რუბრიკა: ყველაზე გამორჩეული ავტომობილები წლების მიხედვით, ნახეთ, რომელი ავტომობილი იყო აქტუალური თქვენს დაბადების წელს (1960-1969)

გთავაზობთ რუბრიკას დეკადების მიხედვით. საინტერესოა თუ რომელი ავტომობილი იყო ყველაზე აქტუალური თქვენი დაბადების წელს. პირველი დეკადა 1960-1969 წლებს მოიცავს, მაშ ასე:

1960 – Saab 96

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
ავტომობილი 650,000 ეგზემპლარად შეიქმნა

Saab 96 იმდენად შესანიშნავი მანქანა იყო, რომ მისი წარმოება 20 წლის განმავლობაში გრძელდებოდა (1960-1980). ის 650,000 ეგზემპლარად შეიქმნა.

1961 – Jaguar E-Type

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
ფენომენალურად სწრაფი ავტომობილი

E-Type არა მხოლოდ დახვეწილი და ელეგანტური, არამედ ფენომენალურად სწრაფი ავტომობილი იყო.

თავდაპირველად მისი 3.8-ლიტრიანი ძრავი მაქსიმალურ სიჩქარეს 241 კმ/სთ-ს გამოიმუშავებდა. მოგვიანებით 4.2-ლიტრიანი ძრავი გამოჩნდა, შემდეგ კი 5.3-ლიტრიანი V12.

1962 – Ford Cortina

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
“ბესტსელერი”

შეიძლება ამ ავტომობილს ინოვაციური გარეგნობა არ აქვს, მაგრამ კონკურენტული ფასებისა და მოდელების ფართო სპექტრის წყალობით Cortina Mk1 “ბესტსელერი” იყო.

მყიდველებს შეეძლოთ არჩევანის გაკეთება სალონებს შორის (ორი ან ოთხი კარით)

1963 – Rover P6

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
1964 წელს Rover P6-მა ევროპის წლის მანქანის ჯილდო მოიპოვა

ამ ავტომობილის ოფიციალური სახელწოდება იყო Rover 2000, თუმცა, მას ყველა P6-სს ეძახდა. ზედმეტსახელი ისტორიულ დატვირთვას ატარებდა ის Rover-ის მეექვსე, ომისშემდგომი მოდელი იყო.

1964 წელს Rover P6-მა ევროპის წლის მანქანის ჯილდო მოიპოვა. თავისი სუფთა ხაზებით და არასტანდარტული კონსტრუქციით P6 შთამბეჭდავი მანქანა იყო.

1964 – Ford Mustang

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
დღემდე 10 მილიონზე მეტი მუსტანგია გაყიდული

ნიუ-იორკში წარდგენილი Ford Mustang-ი გამოჩენისთანავე „ჰიტად“ იქცა. ის წლის ყველაზე სასურველ ავტომობილად ითვლებოდა. ფორდმა მოდელის გამოქვეყნებიდან 24 საათის განმავლობაში 22 000 შეკვეთა მიიღო. ავტომწარმოებელი კი ვარაუდობდა, რომ ყოველწლიურად 100 000 მანქანას გაყიდდა.

მუსტანგმა აჩვენა სტილი და შესრულება, რომელიც იზიდავდა ყველას, მათაც, ვისაც ავტომობილები არ უყვარდათ. დღემდე 10 მილიონზე მეტი მუსტანგია გაყიდული და ის ამჟამად მსოფლიოში ყველაზე გაყიდვადი სპორტული მანქანაა.

1965 – Renault 16

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
რენოს ევროპის 1966 წლის საუკეთესო ავტომობილის ჯილდო გადაეცა

Renault 16-ის გამოსვლის შემდეგ  ბრიტანეთში ყველა ავტომობილი, მათს შორის P6-იც კი, მოძველებულად გამოიყურებოდა. სწორედ ამ ავტომობილმა მოიპოვა ევროპის 1966 წლის საუკეთესო ავტომობილის ჯილდო.

1966 – Fiat 124

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
Fiat-მა ხუთ მილიონზე მეტი 124 გაყიდა

Fiat 124-იც ევროპის წლის მანქანა გახდა, მან ეს ჯილდო 1967 წელს მიიღო. Fiat-მა ხუთ მილიონზე მეტი 124 გაყიდა. მისი წარმოება 1974 წელს დასრულდა.

1967 – Toyota 2000GT

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
Toyota 2000GT პირველი სერიოზულად სასურველი სპორტული მანქანა იყო იაპონიიდან.

Toyota 2000GT ცნობილი ჯეიმს ბონდის ფილმში You Only Live Twice, მისი მთავარი როლით გახდა. Toyota 2000GT პირველი სერიოზულად სასურველი სპორტული მანქანა იყო იაპონიიდან.

ავტომობილი Jaguar E-Type კუპეთი იყო შთაგონებული. 1967-1970 წლებში ამ ავტომობილის მხოლოდ 351 ეგზემპლარი შეიქმნა. მცირე ტირაჟმა მისი ღირებულემა გაზარდა, ერთ აუქციონზე, 2018 წელს ის 665,000 დოლარად გაიყიდა.

1968 – Jaguar XJ

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
მოდელის ხაზი 2019 წლამდე გრძელდებოდა

Jaguar XJ არა მხოლოდ მდიდრული, დახვეწილი და სწრაფი იყო, არამედ ის საკმაოდ კომფორტულ ავტომობილადაც ითვლებოდა.

მისი მონაცემების ფონზე, იაგურმა მოახერხა და მისი ფასი ხელმისაწვდომი გახადა. 1972 წელს 5.3-ლიტრიანი V12-ძრავიანი XJ12 გამოჩნდა, ის საზოგადოებისთვის კიდევ უფრო სასურველი გახდა. მოდელის ხაზი 2019 წლამდე გრძელდებოდა.

1969 – Ford Capri

ყველაზე მნიშვნელოვანი ავტომობილი იმ წლიდან, რომელშიც დაიბადე (1960-1969)
1969 წლიდან- 1987 წლამდე საზოგადოებამ კაპრის 3 თაობა იხილა.

უკვე ნახევარი საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც Ford Capri-ის დებიუტი შედგა და მიუხედავად იმისა, რომ მისი თანამედროვეების უმეტესობა უკვე დავიწყებულია, კაპრი აქტუალობას არ კარგავს.

შეერთებულ შტატებში Ford Mustang-ის მნიშვნელოვანი და მოულოდნელი წარმატების საფუძველზე Ford Capri შეიქმნა. 1969 წლიდან- 1987 წლამდე საზოგადოებამ კაპრის 3 თაობა იხილა.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

ავტომობილი

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]