და ელექტროგადამცემი სისტემა:
Ioniq 7 Hyundai-ის ელექტრო-გლობალურ მოდულურ პლატფორმაზე (E-GMP)-ზე იქნება დაფუძნებული.
ამ უნიკალური სისტემას სხვადასხვა ზომის ბატარეის განთავსება შეუძლია. ეს იგივე არქიტექტურაა, რომელიც Ioniq 5-ში, Kia EV6-ში და Genesis GV60-შია გამოყენებული.
Hyundai Ioniq 7, Kia EV9-ს და Genesis GV90-ის მსგავსი იქნება. (ცნობისთვის- Kia-ს წარმოება სულ მალე დაიწყება, რაც შეეხება მიწოდებას, მას შოურუმებში სავარაუდოდ მომავალი წლიდან ვიხილავთ. Genesis GV90 კი 2024 წლიდან გამოვა).
ჰიუნდაის ახალი 3-რიგიანი ელექტრო ჯიპი 482 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს. 350 კვტ-იანი დამტენით 10-დან 80 პროცენტამდე დატენვას დაახლოებით 20 წუთს მოანდომებს.
მისი სავარაუდო ღირებულება- 50 000 დოლარი იქნება.
გაყიდვის სავარაუდო თარიღი კი- 2024 წლის პირველი კვარტალი.




