ელექტროსედანი Polestar 2 “ტესლაზე” გულწრფელი აღმოჩნდა, თუმცა მისი დაფარული კილომეტრაჟი არცისე შთამბეჭდავია.

ელექტრომობილების შვედურმა მწარმოებელმა Polestar – მა, რომელიც უმსხვილეს კონცერნს Volvo – ს ეკუთვნის, ამერიკაში ტესტირება ჩაატარა. ტესტირების მიზანი Polestar 2 – ის კონკურენტებთან შედარებით უპირატესობის დამტკიცება იყო.

ამისთვის მანქანა ავტოდრომზე 112 კმ/სთ სიჩქარით გაუშვეს.

საბოლოო ჯამში Polestar 2 – მა წინასწარი დანაპირების 82% შეასრულა, აღსანიშნავია რომ Tesla Model 3 – ს ეს მაჩვენებელი მხოლოდ 75% აქვს, რამაც შვედებს უპირატესობებზე საუბრის მიზეზი მისცა.

თუმცა დეტალური შესწავლის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს უპირატესობა მხოლოდ ილუზიაა, თუ დავითვლით კილომეტრებით (და არა პროცენტებით) Tesla – მ ერთი დამუხტვით 376 კმ. დაფარა, ხოლო Polestar 2 – მა 330 კმ.

Volvo შეეცადა დაემტკიცებინა რომ Tesla – ზე მაგარია, მაგრამ არ გამოუვიდა
Polester 2 by Volvo
Volvo შეეცადა დაემტკიცებინა რომ Tesla – ზე მაგარია, მაგრამ არ გამოუვიდა
Tesla Model 3

ამ ბრძოლაში გამარჯვებული Tesla გახდა, მიუხედავად იმისა რომ “მოდელ 3-ის” რეალური გარბენი პასპორტში გაცხადებულ ციფრს არ შეესაბამება.

პასპორტში გაცხადებულ ციფრებს რაც შეეხება, აქ ვერც Polestar 2 – მა გაიმარჯვა, ამ კომპონენტში ყველაზე ზუსტი 92% შესაბამისობა Audi e-tron – ის ქროსოვერს აქვს.

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

ჩვენ არ ვაგზავნით სპამს!

Volvo

ავტოსამყაროს სიახლეები

შეიყვანე ელ.ფოსტა და გამოიწერე უნიკალური სტატიები ავტომობილების შესახებ!

[თქვენი მონაცემების უსაფრთხოება 100% დაცულია]