მსოფლიოს 10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

Bugatti Mistral $5.0 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

Mistral-ი Chiron-ის ეპოქის პირველი როდსტერია. კომპანიის ამჟამინდელი თაობის ჰიპერმანქანის როდსტერად გადაქცევა არც ისე მარტივი იყო.

საბოლოო შედეგის მისაღებად ავტომობილი სრულად გადაკეთდა და დაიხვეწა. ახლა ავტომობილს მისი წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო მომრგვალებული სილუეტი აქვს.

Mistral-ის სიმძლავრე კომპანიის W16 ძრავის საბოლოო ვერსიაა. ეს იგივე 8.0-ლიტრიანი „წისქვილია“, რომელიც Chiron Super Sport 300+-ში გამოიყენეს.

ამ უკანასკნელის შემთხვევაში ძრავი 1577 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ავტომწარმოებლის თქმით მისი მიზანი ახალი სუპერმანქანის მსოფლიოს უსწრაფეს როდსტერად გადაქცევაა.

Mistral-ის ფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარია. ის მხოლოდ 99 ეგზემპლარად შეიქმნება.

Pagani Huayra Imola $5.4 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

მიუხედავად იმისა, რომ Pagani-მ მსოფლიოს საოცარი სუპერმანქანა, უტოპია შესთავაზა Huayra Imola პაგანის ერთ-ერთ საუკეთესო ავტომობილად რჩება.

6.0-ლიტრიანი V12 ძრავით მანქანა 827 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. Huayra Imola-ს ფასი, დაახლოებით 5.4 მილიონი დოლარია. ის პაგანის მეორე ძვირადღირებული მოდელია.

Bugatti Divo $5.8 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

Bugatti-ს ახლახან გამოშვებულ მანქანებს შორის Divo ერთ-ერთი ფავორიტია. მიუხედავად იმისა, რომ მას თავის „იაფ“ ძმასთან, Chiron-თან ბევრი საერთი აქვს, მისი დამატებითი უპირატესობები ზემოაღნიშნულ ღირებულებას ამართლებს.

მსუბუქი ბორბლების და ნახშირბადბოჭკოვანი გამაგრილებლების წყალობით Divo Chiron-ზე 35 კგ-ით ნაკლებია.

მიუხედავად იმისა, რომ სიმძლავრე უცვლელია, Divo-ს განსხვავებული აეროდინამიკური კონფიგურაცია ნარდოს სატესტო ტრასაზე 8 წამით აჩქარებს.

დივოს მხოლოდ 44 ეგზემპლარი შეიქმნება და მისი ღირებულება 5.8 მილიონ დოლარს გაუტოლდება.

SP Automotive Chaos $6.4 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

SP Automotive ჰიპერმანქანების სამყაროში ახალი სახელია, თუმცა ბრენდის 2000 ცხენის ძალის მქონე სუპერმანქანამ საზოგადოებაზე გავლენა უკვე მოახდინა.  4.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V10 ძრავით საბაზისო SP Automotive Chaos-ი სეგმენტის  ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული მანქანაა.

როგორც ხედავთ მან ბუგატსაც და ლამბორგინსაც აჯობა. ამ მანქანის კიდევ უფრო ძვირი ვერსიაც არსებობს, მისი ღირებულება 14,4 მილიონი დოლარია. გავრცელებული ინფორმაციით ეს ვერსია 3000 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Pagani Codalunga $7.4 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

ძვირადღირებული  პაგანის გრძელი სია Codualunga-ით მთავრდება. 1960-იანი წლების იტალიური ესთეტიკით შთაგონეული, განსაცვიფრებელი ექსტერიერის მქონე ავტომობილი 7,4 მილიონი დოლარი ღირს.

კაპოტის ქვეშ 6.0-ლიტრიანი ორმაგი ტურბო V12 ძრავი აქვს. ავტომობილი  829 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Mercedes-Maybach Exelero $8.0 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

Exlero-ს დებიუტი 2004 წელს შედგა. მერსედესმა ის მაიბახის ძვლებზე ააგო და 690 ცხენის ძალის მქონე ტყუპი ტურბო V12 ძრავი უსახსოვრა.

მისი მაქსიმალური სიჩქარე 350 კმ/სთ-ს უტოლდება.

Bugatti Centodieci $9.0 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

Bugatti-მ EB110-ით ინსპირირებული ჰიპერქარის Centodieci-ს შესახებ ინფორმაცია ბრენდის 110 წლის იუბილეს აღსანიშნავად 2019 წელს გაასაჯაროვა.

ავტომწარმოებელს ჰიპერქარის შესაქმნელად 3 წელი და ათასობით კილომეტრიანი ტესტირება დასჭირდა თუმცა, ულტრაიშვიათი Bugatti Centodieci საბოლოოდ აქ არის.

Centodieci ბუგატის ერთ-ერთი ყველაზე ექსკლუზიური მოდელია, როგორც უკვე აღვნიშნე საზოგადოებამ ჰიპერქარზე პირველად 2019 წელს, ავტომწარმოებლის 110 წლის იუბილეს აღსანიშვნის ფარგლებში შეიტყო.

ამჟამინდელი თაობის Chiron-ის ძვლებზე აგებულ ავტომობილს გასაოცარი კუთხოვანი კორპუსი აქვს, ფორმებით ის იტალიელი ბიზნესმენის რომანო არტიოლის ხელმძღვანელობის დროს შექმნილ EB110-ს ჰგავს.

ახალი ჰიპერმანქანა ოთხ ტურბოიანი, 4.0-ლიტრიანი W-16-ითაა აღჭურვილი. ის განსაცვიფრებელ, 1600 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Rolls-Royce Sweptail $12.8 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

ამ სიის სამი ძვირადღირებული მოდელიდან 2 როლს როისია, ალბათ არც გაგიკვირდათ… Sweptail-ი მესამე ადგილს იკავებს. 13.0 მილიონი დოლარის ღირებულების სვიპთეილი დებიუტის დროს ყველაზე ძვირადღირებული მანქანა იყო.

ავტომობილი 453 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Bugatti La Voiture Noire  $13.4

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

13,4 მილიონი დოლარის ღირებულების  ერთჯერადი Bugatti La Voiture Noire ოფიციალურად ყველაზე ძვირადღირებული ახალი Bugatti-ა.

Jean Bugatti-ის პერსონალური Type 57 SC Atlantic-ის თანამედროვე ინტერპრეტაცია La Voiture Noire შირონის მსგავსად 8.0-ლიტრიან ოთხმაგ ტურბო  W16 ძრავს იყენებს. ძრავი 1479 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Rolls-Royce Boat Tail * $28.0 მილიონი

10 ყველაზე ძვირადღირებული ავტომობილი

Rolls-Royce საავტომობილო ინდუსტრიას მშვენიერი ახალი Boat Tail-ით დაუბრუნდა. 2017 წლის განსაცვიფრებელი Sweptail-ი 12,8 მილიონი დოლარი ღირდა.

მიუხედავად იმისა, რომ Rolls-Royce ოფიციალურ ფასს არ აცხადებს გავრცელებული ინფორმაციით  Boat Tail-ი 28 მილიონი დოლარი ეღირება.

ავტომობილი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატიაჯეიმს ბონდის Aston Martin DB5 აუქციონზე 3,2 მილიონ დოლარად გაიყიდა
შემდეგი სტატიაელექტრო GMC Hummer-ის დაპირისპირება F-150 Lightning-თან და Escalade V-თან