ნულოვანი ემისიების როდსტერს Wiesmann Project Thunderball-ს ორმაგი ძრავი აქვს, ელექტრომობილი 671 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

მრავალწლიანი პაუზის შემდეგ, დამოუკიდებელი სპორტული მანქანების მწარმოებელი Wiesmann-ი საავტომობილო ბიზნესს რეტრო სტილის Project Thunderball-ით დაუბრუნდა.

საავტომობილო სამყაროში Wiesmann-ის BMW-ს ძრავის მქონე მოდელებს ბევრი იცნობს, თუმცა, ამჟამად კაპოტის ქვეშ ბავარიული წარმოების ძრავს ვერ ნახავთ, რაც ყველაზე მთავარია, ზოგადად შიდა წვის ძრავს ვერ ნახავთ, რადგან როდსტერი სრულად ელექტროა.

ორი ელექტროძრავი

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი ის არის, რომ როდსტერის ორივე ელექტრო ძრავი უკანა ღერძზეა დამონტაჟებული.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირველი უკანა ამძრავიანი ელექტრო კაბრიოლეტი არ არის. ორიგინალური Tesla Roadster-ი ენერგიას ექსკლუზიურად სწორედ უკანა ღერძზე აგზავნიდა.

დახვეწილი ექსტერიერი და ინტერიერი

Thunderball-ი მისი წინამორბედების მსგავსად ბრიტანული სტილის გავლენის ქვეშაა მოქცეული.

მაგალითად, კვერცხის ფორმის წინა ცხაური MF5 V10 Roadster-ის თემატიკას იმეორებს, მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი დეტალი ორმაგი მრგვალი განათების სპეციფიკაა.

წარსულის დეტალია clamshell სტილის კაპოტიც (clamshell ეწოდება ძრავის საფარს, რომელიც დამატებით გვერდითა ფრთის რაღაც ნაწილსაც მოიცავს).

რეტრო ინტერიერს თანამედროვე კეთილმოწყობა აქვს, ის დიდ სენსორულ ეკრანს და ნახშირბადბოჭკოვან ე.წ body-hugging სავარძლებს მოიცავს.

შთამბეჭდავი ციფრები

Weismann-ი Project Thunderball-თან მიმართებით საკმაოდ შთამბეჭდავ ციფრებს ასახელებს. როგორც უკვე აღვნიშნე მისი წყვილი ელექტრო ძრავი 671 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ბრუნვის მომენტი კი 1100 ნიუტონ მეტრს უტოლდება.

ეს მაჩვენებლები კი იმას ნიშნავს, რომ ელექტრო როდსტერს მთების გადატრიალება შეუძლია.

ავტომობილს 0-დან 100 კმ/სთ-მდე ასაჩქარებლად მხოლოდ 2,9 წამი სჭირდება. აქვე, მანქანა 1,700 კილოგრამს იწონის.

ორი ელექტრო ძრავი 83 კვტ/სთ სიმძლავრის ბატარეით იკვებება. სრული დატენვით Thunderball-ი 500 კმ-იან დიაპაზონს უზრუნველყოფს.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის როჰინ ბერის თქმით:

“Thunderball-ი მსოფლიოში ყველაზე საინტერესო ელექტრო სპორტული მანქანა იქნება“.

რა სად როდის შეკითხვები…

გამოსვლასთან დაკავშირებული დეტალები, ჯერ-ჯერობით უცნობია, არც ის ვიცით როდის და რა რაოდენობით ჩაეშვება წარმოებაში. კიდევ ერთი და ყველაზე დიდი თავსატეხი მისი ღირებულებაა.

ცნობილია წარმოების ადგილი- ელექტრო კაბრიო ბრენდის ქარხანაში დიულმენში, გერმანიაში აშენდება.

GALLERY

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Wiesmann Project Thunderball

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]