მთავარი მიმოხილვები ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები

249

ყველაზე მძლავრი და ტექნოლოგიურად მოწინავე სამხედრო თვითმფრინავები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკის შემადგენლობაში შედიან

საბრძოლო თვითმფრინავები ისეთ საფრენ აპარატებს მიეკუთვნებიან,რომლებიც ობიექტების გასანადგურებლად საარტილერიო, სარაკეტო და ბომბდამშენ შეიარაღებას გამოიყენებენ.

საბრძოლო თვითმფრინავებს განეკუთვნება-გამანადგურებელი, გამანადგურებელ-ბომბდამშენი, გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი, ბომბდამშენი, მოიერიშე, მზვერავი და სხვ.

სამხედრო თვითმფრინავი საკმაოდ მძლავრი და საშიში იარაღია განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის ბოროტი მიზნების განსახორციელებლად არასწორ მხარეს აღმოჩნდება.

მსოფლიოში პირველი სამხედრო თვითმფრინავი Wright Military Flyer-ი 1909 წელს შეიქმნა. რამდენიმე წარმატებული საცდელი ფრენის შემდეგ თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ეს სამხედრო თვითმფრინავების ერის დასაწყისი იყო, მას შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, განვითარდა ტექნოლოგია, თვითმფრინავებმა სხვადასხვა ფუნქცია შეითავსეს და ისინი საკმაოდ საშიშ იარაღად ჩამოყალიბდნენ.

F-22 Raptor

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
f-22 1980-იან წლებში გამოშვებული

F-22 Raptor ამერიკის შეერთებული შტატების 1-ადგილიანი, 2-ძრავიანი მეხუთე თაობის გამანადგურებელი თვითმფრინავია. ის 1980-იან წლებში გამოშვებული F-15 Eagle-ს შესაცვლელად შეიქმნა.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
აშშ-ის შეიარაღებაში 2000-იან წლებში შევიდა

აშშ-ის შეიარაღებაში 2000-იან წლებში შევიდა. იმ დროისთვის ის ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე მოიერიშე თვითმფრინავი იყო, რომელიც ოდესმე შექმნილა.

საჰაერო უპირატესობის გარდა F-22 სახმელეთო თავდასხმისთვისაც გამოიყენება. მისი ღირებულება $150 მილიონი დოლარია.

მიუხედავად მისი სიძლიერისა ის დაუმარცხებელი არ არის, მისი ჩამოგდება Dassault Rafale-ს შეუძლია.

AC-130 Spectre/Spooky

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
AC-130 Specters-ი ომში 1968 წელს ჩაერთო

C-130 Hercules-ი Lockheed Martin-ის მიერ დამზადებული მასიური სატვირთო თვითმფრინავია. ის საჰაერო „ხომალდად“ ვიეტნამის დროს გადააქციეს. AC-130 Specters-ი ომში 1968 წელს ჩაერთო.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
AC-130 Spectres-მა მტრის 10 000-ზე მეტი სატვირთო მანქანა გაანადგურა

AC-130 Spectres-მა, რომელსაც ასევე  Spooky-ს ან Spookies-ის უწოდებენ, მტრის 10 000-ზე მეტი სატვირთო მანქანა გაანადგურა. ის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში კიდევ გამოიყენება, რა თქმა უნდა, უფრო დახვეწილი და გაუმჯობესებული სახით.

F-15 Eagle

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
F-15 Eagle საჰაერო უპირატესობის ტაქტიკური გამანადგურებელია

F-15 Eagle ტაქტიკური გამანადგურებელია. ის შეერთებული შტატების საჰაერო ძალებში (USAF) 1976 წლიდან „ირიცხება“. ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გამანადგურებელი თვითმფრინავია, რომელმაც საჰაერო ბრძოლაში, ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, 100-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
მისი უახლესი ვერსია, სახელწოდებით F-15E Strike Eagle, ახლა ექსპლუატაციაშია

მისი უახლესი ვერსია, სახელწოდებით F-15E Strike Eagle, ახლა ექსპლუატაციაშია და, სავარაუდოდ, USAF-ის შემადგენლობაში კიდევ გარკვეული დროით დარჩება.

Lockheed SR-71 Blackbird

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
SR-71 Blackbird-ი 1950-იან წლებში ცივი ომის დროს სრულიად საიდუმლოდ შეიქმნა

SR-71 Blackbird-ი 1950-იან წლებში ცივი ომის დროს სრულიად საიდუმლოდ შეიქმნა. იმ დროს ის ყველა არსებულ სამხედრო თვითმფრინავზე უფრო სწრაფად და უფრო მაღლა დაფრინავდა. ასე გრძელდებოდა, თითქმის, ნახევარი საუკუნე.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
თვითმფრინავი ფარული შეტევებისვის და ჯაშუშური მისიებისთვის იყო შექმნილი

თვითმფრინავი ფარული შეტევებისვის და ჯაშუშური მისიებისთვის იყო შექმნილი. ვიზუალურად ის საკმაოდ ეფექტურად გამოიყურებოდა, ვინც მას თვალს მოკრავდა ყველა შთაბეჭდილების ქვეშ ექცეოდა.

A-10 Thunderbolt II

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
A-10 Thunderbolt II ორძრავიანი თვითმფრინავი იყო.

A-10 Thunderbolt II ორძრავიანი თვითმფრინავი იყო. ის USAF-ის საჰაერო თავდასხმის ხაზზე 70-იანი წლების შუა პერიოდიდან “მსახურობს”. თვითმფრინავის ყველაზე მძლავრი იარაღი ცხვირზე დამონტაჟებული 7-ლულიანი, 1,2-ინჩიანი ქვემეხია. ის ტანკის გასანადგურებლად საკმაოდ ეფექტური იარაღია.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
ის სიზუსტით გამოირჩევა და მისი ლეტალობის გათვალისწინებით საკმაოდ საშიშ იარაღად ითვლება.

ის ვიზუალურად ისეთი ეფექტური არ არის, როგორც სხვა დანარჩენი თვითმფრინავები, თუმცა, ის სიზუსტით გამოირჩევა და მისი ლეტალობის გათვალისწინებით საკმაოდ საშიშ იარაღად ითვლება.

Dassault Rafale

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
Rafale ფრანგული წარმოშობის თვითმფრინავია

Rafale ფრანგული წარმოშობის თვითმფრინავია, ის ექსპლუატაციაში 2001 წელს შევიდა, საბრძოლოდ კი 2002-ში იქნა გამოყენებული.

Rafale ექსპორტირებულია სხვადასხვა ქვეყნებში- ინდოეთი, ეგვიპტე, კატარი. დღეს მას ბორტზე ყველაზე მოწინავე ავიონიკა აქვს.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
ამ თვითმფრინავის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება 40 სამიზნის ერთდროულად  თვალყურისდევნებაა

ამ თვითმფრინავის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული თვისება 40 სამიზნის ერთდროულად თვალყურისდევნება და ერთდროულად ოთხი მათგანის მისამართით გასროლაა.

მიუხედავად იმისა, რომ F-22 Raptor-ი უფრო მოწინავეა, Rafale-ს მისი ჩამოგდება მაინც შეუძლია, მან ეს 2009 წელს დაამტკიცა.

Northrop Grumman B-2 Spirit

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
B-2 Spirit-ი საკმაოდ მძლავრი თვითმფრინავია

B-2 Spirit-ი საკმაოდ მძლავრი თვითმფრინავია. ის არა მხოლოდ სტრატეგიული ბომბდამშენია, რომელსაც რადარების თავიდან აცილება შეუძლია, არამედ მას აქვს უნარი ატაროს ბირთვული იარაღი. ამ ფაქტს კი ის სრულიად ახალ დონეზე აჰყავს.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
მიუხედავად იმისა, რომ B-2 Spirit-ი ცივი ომის დროს შექმნეს, ის უკვლავ ექსპლუატაციაშია და „საუკეთესო გარბენით“ კვლავაც გამოირჩევა.

მიუხედავად იმისა, რომ B-2 Spirit-ი ცივი ომის დროს შექმნეს, ის დღემდე ექსპლუატაციაშია და „საუკეთესო გარბენით“ კვლავაც გამოირჩევა.

AH-64 Apache

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
AH-64 Apache თავდასხმისთვის განკუთვნილი შვეულმფრენების სამყაროში „გენერალ-მაიორის“ წოდებას ატარებს

AH-64 Apache თავდასხმისთვის განკუთვნილი შვეულმფრენების სამყაროში „გენერალ-მაიორის“ წოდებას ატარებს. ის საკმაოდ მძლავრი და „მომაკვდინებელი“ იარაღია.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
შვეულმფრენი ექსპუატაციაში 80-იან წლებში შევიდა

შვეულმფრენი ექსპუატაციაში 80-იან წლებში შევიდა. ავღანეთისა და ერაყის ომის დროს აპაჩებმა დიდი როლი ითამაშეს.

ის ახორციელებდა,  როგორც შორ მანძილზე შეტევებს, ასევე ახლო საბრძოლო შეტევის დროსაც საკმაოდ ეფექტური იყო. ის სახმელეთო ჯარებს ცეცხლსასროლი ფუნქციით ეხმარებოდა.

Boeing B-29 Superfortress

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
B-29 Superfortress-ი ამერიკის პირველი დისტანციური ბომბდამშენი იყო

B-29 Superfortress-ი ამერიკის პირველი დისტანციური ბომბდამშენი იყო. მეორე მსოფლიო ომში ცოტა მოგვიანებით, 1944-ში ჩაერთო. ოპერაციას Matterhorn-ი ეწოდა. ეს ის პერიოდია, როდესაც ამერიკამ იაპონია დაბომბა.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
ეს ის თვითმფრინავია, რომელმაც ჰიროშიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბი ჩამოაგდო

აღსანიშნავია, რომ ეს სწორედ ის თვითმფრინავია, რომელმაც ჰიროსიმასა და ნაგასაკიზე ატომური ბომბი ჩამოაგდო. ამ ტერორის იარაღმა ასობით და ათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

F-16 Fighting Falcon

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
F-16 Fighting Falcon-ს მისი მომაკვდინებელი ბუნებიდან გამომდინარე Viper-ი ანუ გველგესლა უწოდეს

F-16 Fighting Falcon-ს მისი მომაკვდინებელი ბუნებიდან გამომდინარე Viper-ი ანუ გველგესლა უწოდეს. მიუხედავად იმისა, რომ იგი საბრძოლო დანიშნულებისთვის შეიქმნა, მისი მრავალმხრივი შესაძლებლობებით ის სხვადასხვა როლს ირგებდა.

ყველაზე მძლავრი სამხედრო თვითმფრინავები
ის საჰაერო ძალებს 70-იანი წლებიდან ემსახურება

ის საჰაერო ძალებს 70-იანი წლებიდან ემსახურება. მისი უხალესი ვარიანტი F-16V-ია, ტექნოლოგიურად მრავალფეროვანი და მრავალმხრივი თვითმფრინავი.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

სამხედრო თვითმფრინავები

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]