დიახ, არ მოგესმათ. Z-Triton საინტერესო და მრავალფუნქციური კონცეფციაა, რომელიც აერთიანებს-ველოსიპედს, ნავს და კომპაქტურ კარავს
თანამედროვე საავტომობილო ინდუსტრიაში, უფრო სწორად ზოგადად, სატრანსპორტო ინდუსტრიაში სულ უფრო და უფრო „ჩახლართული“ ხდება სხვადასხვა კატეგორიის განსაზღვრა.
გამოიკვეთა სხვადასხვა სეგმენტის მანქანების შერევის ტენდენცია. ლატვიურმა სტარტაპმა Zeltini-მა ეს იდეა სრულიად ახალ დონეზე აიყვანა.
სამი ერთში

მეგობრებო, გაიცანით Z-Triton, ველოსიპედი, ნავი და RV (კომპაქტური კარავი/მოსასვენებელი სივრცე). მისი დიზაინი უნიკალურია, არაფერს ჰგავს.
ქმნილება სამი ერთში სამყაროს სხვადასხვა გზით შეცნობის საშუალებას გაძლევთ- თქვენ შეგიძლიათ იმოგზაუროთ ხმელეთზე, წყალზე და დღის ბოლოს, ემოციურად და ფიზიკურად დაღლილებმა შთაბეჭდილებით აღსავსე ფიქრებით უკან გადაინავლოთ და დაიძინოთ.
Z-Triton ველოსიპედი

ველოსიპედი შეგიძლიათ მართოთ, როგორც პედლებით, ასევე ელექტროენერგიის დახმარებითაც( 250 ვატიანი ძრავის წყვილი). ტრანსპორტი ადგილს ორი ზრდასრული ადამიანისთვის უზრუნველყოფს.
ნავი

Z-Triton-ის ნავად გადაქცევა მარტივი საქმეა. თქვენ მხოლოდ ველოსიპედის ბორბლები უნდა ასწიოთ, გაბეროთ კამერები და სტაბილიზატორს მიამაგროთ, ჩამოსწიოს ნავის ელექტრო ძრავი და სრული სვლით წინ!…
მწარმოებელი ამბობს, რომ პროცედურას ხუთ წუთზე ნაკლები სჭირდება. გვარწმუნებს, რომ ძრავის ელექტრო ენერგიის ამოწურვაზე არ ვინერვიულოთ- ნავს ალტერნატიული ნიჩბები მოჰყვება.
კარავი

არანაკლებ მნიშვნელოვანია მისი მესამე კომპონენტი „კემპერი“. ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მისი გამოყენება შეგვიძლია, როგორც ხმელეთზე, ასევე წყალშიც, ასე რომ შენ თამამად შეგიძლია გახვიდე შუა ტბაში და ღამე უსაფრთხოდ და კომფორტულად გაატარო.
ლატვიური კომპანია აღნიშნავს, რომ მოსასვენებელ სივრცეში ორი ზრდასრული ადამიანი თავისუფლად და კომფორტულად მოთავსდება. მის სახურავზე ენერგიის უზრუნველსაყოფად მზის პანელია დამონტაჟებული.
პანელთან ერთად სახურავს ქოთანიც ამშვებებს, ასე რომ თქვენ თავისულად შეგიძლიათ თქვენი საყვარელი მცენარე ჩარგოთ და მასთან ერთად იმოგზაუროთ.
Zeltini Z-Triton-ს ევროპულ ბაზარზე უკვე ყიდის. მისი საწყისი ფასი 16,422 დოლარია. კომპანიის მიზანი გაფართოება და მსოფლიოს სხვა მნიშვნელოვან ბაზრებზე გასვლაა.
Gallery: Zeltini Z-Triton








