Bugatti-მ მსოფლიოს მორიგი საოცრება შესთავაზა, 1577 ცხენის ძალის მქონე Mistral-ის მხოლოდ 99 ეგზემპლარი შეიქმნება

ფრანგულმა ავტომწარმოებელმა პარასკევს უახლესი ჰიპერქარი- Bugatti Mistral-ი წარადგინა. ახალი როდსტერი Chiron-ზეა დაფუძნებული.

Mistral-ი Chiron-ის ეპოქის პირველი როდსტერია. კომპანიის ამჟამინდელი თაობის ჰიპერმანქანის როდსტერად გადაქცევა არც ისე მარტივი იყო.

საბოლოო შედეგის მისაღებად ავტომობილი სრულად გადაკეთდა და დაიხვეწა. ახლა ავტომობილს მისი წინამორბედებისგან განსხვავებით უფრო მომრგვალებული სილუეტი აქვს.

ექსტერიერი

ვიზუალური ცვლილებების ხარჯზე შესრულების გაზრდასაც ვარაუდობენ. ახალი მოდელის დიზაინი, რომელსაც “ძლიერი ქარი” ეწოდა, Bugatti-ის ერთ-ერთი უდიდესი როდსტერით, 1934 წლის Type 57 Roadster Grand Raid-ით იყო შთაგონებული.

მისი გავლენა ნათლად ჩანს საქარე მინაზე. ჰიპერქარის უნიკალურ დიზაინს A-სვეტის და საქარე მინის შერწყმა განაპირობებს.

ავტომობილი თავისი ვიზუალით თანამედროვე ეპოქის პირველ ღიასახურავიან ბუგატს, Veyron roadster-საც ეხმიანება.

ფარების ვერტიკალური განლაგება ბუგატისთვის სიახლეა, ხოლო X- ფორმის უკანა განათება, Bolide-ზე წარმოდგენილი ფარების უფრო დახვეწილი ვერსიაა.

Mistral-ის დებიუტი თბილი შავის, ტრუფელის ყავისფერის და დახვეწილი ყვითელის ვარიაციით შედგა, თუმცა, ბუგატის სხვა მოდელების მსგავსად, მყიდველებს მრავალფეროვანი პალიტრიდან სასურველი ფერის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ.

ინტერიერი

როდსტერის ინტერიერი Chirons-ის დიზაინისგან რადიკალურად არ განსხვავდება. სალონი კვლავ მაღალი ხარისხის მასალითაა გაწყობილი.

განახლებები მოიცავს-კარის ნაქსოვ პანელებს და გადაცემათა კოლოფის გადამრთველში ქარვისფერ ჩანართებს.

Mistral-ის სიმძლავრე კომპანიის W16 ძრავის საბოლოო ვერსიაა. ეს იგივე 8.0-ლიტრიანი „წისქვილია“, რომელიც Chiron Super Sport 300+-ში გამოიყენეს.

ამ უკანასკნელის შემთხვევაში ძრავი 1577 ცხ.ძ-ს გამოიმუშავებს. ავტომწარმოებლის თქმით მისი მიზანი ახალი სუპერმანქანის მსოფლიოს უსწრაფეს როდსტერად გადაქცევაა.

Mistral-ის ფასი დაახლოებით 5 მილიონი დოლარია. ის მხოლოდ 99 ეგზემპლარად შეიქმნება.

Bugatti Mistral

Bugatti Mistral

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!


წინა სტატია2023 წლის Aston Martin V12 Vantage Roadster-ი
შემდეგი სტატია2022 წლის მონტერეის აუქციონებზე გაყიდული 5 ყველაზე ძვირადღირებული მანქანა