ჩინური „ელექტრონიკის“ გიგანტი Xiaomi საავტომობილო სამყაროში შესვლას გეგმავს

ელექტრონიკის მიმართულებით მოღვაწე ჩინური გიგანტი Xiaomi საავტომობილო ინდუსტრიაში შესვლას გეგმავს. კომპანია პეკინში ააშენებს ქარხანას, რომელიც ყოველწლიურად 300 000-მდე ავტომობილის წარმოებას შეძლებს.

ჩინეთის დედაქალაქის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ ქარხანა ორ ეტაპად აშენდება. შაომი საავტომობილო განყოფილებისთვის შტაბ-ბინას შექმნის და პეკინის ეკონომიკური და ტექნოლოგიური განვითარების ზონაში გაყიდვებისა და კვლევის ოფისებს ააშენებს.

გაურკვეველია, როდის დაიწყება ობიექტის მშენებლობა, მაგრამ როიტერის ცნობით, რომელიც შაომის აღმასრულებელი დირექტორის ლეი ჯუნის განცხადებას ეყრდნობა კომპანიამ მასობრივი წარმოების დაწყება 2024 წელს უნდა შეძლოს.

ტექნოლოგიურმა ბრენდმა თავისი საავტომობილო საწარმოს Xiaomi EV Company Limited-ის შექმნა სექტემბერში დააანონსა.

ბრენდის რეგისტრირებული კაპიტალი 1,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. სექტემბრის მდგომარეობით, ელექტრომომარაგების განყოფილებაში 300 თანამშრომელი იყო დასაქმებული.

შაომის ელექტრომობილების სამყაროში სამოქმედო და საორიენტაციო გეგმა ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა დიდი ქარხნის მშენებლობა მეტყველებს იმაზე, რომ ბრენდი თავისი პირველი ავტომობილის შექმნის პროცესში სხვა ავტომწარმოებლებთან არ ითანამშრომლებს.

შაომი აცხადებს, რომ მომავალი 10 წლის განმავლობაში ელექტრომობილების საწარმოზე 10 მილიარდი დოლარის დახარჯვას გეგმავს.

აგვისტოში, Xiaomi-ის EV განყოფილებამ ავტონომიური მართვის ტექნოლოგიური კომპანია Deepmotion Tech შეიძინა. ეს იმაზე მეტყველებს, რომ კომპანია თავისი ელექტრომობილების აღჭურვას მძღოლის დამხმარე მოწინავე ტექნოლოგიებით გეგმავს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Xiaomi

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]