რუბრიკა: ყველაზე გამორჩეული ავტომობილები წლების მიხედვით, ნახეთ, რომელი ავტომობილი იყო აქტუალური თქვენს დაბადების წელს (1980-1989)

ჩვენი რუბრიკის შემდეგი დეკადა 1980-1989-წლებს მოიცავს. იზრდება სიმძლავრე, ღრმავდება კონკურენცია, იხვეწება ტექნოლოგია, ვნახოთ, როგორი კვალი დატოვა 80-იანმა წლებმა საავტომობილო ინდუსტრიაში:

1980 – Audi Quattro

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
Quattro-მ მსოფლიო რალის ჩემპიონატში არაერთი გამარჯვება მოიპოვა

Audi Quattro პირველი მანქანა არ იყო, რომელმაც ტურბოკომპრესორი გამოიყენა, ის არც ოთხივე ამძრავი ბორბლის გამოყენებაში ყოფილა პიონერი, თუმცა, მან პირველმა გააერთიანა ეს ორი რამ და ამ ფაქტმა Quattro ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური, მაღალი ხარისხის ავტომობილი გახადა.

ავტომობილით გადაადგილება 4 ზრდასრულ მგზავრს(თავიანთი ბარგით) თავისუფლად შეეძლო.

Quattro-მ მსოფლიო რალის ჩემპიონატში არაერთი გამარჯვება მოიპოვა. აუდი Quattro-ს წამყვან სისტემას თავის მოდელებთან მიმართებით კვლავ გამოიყენებს.

1981 – BMW 5 Series (E28)

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
ის კიდევ უფრო დახვეწილი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი წინა მორბედი

ორიგინალ მეხუთე სერიაზე 70-იანი წლების დეკადის ფარგლებში უკვე ვისაუბრეთ, ის მაშინ პიონერი იყო, „ფორმულის“ ხელახლა შემუშავებით შემდეგი გამოშვება კიდევ უფრო დახვეწილი და მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე მისი წინა მორბედი.

უნდა აღინიშნოს, რომ წარმოების რიცხვი თითქმის იმდენივე იყო, რაც პირვანდელ ვარიანტში.

4 და 6-ცილინდრიანი ვარიანტების გარდა E28-მ, საზოგადოებას დიდებული, 2.4-ლიტრიანი  ექვსცილინდრიანი დიზელის ძრავიც შესთავაზა.

1982 – Mercedes-Benz 190

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
190-ის 1,9 მილიონი ეთეული იყო დამზადებული

Mercedes-Benz-ი თითქმის ერთი საუკუნის იყო, როდესაც C-კლასის წინამორბედი პირველი კომპაქტური, ოთხკარიანი მანქანა- 190-ი წარმოადგინა.

აქამდე Mercedes-ი მხოლოდ ექსკლუზიური დიზაინის, დიდ და ძვირადღირებულ ავტომობილებს, კაბრიოლეტებს და კუპეებს აწარმოებდა.

190-ის შექმნის იდეა, ძირითადად გაყიდვების ზრდას უკავშირდებოდა, თუმცა ის მაინც იქნებოდა ძლიერი, უსაფრთხო და კომფორტული ავტომობილი.

190-მა ავარიების უსაფრთხოების მიზნით მსუბუქი მაღალი სიმტკიცის ფოლადები  პირველმა გამოიყენა. ის აღჭურვილი იყო აირბალიშებით, უსაფრთხოების ღვედის წინასწარ დაჭიმვით და დაბლოკვის საწინააღმდეგო მუხრუჭებით.

წარმოება 1993 წელს დასრულდა, ამ დროისთვის 190-ის 1,9 მილიონი ეთეული იყო დამზადებული.

1983 – Dodge Caravan/Plymouth Voyager

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
მყიდველებს შეეძლოთ რომ ერთ დღეს ფურგონი საოჯახო ავტომობილად გამოეყენებინათ, ხოლო მეორე დღეს, უკანა სავარძლების მოხსნის ხარჯზე რამე ტექნიკის ან ნივთების გადასატან, სატვირთო ავტომობილად გადაექციათ.

მიუხედავად იმისა, რომ  მინივენი Chrysler-ის ჯგუფს არ გამოუგონებია, მან ის 1983 წელს Dodge Caravan-ის და Plymouth Voyager-ის გამოშვებით გააუმჯობესა.

ორივე მოდელი იდენტური იყო, განსხვავებები მორთულობის უმნიშვნელო დეტალებს მოიცავდა.

წინა წამყვანი ფუნქცია ინჟინრებს საშუალებას აძლევდა ფურგონისთვის სრულიად ბრტყელი იატაკი შეენარჩუნებინათ.

მყიდველებს შეეძლოთ რომ ერთ დღეს ფურგონი საოჯახო ავტომობილად გამოეყენებინათ, ხოლო მეორე დღეს, უკანა სავარძლების მოხსნის ხარჯზე რამე ტექნიკის ან ნივთების გადასატან, სატვირთო ავტომობილად გადაექციათ.

1984 – Mercedes W124

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
W124 საზოგადოებამ თითქმის ყველანაირი ვარიაციით იხილა, დაწყებული კუპედან დამთავრებული კაბრიოლეტით.

მას შემდეგ, რაც ორიგინალი მერსედეს E-კლასი, W124 გამოვიდა, ის გამძლეობის ეტალონად ითვლება. W124 საზოგადოებამ თითქმის ყველანაირი ვარიაციით იხილა, დაწყებული კუპედან დამთავრებული კაბრიოლეტით.

ყველა მათგანი მომხმარებელს სწრაფ, კომფორტულ, დახვეწილ და უსაფრთხო მგზავრობას სთავაზობდა. აღსანიშნავია, რომ ავტომობილი უსაფრთხოების უახლესი ტექნოლოგიით იყო არჭურვილი.

W124 იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ BMW იძულებული გახდა, ჯანსაღი კონკურენციის მიზნით, E34 რაღაც ახლით ჩაენაცვლებინა. გამოსვლიდან 1996 წლის ჩათვლით W124-ის 2,5 მილიონზე მეტი ერთეული შეიქმნა.

1985 – Bentley Turbo R

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
ის Rolls-Royce Silver Spirit-ზე იყო დაფუძნებული.

1931 წლამდე Rolls-Royce და Bentley ორი განსხვავებული ბრენდი იყო. მაგრამ როდესაც Rolls-მა თავისი უდიდესი კონკურენტი Bentley იყიდა, საზოგადოებამ განსხვავებული ბეიჯების მქონე, მაგრამ თითქმის ანალოგიური ორი ავტომობილი იხილა. (Bentley-ის გაყიდვები შემცირდა და ბრენდი დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა).

Turbo R პირველი ავტომობილი იყო, რომელიც გაერთიანების შემდეგ შეიქმნა, ის Rolls-Royce Silver Spirit-ზე იყო დაფუძნებული.

1986 – Porsche 959

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
1986 წლიდან -1988 წლამდე პორშემ 959-ის 337 959 ერთეული შექმნა

Porsche უკვე დიდი ხანია ერთ-ერთი ყველაზე ინოვაციური ავტომწარმოებელია. კომპანიამ თავის თავს აჯობა მაშინ, როდესაც კომპოზიტური სხეულის მქონე 959 შექმნა.

როდესაც გამოვიდა, ის მსოფლიოში ყველაზე სწრაფ საგზაო ავტომობილად ითვლებოდა. მისი ორმაგი ტურბო 2.85 ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ძრავი 444 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. მისი მაქსიმალური სიჩქარე 317 კმ/სთ-ს აღწევდა.

1986 წლიდან -1988 წლამდე პორშემ 959-ის 337 959 ერთეული შექმნა. ამ რიცხვებს 1992-93 წლებში კიდევ 8 ერთეული მიემატა.

1987 – Ferrari F40

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
2019 წელს 1991 წლის ნიმუში აუქციონზე 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა

F40 ენცო ფერარის მიერ გაფორმებული ბოლო მანქანაა. ავტომობილი 1987 წელს გამოვიდა. მისი ტურბო V8 ძრავით და გამომუშავებული 471 ცხენის ძალით F40 „საზარელი“ სამართავია.

Ferrari-მ განაცხადა, რომ ის მსოფლიოში პირველი სერიული ავტომობილია, რომლის მაქსიმალური სიჩქარე 322კმ/სთ-ს უტოლდება. და ეს ყველაფერი არ იყო, 0-დან 200 კმ/სთ-მდე აჩქარებას, მხოლოდ 12 წამს ანდომებდა.

თავდაპირველი გეგმით 400 ეგზემპლარი უნდა შექმნილიყო, საბოლოოდ კი რიცხვი 1311-მდე გაიზარდა.

2019 წელს 1991 წლის ნიმუში აუქციონზე 1,8 მილიონ დოლარად გაიყიდა.

1988 – Volkswagen Corrado

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
მომხმარებლებს 2 ვარიანტის არჩევის საშუალება ჰქონდათ

დახვეწილი, ლამაზი და უაღრესად პრაქტიკული. მომხმარებლებს 2 ვარიანტის არჩევის საშუალება ჰქონდათ.

Golf Mk2-ზე დაფუძნებული Corrado კარმანის (Karmann) მიერ დამზადაა. მისი წარმოება 7 წელი გრძელდებოდა, ის 97,521 ეგზემპლარად შეიქმნა.

1989 – Lexus LS

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1980-1989)
LS-ის შექმნაზე საუკეთესო ინჟინრები და სპეციალისტები მუშაობდნენ

LS-ის დებიუტი 1989 წელს შედგა, მისი V8 ძრავი 238 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

გერმანული ავტომობილების კონკურენციის მიზნით შექმნილი LS, რომელზეც საუკეთესო ინჟინრები და სპეციალისტები მუშაობდნენ, მართლაც ეფექტური აღმოჩნდა, მათი მიზანი იყო შეექმნათ იდეალური ავტომობილი ნაკლები დანახარჯები!

საბოლოოდ, Mercedes-Benz-ი იძულებული გახდა 1992 წლის W140 S-კლასში გარკვეული ცვლილებები შეეტანა. ავტომწარმოებელმა ხარჯების შემცირეის კამპანიაც წამოიწყო.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

მნიშვნელოვანი ავტომობილი 1980-1989

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]