მიუხედავად იმისა, რომ  Hike 100 საკმაოდ პატარაა, მას უამრავი საინტერესო ფუნქცია აქვს

ვიდეო ტური

ცნობილმა ამერიკულმა ბრენდმა Winnebago-მ, რომელიც 1958 წლიდან ლიდერია სალაშქრო და გარე ცხოვრების სტილის პროდუქციის წარმოებაში, „მინიატურული“ მისაბმელი ფურგონი Hike 100 წარადგინა.

ფურგონის წონა 1,225 კილოგრამია, ასე რომ მის გადატანას საშუალო ზომის ქროსოვერიც თავისუფლად შეძლებს. მისი სიგრძე 4,8 მეტრი, სიგანე კი 2.1-მეტრია.

4 ვარიაცია

ფურგონი 4 ვარიაციითაა შემოთავაზებული, ოთხივე მათგანს აქვს საძილე ადგილი, სამზარეულო და აბაზანა. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ-ორსართულიანი საწოლი, ცალ-ცალკე საწოლები ფურგონის ორივე მხარეს, ან ერთი სრული ზომის საწოლი.

შემოთავაზებულია უკანა მხარეს დამატებითი სათავსოებიანი ვარიანტიც. მისი დახმარებით ნივთების გადატანაც შესაძლებელია, მაგალითად კანოე, უკან კი ველოსიპედის დასადები თარო აქვს.

შიდა სივრცე და დამატებითი ფუნქციები

დასასვენებლად და ჰაერზე დასაჯდომად 3 გასაშლელი ჩარდახი აქვს, რომელიც უზრუნველყოფს 18.58 კვადრატულ მეტრ გარე დაჩრდილულ სივრცეს. ჩამოსაშლელი პანელები ქმნიან იზოლირებულ სივრცეს გამოსაცვლელად, ან შხაპის მისაღებად.

ფურგონს აქვს 117.3-ლიტრიანი სუფთა  წყლის რეზერვუარი, ასევე ე.წ შავი წყლის 17.98-ლიტრიანი სათავსო და საყოფაცხოვრებო მოხმარების წყლის 94.64 ლიტრიანი ჭურჭელი. ენერგიას 190 ვატიანი მზის პანელისგან იღებს.

გარე სივრცე და მზის პანელი

Winnebago-მ Hike 100 წარადგინა, როგორც 2022 წლის მოდელი, მისი ფასი, კომპანიას ჯერ არ დაუსახელებია.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Hike 100

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]